როგორ დავიბრუნოთ ახალგაზრდობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიბრუნოთ ახალგაზრდობა?

რეკონსტრუქციულ ქირურგიას, ესთეტიკურ ქირურგიასა და მიკროქირურგიას აერთიანებს. გვესაუბრება შპს "ჯი-აი-ენ-ენ" კუზანოვის კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი, პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი.

- ბოლო დროს ძალიან მოიმატა იმ ქალებისა თუ მამაკაცების რიცხვმა, რომელთაც თავიანთი გარეგნობის შეცვლა სურთ. ახალგაზრდა და მოვლილი სხეული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების საწინდარია. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

- ახალგაზრდული გარეგნობის დაბრუნება შესაძლებელია, უწინარეს ყოვლისა, ფეისლიფტინგის საშუალებით. ეს ტერმინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც სახის კანის აწევა. მას, იმისდა მიხედვით, თუ როდის მოგვმართავს ადამიანი, ორი მიმართულება და ორნაირი შედეგი აქვს: 20-25 წლის ასაკში - "რა კარგად გამოიყურები!", 40-45 წლის შემდეგ - "როგორ გაახალგაზრდავდი!"

- რას ნიშნავს ქსოვილების დაბერება?

- ქსოვილების დაბერება ორგანიზმის ბიოლოგიური ცვლილების ბუნებრივი შედეგია. ამ პროცესებს ემორჩილება სახის ანატომიური სტრუქტურებიც: კანი, ლოყების ცხიმოვანი შრე - ეგრეთ წოდებული ბიშას ბალიშები, ზედაპირული კუნთოვან-მყესოვანი სისტემა. ასაკობრივი ცვლილებები უკავშირდება რბილ ქსოვილებზე დედამიწის მიზიდულობის ძალის ზემოქმედებას. სწორედ ამის შედეგია კანის დაშვება წარბების, ზედა და ქვედა ქუთუთოების, თვალების ქვემოთ, ცხვირ-ტუჩის არეში ჩაღრმავებათა წარმოქმნა. კანი კარგავს ელასტიკურობას, ეშვება, კისერზე ჩნდება ჰორიზონტალური ნაოჭები, ქრება ნიკაპ-კისრის კუთხე, ყალიბდება ღაბაბი.

- რომელი ფაქტორები ვნებს კანს და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას?

- სახის რბილი ქსოვილების დაბერება შეიძლება დააჩქაროს:

  • სხვადასხვა სომატურმა დაავადებამ;
  • გარემოს მავნე ფაქტორების (მზის, რადიაციის, ყინვის) ზემოქმედებამ;
  • მავნე ჩვევებმა (სიგარეტმა, ნარკოტიკებმა, ალკოჰოლმა, ხშირმა ღამისთევამ);
  • არასწორმა კვებამ.

მიზეზთა მთელი ამ კომპლექსის ზემოქმედებით ორმოცი წლისთვის ყალიბდება მიმიკური ნაოჭები, იცვლება სახის ოვალი, ეშვება კუნთები და უკვე პროფესიონალი კოსმეტოლოგის ჩარევაც კი უშედეგოა. აი, ამ შემთხვევაში გახლავთ ნაჩვენები სახის კანის აწევა - ფეისლიფტინგი.

- რის საშუალებას იძლევა ეს მეთოდი?

- ოპერაციის დროს ერთდროულად შეიძლება განხორციელდეს:

  • კანისა და ფასციების დაჭიმვა;
  • ლიპოსაქცია - კისრიდან ზედმეტი ცხიმის მოშორება;
  • ლიპოსკულპტურა - ცხიმის გადატანა საჭირო ადგილას.

გარდა ამისა, ფეისლიფტინგი დაშვებული ქუთუთოების პლასტიკის, ტუჩების დაბერვის საშუალებასაც იძლევა და, რაც მთავარია, - კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, - ეს ყველაფერი ხდება ერთი ოპერაციული ჩარევის დროს.

- როგორ ამზადებთ პაციენტს საოპერაციოდ და რამდენად სარისკოა ასეთი ჩარევა?

- ისევე, როგორც ყოველგვარ სამედიცინო მანიპულაციას, გარკვეული რისკი ამ ოპერაციასაც ახლავს თან - მედიცინა ხომ ასპროცენტიან გარანტიას არ იძლევა. ამის შესახებ ოპერაციამდე ვაცნობებთ პაციენტს და მისგან ვიღებთ წერილობით თანხმობას. ეს არის ოფიციალური კონტრაქტი სამედიცინო დაწესე-ბულების პერსონალსა და პაციენტს შორის.

