„სამედიცინო საუბრები ესთეტიკაზე“ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
„სამედიცინო საუბრები ესთეტიკაზე“
„სამედიცინო საუბრები ესთეტიკაზე“
14-15 იანვარს, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში", ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ საინფორმაციო მხარდაჭერით, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ესთეტიკური მედიცინის სფეროს მსოფლიოს წამყვანი სპიკერების კონფერენცია გაიმართება. სხვადასხვა ქვეყნის ამ დარგის სპეციალისტები ერთმანეთს, ერთ სივრცეში გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. კონფერენციზე, სახელწოდებით „სამედიცინო საუბრები ესთეტიკაზე“ (MEDICAL TALKS IN AESTHETICS) გვესაუბრება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამედიცინო სკოლის დეკანი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ქირურგი ილია მესხი:

- მრავალ კონფერენციაზე მონაწილეობის და ორგანიზატორად ყოფნისას დავინახე, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მონაწილეები პრაქტიკულად ახმოვანებენ რომელიმე კომპანიისთვის სასურველ ინფორმაციას. დიდ, კლასიკურ მედიცინაში ეს მიდგომა მეტ-ნაკლებად დამარცხდა.
დღეს, ესთეტიკაში შეიძლება ითქვას, 30% მედიცინაა, 70% კომერცია. ჯერ კიდევ ზაფხულში, გადავწვიტეთ გაგვეკეთებინა პირველი ექსპერიმენტი. ჩვენი მოწვეული სპიკერები საერთოდ არ ახსენებდნენ კომპანიას ან ბრენდს. საუბრობდნენ მხოლოდ ნივთიერებაზე, მეთოდებზე, რომელიც ემყარება გამოცდილებას, ჰაიდლაინებსა და კვლევების შედეგებს. ეს რიგით მეორე კონფერენციაა. პირველმა მცდელობამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

- ვინ
იყვნენ თქვენს პირველ კონფერენციაზე მოწვეულები?

- მოწვეული გვყავდა ექიმი-დერმატოლოგი, რომელიც თავისი ყოველდღიური პრაქტიკიდან, მხოლოდ 10% უთმობს ესთეტიკურ მედიცინას. თავად მქონდა მოხსენება აკნეს ნაწიბურების ქირურგიული მკურნალობის მეთოდებსა და საშუალებებზე, იყო სამედიცინო საუბრები. კონფერენციას დაესწრო 40 ადამიანი, რაც პირველი მცდელობისთვის ცუდი მაჩვენებელიარ იყო.
ახლა ჩამოგვყავს საერთაშორისო სპიკერები დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან. ყველა მათგანი ექიმია, რომელიც თავისი მოღვაწეობის ნახევარზე მეტს საექიმო საქმიანობას უთმობს და ესთეტიკურ მედიცინაშიც საკმაოდ ცნობილები არიან. ისინი დათანხმდნენ ამ საინტერესო წამოწყებას, რადგან მათაც სიამოვნებთ თავისუფლება, არავინ ავალდებულებთ წაიკითხონ თემა, კონკრეტულ ბრენდზე. სპიკერები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებს.

- კონფერენცია რაიმე კონკრეტულ თემაზეა თუ სპიკერებს თავისუფალი არჩევანი აქვთ?

- სპიკერები, ახლაც და მომავალშიც თავისუფლები იქნებიან არჩევანში. ზოგადად, ესთეტიკურ მედიცინაში რამოდენიმე მიმართულებაა. კონფერენციაზე საუბარი გვექნება პლაზმოლიფტინგზე, ინტიმურ პლასტიკაზე, კანის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და ლიპოლიზზე.
ზოგადად, კონფერენციების რეგლამენტი ითვალისწინებს 10-წუთიან მოხსენებას. რა თქმა უნდა, ამ დროშიც შეიძლება ინფორმაციის გაზიარება. ჩვენთან სპიკერს გამოყოფილი აქვს 45 წუთი, ერთი სალექციო საათი. სპეციალურად შევარჩიეთ ცოტა სპიკერი და დიდი დრო თემის ამოსაწურად. ვფიქრობთ, ეს ფორმატი უფრო სწორია, რადგანაც ადამიანმა, რომელიც კონფერენციაში დასასწრებად თანხას იხდის, უნდა მიიღოს მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ მეთოდსა თუ მიდგომაზე. პირველი დღე - 14 იანვარი დასვენება, 15 იანვარი კი სამუშაო დღე იქნება. რამდენიმედღიანი კონფერენციები ძალიან რთული და დამღლელია. ჩვენ გვეყოლება ექვსი სპიკერი, გვექნება ექვსი სამუშაო საათი, პრაქტიკული ჩვენებებით.

