/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პლასტიკური ქირურგია

რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში

ბევრს მიაჩნია, რომ სილამაზის ძიება ადამიანმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო. სინამდვილეში ეს ფენომენი ისევე ძველია, როგორც ადამიანთა მოდგმა. გარეგნობის გასაუმჯობესებელი ქირურგიული პროცედურებიც კი არ არის ჩვენი დროის გამოგონება.

ადამიანები ერთმანეთს პირველ რიგში გარეგნობით აღვიქვამთ და ვაფასებთ, ამიტომ პლასტიკურმა ქირურგიამ ჩვენს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და პოზიტიური როლი შეასრულა მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში. როგორ უყურებენ საქართველოში მედიცინის ამ დარგს და რამდენად ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, ამის შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი.

  • ყველაზე ხშირად რა სახის პლასტიკური ოპერაციები კეთდება თქვენს კლინიკაში?

mkurnali.ge- არსებობს საყოველთაო ტენდენცია. 5-6 წლის წინ მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, ყველაზე ხშირად ლიპოსაქცია კეთდებოდა, ბოლო ხანებში კი ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია რინოპლასტიკა - ცხვირის ოპერაცია. ასიდან 70 შემთხვევაში რინოპლასტიკას ქალები იკეთებენ.

მეორე ადგილს დღესაც ლიპოსაქცია იკავებს. სიმსუქნე მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა, რაც განპირობებულია კვების რეჟიმის ცვლილებებით, სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებით, ცხოვრების უმოძრაო წესით. საზოგადოების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემები უფრო და უფრო მეტად იჩენს თავს. დღეს ბევრი ქალი უზის საჭეს, სამუშაოც მეტწილად მჯდომარე აქვთ...

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბოლო ხანს თბილისში მოიმატა მკერდის პლასტიკური ოპერაციების რიცხვმა. წინათ ამ პრობლემას ქალები ყურადღებას არ აქცევდნენ, ან შესაძლოა აქცევდნენ კიდეც, მაგრამ არა იმდენად, რომ მის გალამაზებაზე ეზრუნათ, ახლა კი უამრავი ქალი იკეთებს მკერდის ოპერაციას. რა ოპერაციაა ეს? პირველ ყოვლისა, მკერდის გადიდება. ამისთვის ვიყენებთ ახალი თაობის, მაღალი ხარისხის სილიკონის ენდოპროთეზებს, რომლებსაც ძალიან ცოტა, სულ სამი კომპანია უშვებს - ორი ამერიკული და ერთი გერმანული. მთელ მსოფლიოში სწორედ მათ პროდუქციას მოიხმარენ.

მეორე ადგილზე დგას მკერდის ლიფტინგი ანუ აწევა, მესამეზე - მკერდის დაპატარავება.

  • გავრცელებულია შეხედულება, რომ სილიკონის პროთეზები კიბოს იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ ასოს ზევით ბოქვების მიდამოში მაქვს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილები და რამაინტერესებს სწორი კვებით და ვარჯიშით შესაძლებელია გამიქრე მაგადგილას ზედმეტი ცხიმი და სუსტებს როგორც აქვან მაგადგილას ისე მქონდეს ? ლიპოსაქციის ჩარევის გარეშე ? ასო არმიჩანს მაგის გამო გამოკვეთილად მაგის გამო მაინტერესებს</p>

- 5 წლის წინ ამერიკაში გამოიკვლიეს 2000 ქალი, რომელთაგან არც ერთს არავითარი პლასტიკური ოპერაცია არ ჰქონდა გაკეთებული და ამდენივე ქალი, რომელთაც სხვადასხვა დროს მკერდის იმპლანტაცია ჩაუტარდათ. იმ ქალებს შორის, რომელთაც პროთეზები ჰქონდათ იმპლანტირებული, პირველ სტადიაში მყოფი სიმსივნე 2%-ით ნაკლებს აღმოაჩნდა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სილიკონი კიბოსგან იცავს. უბრალოდ, ასეთი ქალები უფრო ხშირად დადიან მამოლოგთან და იტარებენ გამოკვლევას. თანაც იმპლანტაციას რამე კავშირი რომ ჰქონდეს სიმსივნური პროცესის განვითარებასთან, კომპანიები, რომლებიც სილიკონის ენდოპროთეზებს უშვებს, უბრალოდ დაიხურებოდა.

  • რამდენ ხანს ძლებს იმპლანტანტი მკერდში?

- იმპლანტანტის მწარმოებელი კომპანიები თავიანთ პროდუქციაზე მუდმივ გარანტიას იძლევიან, მაგრამ იმპლანტაციის შემდეგ ყველაფერი ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული. მე მინახავს 25 წლის პროთეზი, რომელიც ქალს არავითარ პრობლემას არ უქმნიდა.

  • რამდენად ხშირია შეუთავსებლობა?

