პლასტიკური ოპერაციის სახეები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
პლასტიკური ოპერაციის სახეები
პლასტიკური ოპერაციის სახეები
პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე მეთოდები ნაკლის კორექციის არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა. მედიცინის ამ მიმართულების განვითარების დონე არა მარტო პლასტიკის ეფექტს, უსაფრთხო, მყარ შედეგსაც უზრუნველყოფს.


პლასტიკური ოპერაციებით შესაძლებელია შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების გასწორება. ასეთ ოპერაციებს რეკონსტრექციულს უწოდებენ და მათ სამედიცინო ჩვენებით აკეთებენ. ასეთი ჩვენება შეიძლება იყოს ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ონკოდაავადების გამო მასტექტომია და ა.შ.

პლასტიკური ოპერაციების მეორე სახეობაა ესთეტიკური და მოიცავს ჩვენს დროში ფრიად პოპულარულ, გამაახალგაზრდავებელ ოპერაციებს. ასეთი ოპერაციები საკმაოდ სასურველია ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, განსაკუთრებით - საჯარო პროფესიის ადამიანებისთვის (მსახიობები, ტელეწამყვანები, იშვიათად -
პოლიტიკოსები). გარეგნობის ასეთ ცვლილებას, როგორც წესი, არ აფიშირებენ.

პლასტიკური ოპერაციების კიდევ ერთი სახე “იმიჯისთვის” ჩატარებული ოპერაციაა: ტუჩები - ანჯელინა ჯოლისა, ცხვირი - იოჰანსონისა და ა.შ. ასეთ ოპერაციებს არა სამედიცინო ჩვენება, არამედ პაციენტის სურვილი განაპირობებს. მთავარია, გარდასახვის იდეამ არ შთანთქას ადამიანი. გარეგნობის ასეთი “სრულყოფის” ნათელი მაგალითია
მაიკლ ჯექსონი.

პლასტიკური ქირურგის მაგიდამდე მისასვლელად პაციენტმა სრული სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.

ოპერაციამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე უნდა დაეთხოვოს სიგარეტს და ხელი მიჰყოს ჯანსაღ ცხოვრებას, უარყოს მავნე საკვები: ჰამბურგერები, ბუტერბროდები, უნდა მიიღოს ბოსტნეულის წვნიანი, შვრიის ფაფა, რაც ორგანიზმს გაათავისუფლებს შლაკებისაგან და დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება დამოკიდებულია ასაკსა და ოპერაციის სირთულეზე. ტუჩების, ქუთუთოების ან ცხვირის კორექცია დაახლოებით ათი დღით გამოგიყვანთ მწყობრიდან, სახის კანის აჭიმვა კი ჩვეული ცხოვრების რიტმს 3-4 კვირით დაგირღვევთ. თუმცა ეს მაჩვენებლები დამოკიდებულია ორგანიზმსა და რეგენერაციის თავისებურებებზე.

ნებისმიერ პლასტიკურ ოპერაციას თავისი სამედიცინო დასახელება და აღდგენითი პერიოდი აქვს.

ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაციებია:

აბდომინოპლასტიკა - მუცლის კორექცია. ეს ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით. ამ პროცედურით შორდება ცხიმოვანი ჩანართები ან კანის ნაკეცები. შესაძლო გართულებებია - ჰემატომა, ნაკერების დაცილება. აღდგენითი პერიოდი 2-დან 4 კვირამდეა. ეფექტი ერთი კვირიდან რამდენიმე წლამდე ნარჩუნდება, რაც ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

გლუტეოპლასტიკა - პლასტიკური ოპერაციების კომპლექსი, რომელიც ცვლის დუნდულების ფორმასა და მოცულობას. როდესაც ვარჯიში სასურველ შედეგს ვერ იძლევა, დუნდულა კუნთის მოცულობას ზრდიან სილიკონის იმპლანტებით. თუ დუნდულები დაწეულია და მათ ქვეშ ნაკეცები გადასწორებული, სხეულის ეს ნაწილი უნდა აიწიოს.

ბლეფაროპლასტიკა - ქუთუთოებისა და წარბების კორექცია. შესაძლებელი გართულებები პრაქტიკულად არ გააჩნია, უმნიშვნელო სიწითლის გარდა, ისიც დროთა განმავლობაში გაივლის. ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით, ეფექტი 5-10 წელია.

რინოპლასტიკა - ცხვირის ფორმის კორექცია, ცხვირით სუნთქვის აღდგენა. რეაბილიტაციას ერთ კვირამდე სჭირდება. შესაძლებელია თვალების ირგვლივი სილურჯე და ცხვირის შეშუპება. ეფექტი მთელი ცხოვრება ნარჩუნდება.

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარების კორექცია. ნახვევების სრულად მოშორება ერთი თვის შემდეგაა შესაძლებელი. სავარაუდო გართულებებს მიეკუთვნება - ხრტილის ინფიცირება, შეშუპება. ეფექტი მთელი ცხოვრება ნარჩუნდება.

ფეისლიფტინგი - სახისა და კისრის კანის აჭიმვა. ამგვარი ოპერაციის შემდეგ აღდგენითი პერიოდი ერთ თვეს მოიცავს. რამდენადაც ამ პროცედურისას ზიანდება სახის ნერვები, შესაძლებელია კანის მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება. როგორც წესი, ოპერაცია ახალგაზრდობას 7-15 წლით ახანგრძლივებს.

ჰეილოპლასტიკა (ტუჩების პლასტიკა) - პროცედურა, რომელიც ასწორებს ტუჩის ფორმასა და ზომას. გამოცდილი ქირურგები კორექციის ჩატარებისას სახის ამ ნაკვთს გაცილებით მიმზიდველს ხდიან. ტუჩების კონტურული პლასტიკისას ტუჩის კანში, მოცულობის გასაზრდელად და ფორმის კორექციისათვის, შეჰყავთ ფილერები. ეს პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი ნარკოზით და ნაკლები უკუჩვენება აქვს.

ტუჩებში ინექციად სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება:

  • გელის სახის სინთეზური პრეპარატები (სილიკონი);
  • მუცლიდან, დუნდულადან ან ბარძაყიდან აღებული პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილი;
  • ცხოველური ან საკუთარი კოლაგენი;
  • ჰიალურონის მჟავა.

რადგან ადამიანი თავისი გარეგნობისადმი მეტისმეტად კრიტიკულია, როგორი პლასტიკური ოპერაცია სჭირდება, ამას ყველაზე უკეთ სპეციალისტი ურჩევს.
თარიღი : 21-09-2018
Saxis canis gadawimvis pasi ra aris
Saxis kanis gadawimvis pasi ra aris
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
10-09-2018
ბოსტონის სამედიცინო სკოლაში დაადგინეს, რომ ბევრი ადამიანი პლასტიკურ ოპრაციას იკეთებს იმის
20-08-2018
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
11-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, ჩაუნერგეს სასქესო ასოს ბიონიკური პროთეზი. მანჩესტერის
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
კრუზონის სინდრომი - არის გენეტიკური პათოლოგია, რომლის დროსაც ქალას ძვლების ნაადრევად შეხორცების
რუტგერსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ სელფის დროს ცხვირი 30%-ით დიდი ჩანს. ასეთი ეფექტის გამო ადამიანებმა
მკერდის, დუნდულოს და სასქესო ასოს გადიდების სტანდარტული ოპერაციები ნელნელა წარსულში რჩება.
რეკონსტრუქციული ანუ აღმდგენი ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალმხრივი დარგია.

05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით