მამაკაცის ჰიგიენის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ჰიგიენის წესები

ცხვირი. ცხვირიდან გამოჩრილი თმა უსიამოვნო შესახედავია, ამიტომ პინცეტით რეგულარულად მოიშორეთ ბუსუსები.

ყურები. არ დაგავიწყდეთ მათი გამოსუფთავება, სულ ცოტა, კვირაში ორჯერ, ოღონდ ბამბიანი ჩხირით და არა ნეკა თითზე საგანგებოდ წამოზრდილი ფრჩხილით.

სახე. დილა-საღამოს დაიბანეთ პირი თბილი წყლითა და გელით. არ დაგავიწყდეთ წვერის გაპარსვა შხაპისა თუ აბაზანის შემდეგ, რადგან ამ დროს კანი რბილია და გაპარსვაც - გაცილებით იოლი. გაპარსვის შემდეგ წაისვით ანტიბაქტერიული პარსვის შემდგომი საშუალებები და არა ძველთაძველი სპირტიანი ლოსიონი.

კბილები. კბილებიც დილა-საღამოს უნდა გაიხეხოთ. პირის ღრუში წყალი ან სპეციალური ბალზამი ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გამოივლოთ. არ დაგავიწყდეთ სტომატოლოგთან ვიზიტი. ბევრს მისი ხსენებაც კი უფუჭებს გუნებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი კონსულტაციები აუცილებელია.

ხელები. ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილების სისუფთავეს. ბევრი მამაკაცი იკეთებს მანიკიურს და ამაში საძრახისი არაფერია. აუცილებელია ხელების საპნით ბანა საპირფარეშოთი სარგებლობის, სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრაპეზის წინ. მოკლედ, რაც უფრო ხშირად დაიბანთ ხელებს, მით უკეთესი. იღლიები რეგულარულად იბანეთ საპნითა და წყლით. იღლიაში ამოსული თმაც, უმჯობესია, მოიშოროთ, რადგან უსიამოვნო შესახედავიც არის და ძნელი მოსავლელიც.

ფეხები. სისტემატურად იბანეთ. შემდეგ ჩაიცვით სუფთა წინდები. შორისის არე. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ სხეულის ეს მიდამო, განსაკუთრებით - ზაფხულობით. ფაქიზად მოიბანეთ სასქესო ასოს თავი.

ანუსი. ანუსის დაბანაც ყოველდღეა საჭირო. მეტადრე ნუ დაიზარებთ დეფეკაციის შემდეგ.

მამაკაცის ტანის მოვლის საშუალებები დღეს მრავლადაა, მათ შორის - შხაპის გელი, სხეულის ლოსიონი და დეზოდორანტი. შხაპის მიღებისას ტრადიციული საპნის მაგივრად კოსმეტოლოგები შხაპის გელის გამოყენებას გვირჩევენ - ის იცავს კანს გამოშრობისგან, აგრილებს და აცოცხლებს მას, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ჰიდრობალანსის შენარჩუნებას. სხეულის რძე და ლოსიონიც ჯობს ყოველდღიურად გამოიყენოთ. ლოსიონი უნდა წავისვათ მსუბუქი მასაჟით შხაპის ან აბაზანის შემდეგ პირსახოცით შემშრალებულ ტანზე. რაკი მამაკაცის კანი ანთებისაკენ არის მიდრეკილი, კოსმეტოლოგები გვირჩევენ სპირტის შემცველ გამაგრილებელ ლოსიონებს, რომელიც ადეზინფიცირებს, აგრილებს და აცოცხლებს კანს. ცნობილია, რომ მამაკაცები ქალებზე 2-2,5-ჯერ მეტად ოფლიანდებიან. ეს იმიტომ, რომ ძლიერ სქესს თითოეულ ფოლიკულზე მეტი საოფლე ჯირკვალი აქვს. ასე რომ, დეზოდორანტის შერჩევა მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია. მამაკაცის დეზოდორანტები რამდენიმენაირია: ჩვეულებრივი, პარფიუმერიული და ანტიპერსპირანტი. ჩვეულებრივი დეზოდორანტის ფუნქცია ბაქტერიების გამრავლების შეფერხება და ოფლის გამოყოფის შემცირებაა. ასეთი დეზოდორანტები ხშირად შეიცავს სპირტს, რომელიც კანს აღიზიანებს. პარფიუმერიული დეზოდორანტები ანალოგიურად მოქმედებს, თუმცა მათ შემადგენლობაში შედის სურნელოვანი ნივთიერებებიც, რაც მათ სასიამოვნო სურნელსაც ანიჭებს. ანტიბაქტერიული საშუალებების პროცენტული შემცველობა ასეთ დეზოდორანტებში მცირეა და, შესაბამისად, ოფლის უსიამოვნო სუნისგან დიდხანს ვერ იცავს. მამაკაცებმა, რომელთაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ჯობს უსპირტო ჰიპოალერგიული საშუალებები გამოიყენონ. დღეს ყველაზე პოპულარულია ანტიპერსპირანტები. თუთიისა და ალუმინის მარილები მათი ძირითადი კომპონენტებია, რომლებიც საოფლე ჯირკვლებს ახშობს და ამ გზით ხელს უშლის ოფლის გამოყოფას. მათი წასმა შეიძლება მხოლოდ სუფთა, დაბანილ და გამშრალებულ კანზე. არავითარ შემთხვევაში არ წისვათ ანტიპერსპირანტი აბანოში, საუნაში წასვლის ან ვარჯიშის წინ - შესაძლოა საოფლე ჯირკვლების ანთება განვითარდეს. ამ საშულებების სწორად გამოყენება კი ოფლის სუნისგან მთელი დღე-ღამის განმავლობაში გიხსნით.