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შევინარჩუნოთ პლასტიკური ოპერაციით მიღებული შედეგები ხანგრძლივად
ტუჩების გადიდების მარტივი გზა სახლის პირობებში - ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს

- მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, შეუთავსებლობა ასიდან დაახლოებით 1 შემთხვევაშია მოსალოდნელი. თუ ქალი ერთ თვეში არაფერმა შეაწუხა, ესე იგი, გართულებები გამორიცხულია. თუ 2-3 კვირაში გაჩნდა შეშუპება, სიცხემ 40 გრადუსამდე აიწია, მკერდში დაგროვდა ჩირქისმაგვარი სითხე, ეს იმას ნიშნავს, რომ პროთეზი უნდა ამოვიღოთ.

  • როგორია გარანტია ლიპოსაქციის დროს და საჭიროა თუ არა პროცედურის შემდეგ დიეტის დაცვა?

- შეცდომაა, თუ ფიქრობთ, რომ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ თავის მოვლა საჭირო არ არის. სწორედ რომ პირიქით - ქალმა ამგვარი პროცედურის შემდეგ ერთიორად უნდა მოუაროს თავის თავს. ვთქვათ, გაიკეთა სახის გადაჭიმვა და არაჩვეულებრივი შედეგი მიიღო, მერე კი დაიწყო სიგარეტის წევა, მიატოვა კოსმეტოლოგთან სიარული, არ მოუარა კანს, რომელსაც ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორიც სხვა ორგანოებს... სულ რაღაც 3 წლის შემდეგ შედეგი აღარ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, საპირისპირო შემთხვევაში კი ეფექტი 10-15 წელს გაგრძელდება. ამის შემდეგ ორგანიზმი ბერდება და კორექციების შეტანა შესაძლოა საჭიროც გახდეს. რაც შეეხება ლიპოსაქციას: ზოგიერთ ადგილას ჭარბი ცხიმის დაწვა და მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გზა ოპერაციული ჩარევაა. შემდგომში ამ ადგილებში ნაკლები ცხიმი გროვდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ 2,5 კილოს მოიმატებთ, არაფერი შეგეტყობათ. ქალმა თავის თავს უნდა მოუაროს და პლასტიკურ ქირურგებს ნამუშევარი წყალში არ ჩაუყაროს.

  • ასაკობრივი შეზღუდვები თუ არის პლასტიკურ ქირურგიაში?

- რა თქმა უნდა, არის. მაგალითად, არ შეიძლება რინოპლასტიკის ჩატარება 18-19 წლამდე. შესაძლოა, 15 წლის ასაკში გაკეთდეს ცხვირის ოპერაცია და მივიღოთ გადასარევი შედეგი, მაგრამ ზრდის პროცესში ცხვირიც გაიზარდოს და ფორმა დაკარგოს. რაც შეეხება ზედა ზღვარს, პირადად მე 50 წლის ზემოთ რინოპლასტიკა არ გამიკეთებია. სახის დაჭიმვა კი სწორედ ასაკოვან ადამიანებს სჭირდებათ, ამიტომ 70 წლის პაციენტებიც კი მყოლია.

  • ბოლო დროს მოდური გახდა ტუჩების დაბერვა...

- მე ამას ოპერაციად არც კი მივიჩნევ. ის სულ რაღაც 15 წუთში კეთდება. არსებობს როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო გელები და ისეთებიც კი, რომელთა შეყვანაც ტუჩში საერთოდ არ შეიძლება. მაგალითად, ტუჩთავსებადი გელი 1 წლის შემდეგ გაიწოვება, თავისუფალი სილიკონი კი დიდხანს რჩება და როდის რა მოუვა ადამიანს, ძნელი სათქმელია.

  • მაინც რა შეიძლება მოუვიდეს?

- კიბოს არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა გადაინაცვლოს ზემოთ, ქვემოთ ან ლოყაზე და გამოიწვიოს ანთებითი პროცესი, შეშუპება, მტკივნეული შეგრძნებები, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე _ სილიკონის მიგრაციის გამო ტუჩის ცალი მხარე შესაძლოა გადიდდეს, მეორე კი პატარა დარჩეს. განვითარებულ ქვეყნებში ეს გელი ხმარებიდან ამოღებულია, ჩვენში კი, სამწუხაროდ, მას დღემდე იყენებს ზოგიერთი ქირურგი, ვინაიდან მასალა ძალიან იაფია.

  • გელის გაწოვის შემდეგ ტუჩი პირვანდელ სახეს იბრუნებს?

- ტუჩის კანი და ლორწოვანი იმდენად ელასტიკურია, რომ გამორიცხულია, ფორმა დაკარგოს.

  • ამრიგად, თუ ქალი ტუჩის პლასტიკის შედეგით კმაყოფილია, ეს პროცედურა ყოველ წელიწადს უნდა გაიმეოროს?

- მართალი ბრძანდებით. ხარისხიანი გელების ღირსება ის არის, რომ თუ შედეგი არ მოგეწონათ, რამდენიმე თვეში თქვენი ტუჩები პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. სილიკონის გაწოვა კი, როგორც გითხარით, არ ხდება. ან უნდა შეეგუოთ, ან ქირურგიული გზით მოიცილოთ.

  • საჭიროა თუ არა რეაბილიტაცია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ?

