რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
როგორ ტარდება თმის გადანერგვა და რა უკუჩვენებები აქვს
როგორ ტარდება თმის გადანერგვა და რა უკუჩვენებები აქვს

გვესაუბრება საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიისა და ტრიქოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრის "ჰეალაინ ინტერნეიშნლის" დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი.

- დაგვეთანხმებით, თმის ცვენა ჩვენში იშვიათი არ არის. რა იწვევს მას და რამდენად აქტუალურია საზოგადოდ ეს პრობლემა?
- თმის პათოლოგიური ცვენა არის მდგომარეობა, როცა ადამიანს თმა სცვივა თმის ფოლიკულის დაზიანების შედეგად. ასეთი თმის ცვენა შესაძლოა ლოკალიზებული იყოს თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, სხეულზე. მედიცინაში ამ მდგომარეობას ალოპეციას უწოდებენ. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და

სიმელოტეს ნიშნავს.

ტერმინი "ალოპეცია" გამოიყენება როგორც თმის საფარველის მასიური კარგვის შემთხვევაში, ასევე თმის ცვენის ყოველდღიური ფიზიოლოგიური ნორმის გადაჭარბების დროსაც.  აღსანიშნავია, რომ თმის 50%-ზე ნაკლების დაკარგვა გარეგნულად შეუმჩნეველი რჩება, უფრო მეტის დაკარგვისას კი აშკარა ხდება თმოვანი საფარველის ცვლილება. ალოპეცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში

გამელოტება მამაკაცთა 50%-ს აღენიშნება. 40 წლისთვის თმის ცვენა შესამჩნევია ქალთა 40%-ში, ალოპეცია კი 30 მილიონ ქალს აქვს. თმის ცვენას უჩივის 18-დან 29 წლამდე ასაკის მამაკაცების 16% და 40-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცების 53%. წლების წინათ გამელოტება დაავადებად არ მიიჩნეოდა, სადღეისოდ კი დადგენილია, რომ ის არის პათოლოგიური პროცესი, რომელსაც ხშირად საფუძვლად უდევს თმის ფოლიკულის პათოლოგიური გადაგვარება სრულ ატროფიამდე. ალოპეცია სხვადასხვა სახისაა. მიზეზის კვალობაზე განასხვავებენ ანდროგენეტიკურ, დიფუზურ, ბუდობრივ და ნაწიბუროვან ალოპეციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანდროგენეტიკური ალოპეცია ალოპეციის უმთავრესი სახეობაა. დადგენილია, რომ მამაკაცთა ალოპეციის 95% სწორედ მის წილად მოდის, ქალებში კი 50 წლისთვის ანდროგენეტიკური ალოპეციის სიხშირე 25%-ია. მას ქალთა პოპულაციაში მამაკაცური ტიპის თმის ცვენას უწოდებენ. ანდროგენეტიკური ალოპეცია განპირობებულია ორი ეტიოლოგიური ფაქტორის შერწყმით. ეს ფაქტორებია ანდროგენები - მამაკაცური სასქესო ჰორმონები - და გენეტიკური განწყობა. სწორედ მათი ურთიერთთანხვედრა ქმნის გამელოტების მექანიზმს. ერთ-ერთი მათგანის არარსებობისას ანდროგენეტიკური ალოპეცია არ ვითარდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია  ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან ცნობილი ფაქტი - საჭურისები არ მელოტდებიან. ანდროგენული ალოპეციის მიზეზად მიიჩნევა მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი ზემოქმედება თმის იმ ფოლიკულებზე, რომლებიც შუბლისა და თხემის მიდამოებშია განლაგებული (ეს ეგრეთ წოდებული ანდროგენდამოკიდებული ზონაა). ანდროგენების მიმართ მგრძნობიარე ეს ფოლიკულები თანდათან პატარავდება, კანის ზედაპირისკენ მიიწევს, კარგავს ჯანმრთელი თმის წარმოქმნის უნარს, ატროფირდება, საბოლოოდ კი გაიწოვება და მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონი ყველა მამაკაცს აქვს, თმის ცვენა ეწყებათ მხოლოდ გენეტიკურად განწყობილ პირებს. დადგენილია, რომ თმის ცვენა მემკვიდრეობით გადაეცემა როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან.


- მკითხველმა შესაძლოა იფიქროს, რომ სიმელოტე მამაკაცური ძლიერების, მაღალი პოტენციის ნიშანია...
- ხაზგასმით ვამბობ: ასე არ არის. ანდროგენეტიკური ალოპეცია არ უკავშირდება ანდროგენების სიჭარბეს. გენეტიკური განწყობის შემთხვევაში ანდროგენეტიკური თმის ცვენა მამაკაცური სასქესო ჰორმონების ნორმალური დონის ფონზეც კი ვითარდება. ალოპეციასა და მამაკაცის პოტენციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.


