რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ეპილაციის სახეობები და მათი თავისებურებები
ეპილაციის სახეობები და მათი თავისებურებები
გლუვი კანის მოდა ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა, სადაც თმის მოცილება კარგი გემოვნების ნიშნად მიიჩნეოდა. რატომ მიიღეს უსიტყვოდ ევროპელმა ქალებმა ეს ესტაფეტა? მათ, უპირველეს ყოვლისა, აღიარეს ამ ტრადიციის ჰიგიენური ასპექტი და ინტიმურ ადგილებზე გლუვი კანის უპირატესობა, ხოლო სხეულის ღია ადგილებიდან თმის მოცილება მოგვიანებით დაიწყეს.

ეპილაციის რომელი მეთოდი ჯობს?
ეპილაციის სადღეისოდ არსებული ყველა მეთოდი ეფუძნება თმის ბოლქვის დაშლის პრინციპს. ამით ეპილაცია არსებითად განსხვავდება დეპილაციისგან, რომლის დროსაც თმა შორდება, მაგრამ ბოლქვი არ იშლება. არასასურველ თმასთან ბრძოლის ტაქტიკის არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ მიზანი - თმის
დროებით მოშორება გვინდა თუ სამუდამოდ. პირველ შემთხვევაში მისაღებია:


თმის სამუდამოდ მოსაშორებლად აპარატული კოსმეტოლოგიის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ამ დროს თმის ფოლიკული ამა თუ იმ სახის ენერგიის ზემოქმედებით იშლება. ასეთი მეთოდებია:

  • ლაზერული ეპილაცია, რომლის დროსაც თმის ზრდის ზონას ლაზერით ასხივებენ;
  • ფოტოეპილაცია - თმის ზრდის ზონა სხივდება სინათლის ენერგიისგან მიღებული თბოენერგიით;
  • ელექტროეპილაცია - თმის ბოლქვი იშლება ელექტრული ენერგ­იისგან მიღებული თბოენერგიის ხა­რჯზე;
  • ელოსეპილაცია - აერთიანებს ყველა სახის ენერგიას: სინათლისას, ლაზერულსა და ელექტრულს;
  • Qool-ეპილაცია - ჩვეულებრივი ლაზერული ეპილაციისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ლაზერი თმაზე სელექციურად ზემოქმედებს, კანი კი ინტაქტური რჩება;
  • AFT-ეპილაცია, რომლის დროსაც თმის ფოლიკულები ინფრაწითელი გამოსხივების შერჩევით ზემოქმედებას განიცდის.

ეპილაციის მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ყოველგვარი სახის ეპილაციის მთავარი ღირსება ის არის, რომ რამდენიმე პროცედურით შეიძლება დიდი ხნით ან სამუდამოდაც კი მოვიცილოთ ზედმეტი თმა. დეპილაციის მეთოდები ამ თვალსაზრისით უეფექტოა, მაგრამ ისინი სრულიად უვნებელია ჯანმრთელობისთვის.

პარსვა
ღირსება: მარტივი და იაფია.
ნაკლი: აქვს ხანმოკლე ეფექტი, აღიზიანებს კანს და იწვევს თმის ჩაზრდას.

თმის მოშორება დეპილატორით ან ძაფით
ღირსება: მარტივი და იაფია, ნაწილობრივ შლის თმის ბოლქვს.
ნაკლი: მტკივნეულია, აღიზიანებს კანს და წარმოშობს ჭრილობის ინფიცირების საშიშროებას.

ქიმიური მეთოდი
ღირსება: მარტივი და იაფია, შეიძლება სახლის პირობებში დამოუკიდებლად ჩატარება.
ნაკლი: უმტკივნეულოდ და სწრაფად ამუშავებს პრობლემურ უბანს; ეფექტი ძლებს მხოლოდ რამდენიმე დღე.

ცვილით ეპილაცია

ღირსება: პროცედურა ხანმოკლეა და თანდათანობით ამცირებს ჭარბი თმის რაოდენობას.
ნაკლი: მტკივნეულია, აქვს ხანმოკლე ეფექტი.

შუგარინგი
ღირსება: სწრაფი და იაფია.
ნაკლი: აქვს ხანმოკლე ეფექტი.

ენზიმური ეპილაცია

ღირსება: თმა დიდი ხნით შორდება.
ნაკლი: მოითხოვს რამდენიმე კურსს და ქიმიური ნივთიერებების (ქიმოტრიფსინი, ტრიფსინი) გამოყენებას, რომლებსაც აქვს უკუჩვენება და შესაძლოა ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.