- რეაბილიტაცია საჭიროა ყველა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, მათ შორის - პლასტიკური ოპერაციის შემდეგაც, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში ცდილობენ, მისი ხანგრძლივობა მინიმუმამდე დაიყვანონ. თანამედროვე ადამიანი საკუთარი თავისთვის თითქმის ვეღარ იცლის, ამიტომ ცდილობენ, ოპერაციები ნაკლებად ტრავმული იყოს. ადრე თუ დაჭიმვის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი 10-12 დღე იყო, დღეს პაციენტს 3 დღეში ვუშვებთ შინ. რინოპლასტიკაც, რომელიც წინათ ძალიან ტრავმული ოპერაცია გახლდათ, დღეს თითქმის უმტკივნეულოა. აქვე გეტყვით, რომ ცხვირის ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიით აღარ ვეკეთებთ - ჯერ ერთი, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა, მეორეც, ძვლის გასაყუჩებლად საჭიროა ანალგეტიკის ძალიან დიდი დოზის შეყვანა, რაც შეშუპებასა და სილურჯეებს იწვევს. ნარკოზის დროს ეს პრობლემა აღარ დგება. ბევრი ლიპოსაქციის შემდეგ მეორე დღესვე გადის სამსახურში.

  • რა შეიძლება იყოს პლასტიკური ოპერაციის უკუჩვენება?

- უკუჩვენება ძალიან ბევრია. მკერდის პლასტიკის მსურველს აუცილებლად ვუტარებთ მამოლოგიურ კონსულტაციას. საზოგადოდ, პლასტიკური ქირურგისა და მამოლოგის თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია. მამოლოგმა უნდა შეისწავლოს მკერდი და დაადგინოს ჩვენების ხარისხი. თუ პათოლოგია აღინიშნება, შესაძლოა, ოპერაციაზე ერთად შევიდეთ - ჯერ მამოლოგმა გააკეთოს თავისი საქმე, შემდეგ კი პლასტიკურმა ქირურგმა. მაგალითისთვის, თუ პაციენტს აღმოაჩნდა ფიბროადენომური კვანძი და ის არ ამოიკვეთა, შესაძლოა, სიმსივნეში გადაიზარდოს. უკუჩვენებას უმთავრესად სისხლის ანალიზი განსაზღვრავს. მაგალითად, დაბალი ჰემოგლობინი ან მაღალი ლეიკოციტოზი. დიაბეტის შემთხვევაში საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია - ვიდრე სისხლში გლუკოზის დონე არ მოწესრიგდება, ოპერაციას ვერ გავაკეთებთ. არის შემთხვევები, როდესაც პლასტიკური ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება. მაგალითად, ორსულობა.

  • რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქეებისთვის პლასტიკური ოპერაციები?

- ჩვენთან საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან, რადგან საქართველოში პლასტიკური ოპერაციები უცხოეთთან შედარებით ძალიან იაფია. იმპლანტანტს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ფასი აქვს. ქირურგის ანაზღაურება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები კი დასავლეთში ჩვენი ქვეყნისას გაცილებით აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით სასაცილოდ დაბალი ფასებია.

კომენტარები (7)
mari
gamarjobat..sakeisros shemdeg dzalian gamifuchda muclis forma..minda mocileba am defektis da normalur pirvandel formashi chayeneba,,gtxovt mitxrat ra tanxebs moicavs es plastikuri operacia..gmadlobt...
თარიღი : 26-04-2018
ნატალია
ბევრია ჩემს ირგვლივ კუზანოვის მიერ რინოპლასტიკით ,,გალამაზებული" ქალები.
თარიღი : 06-10-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მკერდის პლასტიკა
მკერდის პლასტიკა
ძნელია იპოვო ქალი, რომელსაც არ სურს უფრო მეტად გალამაზება. მსოფლიოში უამრავი ქალი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაცია მკერდის პლასტიკაა.
სრულად
რა ასაკში სჯობს ყურების პლასტიკა?
რა ასაკში სჯობს ყურების პლასტიკა?
პლასტიკურ ან ყბა-სახის ქირურგთან დაკავშირების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ყურის ნიჟარის არასასურველი ფორმა.
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ პლასტიკური ოპერაციით მიღებული შედეგები ხანგრძლივად
როგორ შევინარჩუნოთ პლასტიკური ოპერაციით მიღებული შედეგები ხანგრძლივად
პლასტიკური ოპერაციის ეფექტის მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად საჭიროა რამოდენიმე წესის დაცვა:
სრულად
ბლეფაროპლასტიკა აკრძალულია თვალის სიმშრალის, მომატებული წნევის, გულის პრობელემების, შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს

ბლეფაროპლასტიკა ქუთუთოების ქირურგიული კორექციაა,
სრულად
ფოლიუმის მჟავის უკმარისობა, სტრესული ფაქტორები და სხვა - რა განაპირობებს გენის მუტაციას, რომელიც კურდღლის ტუჩის განვითარებაზეა პასუხისმგებელი

რამდენად საშიშია ეს დაავადება და რატომ იბადებიან ბავშვები კურდღლის ტუჩით?
სრულად
„პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია -  ჯანმრთელობა და სილამაზე“

„მკურნალის“ თვის ექიმი გახლავთ ნოდარ ბრუნჯაძე -  თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები