პლასტიკური ქირურგიის ოთხი ახალი დაუჯერებელი ოპერაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პლასტიკური ქირურგიის ოთხი ახალი დაუჯერებელი ოპერაცია

ბიკინის ხაზის გათანაბრება

თუ მოდური ჟურნალების ფურცლებზე მოდელი გოგონების ფოტოებს დააკვირდებით, ყურადღებას მიიქცევს ამ ქალბატონების საინტერესო ანატომიური თავისებურება - მათ თითქმის არ აქვთ თეძოს ძვლის წინა ზედაპირის ამობურცულები, რაც ბიკინის ზონას თანაბარსა და მაცდურს ხდის.

ცხადია, უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული შედეგი სურათების ფოტოდამუშავებით მიიღება. სხეულის ეს თავისებურება გოგონებს იშვიათად აქვთ, მაგრამ მათ მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. პლასტიკურმა ქირურგებმა სიამოვნებით დაიწყეს ამგვარი ტრანსფორმირება. ისინი აშორებენ თეძოს ძვლის წინა ნაწილებს, ასწორებენ მას და ბიკინის ხაზი ანომალიურად სწორი ხდება.

მოუცილებელი ღიმილი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოღიმარი ადამიანები უფრო მეტ ნდობას იწვევენ, ვიდრე დაღვრემილები. თუმცა მსოფლიოში ყველაზე ნათელ და დადებით პირებსაც კი უჭირთ მოუცილებელი ღიმილით არსებობა, მით უფრო, რომ ყველას როდი შეუძლია სწორად გაღიმება. მაგალითად, იაპონიაში ამ ხელოვნებას ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ. სამხრეთ კორეაში კი უკანასკნელ ხანს ძალიან პოპულარული გახდა სპეციფიკური პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც გოგონები გუინპლენად (ვ. ჰიუგოს ნაწარმოების “კაცი, რომელიც იცინის” პერსონაჟი) გარდაიქმნებიან. პლასტიკური ქირურგები პირის კუთხეებში, ორივე მხარეს აკეთებენ განაკვეთს, რომ ოპერაციის შემდეგ გოგონას სახეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მუდმივი ღიმილი ჰქონდეს.

კორეელების აზრით, გუინპლენის ღიმილი მათ ევროპელ ქალებს ამსგავსებს.

ენის სადგმელი წონის დასაკლებად

ხშირად ადამიანები მზად არიან გასახდომად დიდი მსხვერპლიც კი გაიღონ. ფიქრობენ, რომ ამ გზით წონას ადვილად დაიკლებენ და შემდეგ ჭამის შეზღუდვით შედეგს შეინარჩუნებენ. თუმცა მსგავსი გმირობა ყველას როდი შეუძლია. შიმშილი ძალიან ახშობს ნებისყოფის გრძნობას.

ლოს-ანჯელესელმა პლასტიკურმა ქირურგმა ნიკოლას ჩუგაიმ უცნაური მეთოდი მოიგონა. ის საკუთარ პაციენტებს სთავაზობს ენაზე სპეციალური სადგმელის დამაგრებას, რომელიც მყარი საკვების მიღებას ზედმიწევნით მტკივნეულ პროცედურად აქცევს. მტკივნეული შეგრძნების გამო ადამიანი თავად ამბობს უარს კალორიულ საკვებზე. ამ დროს ადამიანს შეუძლია მიიღოს მხოლოდ თხევადი საკვები თავად ექიმ ჩუგაის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული დიეტიდან. ამგვარად, ის იღებს დაახლოებით 800 კალორიას დღეში, რაც ჭარბ წონასთან ბრძოლას შედეგიანს ხდის.

ასეთი სადგმელის მუდმივად ტარება არ შეიძლება. მისი მოქმედება ერთ თვეზეა გათვლილი, რის შემდეგაც ის უნდა მოშორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპლანტანტი შეეზრდება ენას. თუმცა, ჩვეულებრივ, ეს ვადა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა წონა დაიკლოს.

ხმის შეცვლა

ბოლო პერიოდში სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გახდა მოდური. სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს კორეელ ქირურგებს ხმის შესაცვლელად. ზოგს ვაჟკაცური, ზოგს კი უფრო ნაზი, ქალური ხმა სურს.

მთელი მსოფლიოს პლასტიკური ქირურგები ადრეც აკეთებდნენ მსგავს ტრანსფორმაციებს. თუმცა მათ ძირითადად ტრანსგენდერები ეტანებოდნენ.

თანამედროვე პლასტიკური ქირურგია ადამიანის ხმაზე უამრავი მანიპულაციის ჩატარების საშუალებას იძლევა. კორეელებთან ამ ოპერაციის პოპულარობის მიზეზი ისაა, რომ მათ ევროპელებთან მსგავსება სურთ. ისინი თვლიან, რომ აზიური ტემბრი უფრო მაღალი, მჭახე და ულამაზოა, ვიდრე ევროპელებისა და ამერიკელებისა.