ლაზერული ეპილაცია
ღირსება: არაინვაზიურობა და ძალიან სუსტი ტკივილი ზემოქმედების დროს, ჭარბი თმის დიდი ხნით (2-დან 5 წლამდე) მოცილების შესაძლებლობა.
ნაკლი: არც ისე იაფია, ხოლო კურსებს შორის ინტერვალი 2-3 თვეს შეადგენს. აქვს აბსოლუტური უკუჩვენებები, გარდა ამისა, ნაკლებეფექტურია ბაცი და ჭაღარა თმის შემთხვევაში.

ფოტოეპილაცია
ღირსება: მაღალი ეფექტურობა პირველივე სეანსის შემდეგ და თითქმის შეუმჩნეველი დისკომფორტი პროცედურის მიმდინარეობისას, ჭარბი თმის რამდენიმე წლით მოცილების შესაძლებლობა.
ნაკლი: ძვირია, საჭიროა რამდენიმე პროცედურისგან შემდგარი კურსის გამეორება, აქვს რამდენიმე უკუჩვენება, მოითხოვს სპირტის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას მანიპულაციის შემდეგ.

ელექტროეპილაცია
ღირსება: ფოტო- და ლაზერულ ეპილაციასთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი, თმის სამუდამოდ მოშორების შესაძლებლობა, განურჩევლად კანის ფოტოტიპისა და თმის სტრუქტურისა.
ნაკლი: პროცედურა ხანგრძლივი და მტკივნეულია (შესაძლოა, საჭირო გახდეს ადგილობრივი ანესთეზია).

ელოს-ეპილაცია
ღირსება: უმტკივნეულოა, არ აზიანებს კანს, სამუდამოდ აშორებს ყველა ტიპის თმას.
ნაკლი: ძვირია, სრულფასოვანი ეფექტისთვის აუცილებელია კურსის ჩატარება.

Qool-ეპილაცია
ღირსება: უმტკივნეულო და უსაფრთხოა, სამუდამოდ აცილებს თმას.
ნაკლი: ძვირია, აქვს რამდენიმე უკუჩვენება.

AFT-ეპილაცია

ღირსება: უმტკივნეულოა, უსაფრთხო, ეფექტურია ყველა ტიპის თმისთვის და სამუდამოდ აშორებს თმას.
ნაკლი: ძვირია.

ეპილაციის მეთოდის შერჩევისას კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, კანისა და თმის ტიპს. ზოგიერთი ტიპის ეპილაცია შესაძლოა თქვენი თმისთვის უეფექტო აღმოჩნდეს. კარგად გაერკვიეთ უკუჩვენებებში. გაითვალისწინეთ, გაქვთ თუ არა ალერგია რომელიმე პრეპარატსა და კოსმეტიკურ საშუალებაზე.

რომელი მეთოდი უფრო ეფექტურია?
ამის გარკვევა შეუძლია ექიმ კოსმეტოლოგს. ნებისმიერი მეთოდის შედეგი დამოკიდებულია პროცედურის შესასრულებლად აუცილებელი პარამეტრების შერჩევასა და სპეციალისტის გამოცდილებაზე. მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს რეჟიმი და სეანსებს შორის ინტერვალი, განსაკუთრებით - თუ პროცედურა აპარატულია. ყოველგვარი ეპილაციის მიზანია თმის ბოლქვის დაშლა, რაც ერთ სეანსზე ყოველთვის ვერ ხერხდება. თმის მთლიანად მოშორება შეუძლებელია - თმის ბოლქვების 30% სარეზერვო მდგომარეობაშია და შესაძლოა, თმის ზრდა სრული კურსის შემდეგაც გაგრძელდეს.



თარიღი : 01-10-2015
მაკა
ხომ არ იცით ეს AFტ- ეპილაციის აპარატი თუ არის თბილისში სადმე?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
14-15 იანვარს, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში", ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ საინფორმაციო მხარდაჭერით,
საფრანგეთში კანის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. პაციენტი იყო 33 წლის მამაკაცი,
ნაოჭები ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება. ეს სიბერის ბუნებრივი გამოხატულებაა. სახის მოვლის თანამედროვე მეთოდების წყალობით შეიძლება გადავავადოთ მათი გაჩენა, შევანელოთ დაბერების პროცესი, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელია.

ჯერ კიდევ 15 წლის წინ არჩევანი ნაოჭებთან შეგუებას ან ქირურგის სკალპელს გულისხმობდა. დღეს კოსმეტოლოგების ხელთაა არაქირურგიული საშუალებების ფართო არსენალი ნაოჭების უოპერაციოდ მოსაშორებლად.

15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.