- წინასწარი ინფორმაციით, როგორია კონფერენციისადმი ინტერესი?

- ჩვენი მიზანი არ იყო კლასიკური გაგებით კონფერენციებში ჩართვა, მაგრამ გამოხმაურება დიდია. მარტო საქართველოდან 30 წამყვანი კოსმეტოლოგია მსურველი, აზერბაიჯანიდან ველოდებით დიდ დელეგაციას. სტუმრები გვეყოლება უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან. იმედი გვაქვს, რომ მალე მოვიცავთ არაბულ სამყაროს, აღმოსავლეთ ევროპას და დასავლეთ ევროპაზეც გავალთ.

- დღეს ესთეტიკური მედიცინა სილამაზის სალონებთან ასოცირდება, არადა ეს სფერო, როგორც მედიცინის ერთ-ერთი დარგი, მოითხოვს მედიცინის ღრმა, საფუძვლიან, გამოცდილებით გამყარებულ ცოდნას. რამდენადაა პრობლემის მოგვარების საშუალებები დასახული?

- სავსებით გეთანხმებით, რომ ესთეტიკა მედიცინის დარგია. მას დაბერების საწინააღმდეგო მედიცინას უწოდებენ. დაბერება კი დაავადებათა ნუსხაშია შეტანილი. ამ სფეროში მოღვაწე პირს მედიცინის ღრმა ცოდნა სჭირდება და სასურველია მხოლოდ ექმიები იყვნენ ამ დარგში დაკავებულები. საკანონმდებლო დონეზე მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც არაექმებს ამ დარგში საქმიანობა აეკრძალებათ.
რაც შეეხება სალონებს, როგორც ლიბერალური ბაზრის მხარდამჭერი, რეგულაციების წინააღმდეგი ვარ. მომავალში აღარ იქნება ეს სერვისი სალონური, მომხმარებლის მოთხოვნილება გაიზარდა და კლინიკებიც გაჩნდა.

სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შემოდის აუცილებელი პირობების დასაცავი რეგულაციები. რჩება კვალიფიციური პერსონალის საკითხი. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი საგანმანათლებლოცაა. მსგავსი ტიპის კონფერენციები - სამედიცინო კუთხით, მიდგომებით, ჰაიდლაინებით, პროტოკოლით, დეტალური ახსნით ეხმარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში მოღვაწე ადამიანებს გაიგონ, რომ შპრიცის ხელში აღება და კანში შეშვება მარტივია ტექნიკურად, მაგრამ ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა.

- ნივთიერება, რომელიც ამ შპრიცში გვაქვს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია, საზიანოზე რომ არაფერი ვთქვათ?

- საქართველოში თითქმის ყველა ბრენდია, კარგიც და მდარე ხარისხისაც. პაციენტებისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ მოერიდონ ძალიან იაფ პროცედურებს. შპრიცის შემადგენლობის თვითღირებულება საკმაოდ დიდია. თუ პროცედურის ფასი გონივრულ ციფრზე დაბალია, ე.ი შპრიცის შიგთავსი მდარე ხარისხისაა ან არაკეთილსინდიერებასთან გვაქვს საქმე.

მინდა მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ჟურნალ, „ოჯახის მკურნალს“. სტუდენტობის პერიოდიდან დიდი ინტერესით ვეცნობოდი საიტს „მკურნალი.გე“, რადგანაც ყველა ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ვიღებდი, როგორც კანონმდებლობის, ჰაიდლაინების, ისე მედიცინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ძალიან გვიხარია, რომ მედიაპარტნიორის სახით გვყავს „ოჯახის მკურნალი“. დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას და ჩვენ ერთად.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
გურამ ქარაზანაშვილი - უნიკალურ ოპერაციათა შემოქმედი
05-04-2018
მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

რედაქტორის ბლოგი

ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა
06-04-2018
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული და ხშირი
19-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საფრანგეთში კანის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. პაციენტი იყო 33 წლის მამაკაცი,
ნაოჭები ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება. ეს სიბერის ბუნებრივი გამოხატულებაა. სახის მოვლის თანამედროვე მეთოდების წყალობით შეიძლება გადავავადოთ მათი გაჩენა, შევანელოთ დაბერების პროცესი, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელია.

ჯერ კიდევ 15 წლის წინ არჩევანი ნაოჭებთან შეგუებას ან ქირურგის სკალპელს გულისხმობდა. დღეს კოსმეტოლოგების ხელთაა არაქირურგიული საშუალებების ფართო არსენალი ნაოჭების უოპერაციოდ მოსაშორებლად.

გლუვი კანის მოდა ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა, სადაც თმის მოცილება კარგი გემოვნების ნიშნად მიიჩნეოდა.
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა