როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში

საგულისხმოა, რომ საქართველოში ბევრი მიმართავს მას იმისათვის, რომ ჰქონდეს სიმეტრიული სახის ნაკვთები, სასურველი ფორმა მისცეს გარკვეულ ანატომიურ ზონას, მოიშოროს კოსმეტიკური დეფექტები.

გარდა ამისა, ესთეტიკური ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელია ფუნქციური პრობლემების მოცილებაც, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზეც და ქრონიკული დაავადებების განვითარებასაც განაპირობებენ.

როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში, ამ საკითხზე გვესაუბრება კლინიკა “კარაპს მედლაინის” პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი - ალექსანდრე კალანტაროვი.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოში რამდენად ხშირად მიმართავენ ქალები პლასტიკურ ქირურგიას?

- ქართველი ქალები საკმაოდ ხშირად იყენებენ პლასტიკურ ქირურგიას, თუმცა უმრავლესობა მალავს ამას.

- რომელი ასაკიდან შეიძლება იფიქროს ქალმა ვიზუალური პრობლემის ქირურგიულად მოგვარებაზე?

- 16-18 წლის ასაკიდან შეიძლება პლასტიკური ოპერაციების წარმოება. თუმცა არის თანდაყოლილი და ბავშვობაში შეძენილი დეფექტები, რომელთაც სრულწლოვან ასაკამდე სჭირდება სათანადო მკურნალობა.

- პაციენტის სურვილის გარდა, კიდევ რა არის პლასტიკური ოპერაციების ჩვენებები?

- პლასტიკური ოპერაციის ერთადერთი ჩვენება პაციენტის სურვილია.

- რა ხანგრძლივობისაა რეაბილიტაციის პროცესი?

- რეაბილიტაცია ყველა ოპერაციის შემდგომ ინდივიდუალურია და საშუალოდ 2 კვირას მოიცავს.

- საზოგადოდ, რა შეიძლება იყოს პლასტიკური ოპერაციის უკუჩვენება?

- პაციენტის ფსიქიკური ან სომატური ჯანმრთელობის პრობლემა.

- როგორი პლასტიკური ოპერაციები კეთდება სახისა და კისრის არეში?

- ნებისმიერი, რასაც ქალი მოისურვებს.

- შედეგი რამდენად ხანგრძლივია, განმეორებითი ოპერაციის საჭიროება ხომ არ ჩნდება?

- ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება.

- სახის არეზე ოპერაციის შემდგომ რა დრო სჭირდება შედეგს?

- სახეზე პლასტიკური ოპერაციის შედეგისთვის საშუალოდ 1-იდან 12 თვემდეა საჭირო.

- რას გულისხმობს მუცლის პლასტიკა?

- ჭარბი კან-ცხიმოვანი ნაკეცის მოცილებას და მუცლის წინა კედლის მოცულობის შემცირებას.

- რაიმე დამატებითი ღონისძიება ხომ არ სჭირდება პლასტიკური ქირურგიის შედეგის შენარჩუნებას?

- ყოველდღიურად თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრება.

- კიდურების ფორმის საკორექციო ოპერაციები თუ კეთდება?

- დიახ, კეთდება, შესაძლებელია როგორც წვივის, ასევე ბარძაყის კორექცია.

- რა არის გლუტეოპლასტიკა და როდის მიმართავენ მას?

- გლუტეოპლასტიკა დუნდულების პლასტიკაა, როდესაც დუნდულა კუნთი ასაწევია ან გასადიდებელი.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით პლასტიკური ოპერაციის შემდგომ პაციენტებს?

- არ მოწიონ თამბაქო და მოერიდონ მზეს.