მამაკაცის პერანგის შერჩევის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის პერანგის შერჩევის წესები

მაშინაც კი, თუ მისი სამსახური არ ითვალისწინებს ოფიციალურ დრეს-კოდს. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მათი გამოყენება: ქორწილი, დაბადების დღე, კორპორაციული საღამო და სხვა. პერანგის არჩევას მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინებით.

როგორ შევარჩიოთ პერანგის ზომა

პერანგის ზომის შერჩევისას უმთავრესია ყელის გარშემოწერილობის გაზომვა. საყელოსა და კისერს შორის მცირე, თითის სისქის დაშორება უნდა იყოს.

თუ მამაკაცს მსხვილი კისერი აქვს, სანტიმეტრნახევრიანი დაშორება მას ვიზუალურად დააგრძელებს. თხელი კისრისთვის ერთსანტიმეტრიანი დაშორება საკმარისი იქნება, რადგან ის მამაკაცის სიგამხდრეს გამოკვეთს.

სახელოს სიგრძის განსასაზღვრად მოხარეთ ხელი იდაყვის სახსარში, იდაყვი კი ჰორიზონტალურად ასწიეთ მხრის დონეზე, წელის პარალელურად. უნდა გაიზომოს მხოლოდ მოხრილი ხელი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ სახელოს მხართან შემაერთებელი ნაკერი ზუსტად მხრის კიდეზე იყოს. თუ ნაკერი ქვემოთ აღმოჩნდება, ე.ი. დიდი ზომის პერანგი შეგირჩევიათ, ზემოთ კი, პირიქით, ზედმეტად პატარა.

პერანგი საკმაოდ გრძელიც უნდა იყოს, იმდენად, რომ კარგად მოთავსდეს შარვალში, დაახლოებით 10 სანტიმეტრით. ასეთ შემთხვევაში ის იდეალურად მორგებული იქნება, არც გიტარის სიმივით დაიჭიმება და ყოველი მოძრაობისას შარვლიდან არ ამოიწევს.

ზომის გარდა, მნიშვნელოვანია პერანგის ტექნიკური მახასიათებლებიც.

საყელო

საყელოს ფორმის სწორად შერჩევით სახის კორექციაც კი შესაძლებელია. ვიწროსახიანებისთვის უმჯობესია მოკლე ან მსუბუქად მომრგვალებულკუთხეებიანი საყელო. სრულ სახეს ძალიან უხდებაკლასიკური საყელო, მოკლე ნიკაპს კი ვიზუალურად გაზრდის დაგრძელებულკუთხეებიანი საყელო, ზედმეტად გრძელ კისერს დაფარავს მაღალი საყელო.

კარგი პერანგის საყელოს უნდა ჰქონდეს პლასტიკატი, რომელიც მას რეცხვისას ფორმის დაკარგვისგან დაიცავს.

პერანგის ფაქტურა

კლასიკური ვარიანტია რბილი ბამბა. ასეთი ფაქტურა სიცხეში”სუნთქავს”, მიმზიდველად გამოიყურება და სასიამოვნო სატარებელია. ბამბის ქსოვილის ნაკლი ისაა, რომ ადვილად იჭმუჭნება.

ზამთრისა და შემოდგომისთვის შესაძლებელია ხელოვნურთან ნარევი ბამბა. ასეთი მასალის მოდელები შესანიშნავი სატარებელია, თითქმის არ იჭმუჭნება, ადვილად ირეცხება და უთოვდება. სუფთა ბამბისგან მისი გარჩევა ძნელია, მაგრამ ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთ პერანგში მამაკაცი თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ იგრძნობს.

ღილები

უმნიშვნელოვანესია ქსოვილის ფერთან ღილების შეხამება და მათი განლაგება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი და სრული მამაკაცის პერანგის შერჩევისას. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი მოძრაობისას, შესაძლოა ქვედა ღილი ქამრიდან გამოძვრეს და მუცელი გაშიშვლდეს.

საყურადღებოა, რომ უკანასკნელი ღილი ქამრიდან 8 სანტიმეტრით ქვემოთ იყოს. ხარისხიანი პერანგის ერთ-ერთი მაჩვენებელი ხელით დამუშავებული საღილეა.

მანჟეტები ძალიან არ უნდა უჭერდეს ხელს, მამაკაცს თავისუფლად უნდა შეეძლოს საათის ნახვა. მანჟეტი პიჯაკიდან 1 სმ-ზე მეტად არ უნდა ჩანდეს. სახელო მაჯას უნდა სცდებოდეს.