რატომ უყურებენ მამაკაცები პორნოგრაფიას
„ქალებს ყურებით უყვართ, ხოლო მამაკაცებს - თვალებით“. პორნოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, სურათია, რომელიც ქმნის ცქერის, იქ ყოფნისა და სიუჟეტის გმირებთან საკუთარი თავის გაიგივების მაქსიმალურ ეფექტს. ცნობილია, რომ ეროტიკული განცდები მამაკაცებს უჩნდებათ დაახლოებით 11-12 წლის ასაკში, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ქალის შიშველი სხეულის დანახვის შესაძლებლობა ან არ არის, ან ძალიან მცირეა. ინტიმურ ცხოვრებამდე, რომელიც 16-17 წლის ასაკში იწყება, ასევე შორსაა. ისღა დარჩენიათ, უყურონ კინოს, რათა როგორმე მოიხსნან სექსუალური დაძაბულობა.
ინტიმური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როცა მამაკაცი პარტნიორთან ერთად უყურებს პორნოგრაფიას, ის უკეთ გაიაზრებს, რა სურს ინტიმურ ცხოვრებაში, რა აღაგზნებს სინამდვილეში.
როდესაც მარტოობა შემაწუხებელია
ბევრი პორნოგრაფიის მარტო ყურებას ამჯობინებს. ზოგიერთი სპეციალისტი ამას იმით ხსნის, რომ საბჭოთა პერიოდში ამგვარი გართობა, თვითდაკმაყოფილება სამარცხვინოდ მიიჩნეოდა. ახლა ამგვარ ქცევას საზოგადოება მაინცდამაინც არ კიცხავს, თუმცა დამალვის და პორნოგრაფიის ღამით ყურების ტრადიცია მაინც შემორჩა, თუმცა ინტერნეტი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია. არცთუ შორეულ წარსულში კი ამგვარ ფილმებს თუ ტელევიზიით აჩვენებდნენ - მხოლოდ გვიან ღამით. ზემოთ დიდი ბრიტანეთი ვახსენეთ. არცთუ დიდი ხნის წინ იქ პორნოგრაფიის ჩვენების საკითხმა გვარიანი სკანდალი გამოიწვია. ამ კონსერვატიულ ქვეყანაში ყოველგვარი ვიდეოპროდუქცია აუცილებელ ცენზურას გადის. სწორედ ცენზორები ანიჭებენ მას შესაბამის კატეგორიას. ცოტა ხნის წინ კი გადაწყდა, ამიერიდან ზრდასრულთათვის განკუთვნილი ფილმები ეკონომიის მიზნით გაარჩიოს არა ორმა, არამედ ერთმა ექსპერტმა. ახალმა რეგულაციამ ექსპერტთა აღშფოთება გამოიწვია - გაირკვა, რომ მათ არ სურთ მარტო აღგზნება და ირწმუნებიან, რომ ამგვარი ნაწარმის ადეკვატურ შეფასებას ვერ შეძლებენ.