მოსამზადებელი პერიოდი ასეთია:

  • პაციენტმა ოპერაციამდე 2 კვირით ადრე უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მედიკამენტის მიღება, რომელიც კი სისხლის შემადედებელ სისტემაზე მოქმედებს. ასეთებია ასპირინი და მისი შემცველი პრეპარატები;
  • ერთი დღით ადრე უნდა მოაწყოს განტვირთვის დღე ანუ მიიღოს მხოლოდ მსუბუქი საკვები, ისიც - მცირე ულუფებით;
  • ოპერაციის დღეს არაფერი შეჭამოს და დალიოს;
  • ოპერაციის წინა დღეს მივიდეს კოსმეტოლოგთან და სახის კანი გაისუფთაოს.

რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, მათ საჭიროებისამებრ ინდივიდუალურად არჩევენ პლასტიკური ქირურგი და ანესთეზიოლოგი. აუცილებლად ტარდება გამოკვლევა აივ ინფექციასა და ჩ ჰეპატიტზე.


- რას გვეტყვით თვით ოპერაციის შესახებ?

- ვეცდები, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის გასაგებად ავხსნა: როდესაც ოპერაცია ტარდება სახის ზემო მესამედში, გამოიყენება ენდოსკოპიური ფეისლიფტინგი. ყველა ქირურგიული მანიპულაცია ტარდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ენდოსკოპიით. იგი გაივლის კანქვეშ 4-5 მიკროგანაკვეთის საშუალებით. ეს განაკვეთები 1-2 სმ დიამეტრისაა და თავის თმიან ნაწილზე კეთდება.

- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დადგა არანაკლებ მნიშვნელოვანი - ოპერაციის შემდგომი პერიოდი. როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ამ დროს?

- მიღწეულის შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია და არა მარტო პაციენტისთვის, არამედ თვით პლასტიკური ქირურგისთვისაც. ამისთვის პაციენტს 2-7 დღით ვტოვებთ სტაციონარში. გარდა ამისა, ოპერაციის შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში მან უნდა ატაროს სპეციალური კომპრესიული ნიღაბი.

ოპერაციის შემდგომი შეშუპება პიკს აღწევს მეორე-მესამე დღეს, შემდეგ კი თანდათან ცხრება და კვირის ბოლოსთვის გაივლის. ეს ლიმფის მოძრაობის დარღვევით აიხსნება. ლიმფოდრენაჟის აღდგენა ხდება სპეციალური აპარატით.

თავის დაბანა ოპერაციიდან ოთხი-ხუთი დღის შემდეგ შეიძლება, თმის შეღებვა - ძაფების მოხსნის შემდეგ, ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ კი ადამიანს შეუძლია, სამუშაოს დაუბრუნდეს.

თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში არ შეიძლება მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

სამი-ოთხი კვირის შემდეგ სასურველია ლიმფოდრენაჟული მასაჟი. მანამდე კი სახის მასაჟი უკუნაჩვენებია.

გარდა ამისა, პაციენტებს ვურჩევთ:

  • უარი თქვან სიგარეტზე. იგი სახის კანისა და სისხლძარღვების მტერია.
  • დიდხანს ნუ გაჩერდებიან მზეზე, ერიდონ მის პირდაპირ სხივებს. თავი შეიკავონ სოლარიუმში გარუჯვისგან.
  • თვეში ერთხელ ჩაიტარონ შესაბამისი მანიპულაციები (კანის გაწმენდა, მასაჟი და სხვა) კვალიფიციურ კოსმეტოლოგთან.

გახსოვდეთ:

ფეისლიფტინგი საშუალებას იძლევა, გამოიყურებოდეთ ასაკთან შედარებით შვიდი-რვა წლით ახალგაზრდად. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კანის საწყის მდგომარეობაზე, თანაარსებულ დაავადებებზე, მავნე ჩვევებსა და ცხოვრების წესზე. იმავე ფაქტორებზეა დამოკიდებული შედეგის ხანგრძლივობაც.

- რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება ფეისლიფტინგის პროცედურის გამეორება?

- განმეორებითი ფეისლიფტინგი შეიძლება ჩატარდეს ხუთი-ათი წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, პლასტიკურ ქირურგთან შეთანხმებით. არსებობს პროცედურების მთელი წყება, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მიღებული შედეგის დიდხანს შენარჩუნება. ეს პროცედურებია მეზოთერაპია, ფოტოგაახალგაზრდავება, ლიმფოდრენაჟული მასაჟი, ნიღბები. დასასრულ კი გეტყვით, რომ არასოდეს არის გვიანი საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. მხოლოდ ერთს გირჩევთ: დაიწყეთ სხეულის სხვა ნაწილების კორექციით, სახე კი ბოლოსთვის მოიტოვეთ.