- რა თავისებურებებით გამოირჩევა თმის ცვენა ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს?
- ანდროგენეტიკური ალოპეცია მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პროცესია. ის ნელა იწყება. ზოგჯერ განუწყვეტლივ პროგრესირებს, ზოგჯერ ტალღისებურად, გამწვავებებით მიმდინარეობს. პროცესის ხანგრძლივობა ერთიდან რამდენიმე ათეულ წლამდე მერყეობს და თავზე თმის უდიდესი ნაწილის, ხშირად მთელი 80%-ის დაკარგვით სრულდება. ანდროგენეტიკური ალოპეციის დაწყების ძირითადი ნიშნებია თმის ცხიმიანობის მომატება (სებორეა), შუბლ-თხემის არეში, ანდროგენდამოკიდებულ ზონაში, არსებული თმის გაბაცება, დაწვრილება და ზრდის შენელება (შესამჩნევია მისი ნელი ზრდა იმ თმასთან შედარებით, რომლითაც დაფარულია კეფისა და საფეთქლის მიდამოები - ანდროგენდამოუკიდებელი ზონა). გავრცელებისა და პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ალოპეციის რამდენიმე ტიპს, მაგრამ მათი დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანს და მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება. თმის ცვენა შესაძლოა დაიწყოს შუბლ-თხემის არიდან, რასაც დამახასიათებელი სამკუთხედების წარმოქმნა მოჰყვება. შესაძლოა, თმოვანი საფარი თავდაპირველად თავის ცენტრში შეთხელდეს... თუმცა არსებობს ერთი საერთო კანონზომიერება, რომელმაც თმის ტრანსპლანტოლოგიას დაუდო საფუძველი: ანდროგენეტიკური ალოპეციის უკანასკნელ სტადიაშიც კი კეფასა და საფეთქლებზე ჭარბად რჩება ჯანმრთელი თმა. ამ არეებში თმის ფოლიკული მდგრადია ჰორმონული ზემოქმედების მიმართ, აქ გამელოტების მექანიზმი არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ გამოიყენება გადასანერგად კეფისა და საფეთქლის არეების თმა, ხოლო ამ მიდამოს მუდმივი თმების ზონას უწოდებენ.


- რამდენად აქტუალურია ანდროგენეტიკური ალოპეცია ქალებში, რა ახასიათებს ასეთ თმის ცვენას?
- ანდროგენეტიკური ალოპეცია ქალებს შორისაც გვხვდება, თუმცა ტერმინი "ანდროგენეტიკური" მასთან მიმართებით იშვიათად გამოიყენება - როგორც აღვნიშნეთ, მას ქალის მამაკაცური ტიპის თმის ცვენას უწოდებენ. ამ დროს ალოპეციის გამომწვევ ორ ზემოხსენებულ ფაქტორთან ერთად მოქმედებს სხვა მექანიზმებიც. ქალის მამაკაცური ტიპის თმის ცვენას განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. ცვენა თხემის მიდამოდან იწყება, თმის წინა ხაზი კი ნაკლებად ზიანდება. თმის ცვენის ერთ-ერთი პირველი ნიშანია თმის გამყოფის ხაზის (თუ ქალს თმა აქვს გადაყოფილი) გაფართოება.


- რა არის დიფუზური ალოპეცია, რა ახასიათებს მას?
- დიფუზური ალოპეცია სიმპტომური ალოპეციაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თმის ცვენა ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებს, ჰომეოსტაზის დარღვევას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ პაციენტს აქვს ესა თუ ის დაავადება ან ნორმიდან გადახრა, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი ალოპეციაა. დიფუზური ალოპეცია ქალებში თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს თმოვანი საფარველი მთელ თავზე თხელდება. დიფუზური ალოპეციის მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ რკინის დეფიციტი, ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, საკვერცხის პოლიკისტოზი), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, სტრესი, ქირურგიული ჩარევა, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტი - ცნობილია, რომ თმის ცვენა 300-მდე პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს. ამრიგად, დიფუზური ალოპეციის დროს თმის ცვენა მარტოოდენ ფოლიკულის პრობლემაზე არ მიუთითებს - ის ორგანიზმში არსებული ზოგადი პრობლემის გამოხატულებაა.



თარიღი : 03-10-2017
lado
romel klinikas mirchevt? sad mkurnaloben shedegianad da sauketesod?
თარიღი : 23-05-2015
lika kvijinadze
რომელი კლინიკაა ეს სად მდებარეობს ?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მამაკაცებისგან განსხვავებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან თმის ცვენა ლოკალურ ხასიათს შედარებით
14-06-2018
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
05-04-2018
თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას ნაყენი

თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი:
05-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კრუზონის სინდრომი - არის გენეტიკური პათოლოგია, რომლის დროსაც ქალას ძვლების ნაადრევად შეხორცების
რუტგერსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ სელფის დროს ცხვირი 30%-ით დიდი ჩანს. ასეთი ეფექტის გამო ადამიანებმა
მკერდის, დუნდულოს და სასქესო ასოს გადიდების სტანდარტული ოპერაციები ნელნელა წარსულში რჩება.
რეკონსტრუქციული ანუ აღმდგენი ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალმხრივი დარგია.

ძუძუს კიბოს რადიკალური ქირურგიული მკურნალობის - მასტექტომიის (“მასტოს” ბერძნულად ძუძუს ნიშნავს, “ექტომ” – მოკვეთას) შედეგად სარძევე ჯირკვლის დაკარგვა ქალისათვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა.

პლასტიკური ქირურგია ესთეტიკური მედიცინის პოპულარული მიმართულებაა და აქტიურადაც ვითარდება.
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის