რა უქმნის მამაკაცს საახალწლო განწყობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უქმნის მამაკაცს საახალწლო განწყობას

ახალი წლისადმი გულგრილად განწყობილი შეიძლება იყოს მხოლოდ ძალიან დაღლილი და განხიბლული ადამიანი, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია. ეს არის წლის ყველაზე ჯადოსნური დრო, როცა უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, დავარიგოთ საჩუქრები და ვიზეიმოთ. ეცადეთ, დაივიწყოთ ძველი და კარი გაუღოთ ახალს. ეს, უპირველესად, ეხება თქვენს წრეს. გაწყვიტეთ დამთრგუნველი კავშირები და კონტაქტები, ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობობის, ცხოვრებისეული გამოცდის და სამსახურის შეცვლისაც კი. ახალი წელი შესანიშნავი საბაბია, გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ჩვევებისა და დაპირებებისგან. ურიგო არ იქნება გარდერობის განახლება. განსაზღვრეთ პირადი პრიორიტეტები, თვალი გადაავლეთ თქვენს ცხოვრებას და შეიტანეთ მასში პოზიტიური ცვლილებები. საოცარია, მაგრამ ფაქტია, როდესაც სხვებს ულოცავ, თავადაც უფრო ბედნიერი ხდები. გაუგზავნეთ ახლობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს ვირტუალური საახალწლო ანიმირებული ბარათები გულწრფელი სურვილებით, მუსიკალური და მბრწყინავი სპეცეფექტების თანხლებით. შეამჩნევთ, რომ თავადაც გამხიარულდებით. ახალი წელი წლიდან წლამდე უფრო და უფრო კომერციული ხდება, ამდენად, საზეიმო შოპინგზე უარის თქმა შეუძლებელიცაა და არც არის საჭირო. ამ პერიოდში ყველა ქალაქში იმართება საახალწლო ბაზრობები, სადაც შესაძლებელია ნაძვის ხის ექსკლუზიური მოსართავების, ხელნაკეთი სუვენირებისა და საზეიმო განწყობის დიდი ულუფის შეძენა. საახალწლო ბაზრობაზე შეგიძლიათ ოჯახთან ერთად წაბრძანდეთ - ეს კიდევ ერთ სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ. ნაძვის ხის მორთვა ყველაზე მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც სიხარულს ჰგვრის არა მარტო ოჯახსა და შეყვარებულ წყვილს, არამედ ოფისის კოლექტივსაც კი. ნაძვის ტოტებზე ბრჭყვიალა სათამაშოებისა და კაშკაშა გირლანდების დაკიდება დიდი ხანია ანტისტრესული რიტუალია. თუ ამას საყვარელი მუსიკის თანხლებით გააკეთებთ, მაშინვე საშობაო ზღაპრის ატმოსფეროში გადაეშვებით. საახალწლოდ ახალი ტანსაცმლის შეძენა მამაკაცებისთვისაც სასიამოვნოა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ამჟამად თქვენი ფინანსური შესაძლებლობები - შესაფერისი შენაძენი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, მით უმეტეს, ამ პერიოდში თითქმის ყველგან დიდი ფასდაკლებებია. დაბოლოს, საახალწლო სუფრა, დახუნძლული გემრიელი კერძებით, ღვინით, შამპანურით, ხილითა და ტკბილეულით - აი, ის, რაც შესანიშნავ გუნებაზე დაგაყენებთ და საზეიმო განწყობას შეგიქმნით.