მამაკაცი განქორწინების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცი განქორწინების შემდეგ

რას გრძნობს მამაკაცი განქორწინების შემდეგ? ტკივილს, იმედგაცრუებას, წუხილს შეცდომისა და დაკარგული წლების გამო, მაგრამ ვინაიდან ტირილი და გულის გადაშლა არ შეუძლია, გრძნობებს ღრმად მალავს, და რაკი ეს გრძნობები ნეგატიურია, შესაძლოა ავადმყოფობაში გადაიზარდოს, ხოლო უარეს შემთხვევაში თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს მამაკაცი. გაყრის შემდეგ ავად გახდომის ალბათობა როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის 3-ჯერ იზრდება; განქორწინებულები 6-ჯერ ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს, ამასთან, მამაკაცებს ქალებზე 3-ჯერ მეტად ემუქრებათ ნერვული და ფსიქოლოგიური გამოფიტვა. უფრო ხშირად აქვთ სუიციდის მცდელობაც. გაყრის შემდეგ ადაპტაციური პერიოდი ზოგჯერ 1-2 წელიწადს გრძელდება, ზოგჯერ - 4 წლამდეც კი. სწორედ აქ უშვებენ მამაკაცები გავრცელებულ შეცდომას: გაყრის შემდეგ მეტისმეტად სწრაფად დაწყებული ახალი ურთიერთობა კრახისთვის არის განწირული და დამატებითი ფსიქოლოგიური ტრავმა მოაქვს. ქალები თავისთავად, ფსიქოლოგების კარნახის გარეშე იღებენ ერთგვარ ტაიმ-აუტს და რამდენიმე თვით, ზოგჯერ რამდენიმე წლითაც კი, ახალი ურთიერთობისგან თავს იკავებენ. ამ ხნის განმავლობაში ისინი გონს მოდიან, წარსულის ტვირთისაგან თავისუფლდებიან და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან. მამაკაცები კი პირიქით იქცევიან - ჯერ წინა დანაკარგის ტკივილი არ განელებიათ, ძველი ჭრილობები არ მოშუშებიათ, რომ ახალ ურთიერთობებში გადაეშვებიან ხოლმე. ბევრი პირველსავე შემხვედრზე ქორწინდება, ოღონდ საკუთარ განცდებთან მარტო არ დარჩეს. ეს ის არის, რასაც გრძნობს ყველა მამაკაცი გაყრის შემდეგ, მაგრამ მათ ქცევაში მაინც შეინიშნება რამდენიმე თავისებურება. ამის მიხედვით ისინი შეიძლება სამ ტიპად დავყოთ. პირველ ტიპს საომარი, ზიზღით აღსავსე პოზიცია უკავია. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ცხოვრება გაურთულონ ყოფილ ცოლს. მეორე ტიპი მშვიდად ხვდება გაყრას. ისინი არც მეგობრობენ ყოფილ ცოლთან, მაგრამ არც ომს უცხადებენ მას; უბრალოდ, ცდილობენ, მის გარეშე გააგრძელონ ცხოვრება. ასეთი მამაკაცები გაცილებით ხშირად ინარჩუნებენ ყოფილ ცოლთან, ბავშვებთან, ყოფილ საერთო მეგობრებსა და ნათესავებთან ნორმალურ ურთიერთობას. მესამე კი ის  ტიპია,  რომელსაც გაყრა ერთგვარად აცოცხლებს და სტიმულს აძლევს. განქორწინების საფრთხის წინაშე ისინი უეცრად გრძნობენ, როგორ უყვართ და სჭირდებათ ცოლი, თუმცა რამის შეცვლა უკვე შეუძლებელია. ასეთი მამაკაცები ხშირად ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობის აღსადგენად, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, თუ ქალს ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი გაყრის აუცილებლობაში. უმეტესად მათი ძალისხმევა ვერაფერს ცვლის.  თითოეული გაყრა წლების და ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაშიც კი მზადდება. მეგობრები და ნათესავები, ჩვეულებრივ, მხოლოდ ამ მოვლენის ფინალურ ტიტრებს ხედავენ და მაშინაც კი, როდესაც გაყრა მათთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს, თავად ცოლ-ქმრისთვის ეს დიდი ხნის განმავლობაში მომწიფებული გადაწყვეტილებაა. არცთუ ისე მნიშვნელოვანია, გაყრის შემდეგ ქცევის რომელ სტრატეგიას აირჩევს მამაკაცი. ნებისმიერ შემთხვევაში, განქორწინებას ის ქალზე მტკივნეულად განიცდის, განურჩევლად იმისა, იმჩნევს თუ არა ამას გარეგნულად.