ჭრილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭრილობა

მის გარშემო არსებული ქსოვილების მეტ-ნაკლები დაზიანებაც აღინიშნება. ჭრილობას, მისი ხასიათის, აგრეთვე - დაზიანების სიმძიმის კვალობაზე, ხშირად სდევს თან ამა თუ იმ სიძლიერით გამოხატული ადგილობრივი და ზოგადი მოვლენები, რაც ჭრილობის მიმდინარეობისა და დაჭრილის მდგომარეობის განმსაზღვრელია. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ადამიანს აქვს ჭრილობით გამოწვეული დაავადება, მოკლედ - ჭრილობით დაავადება.

ჭრილობას ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი:

  • პირღიაობა;
  • ტკივილი;
  • სისხლდენა.

სისხლდენა დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვების რაოდენობასა და სახეობაზე. სისხლდენა ძლიერია მსხვილი არტერიების დაზიანებისას.

ქსოვილთა დაზიანების ხასიათის მიხედვით არჩევენ:

  • ნაჩხვლეტ ჭრილობას;
  • ნაკვეთ ჭრილობას;
  • დაჟეჟილ ჭრილობას;
  • ცეცხლნასროლ ჭრილობას;
  • ნაკბენ ჭრილობას;
  • მოწამლულ ჭრილობას;
  • დაჩეჩქვილ და სხვა ჭრილობებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღრუ ორგანოებთან დამოკიდებულების მიხედვით ჭრილობა შეიძლება იყოს:

  • შემავალი;
  • არაშემავალი.

ასევე ჭრილობა შეიძლება იყოს:

  • გაურთულებელი;
  • გართულებული.

როგორც წესი, ჭრილობის მიყენების მომენტიდან ყველა ჭრილობა შეიცავს მიკრობებს, მაგრამ ინფიცირება მხოლოდ ზოგჯერ აღინიშნება.

განვიხილოთ ზოგიერთი სახეობის ჭრილობა და ის მეთოდები, რომლებიც პირველი დახმარებისთვის არის აუცილებელი:

  • ნაჩხვლეტი ჭრილობა

ნაჩხვლეტ ჭრილობას იწვევს წვეტიანი იარაღი: ნემსი, ლურსმანი, ხიშტი, სადგისი, ხანჯლის წვერი, ლითონის ჩხირი და სხვა. ასეთი ჭრილობა მეტად სახიფათოა ქსოვილების სიღრმესა და ღრუებში (გულმკერდის, მუცლის ღრუს) მდებარე ორგანოების დაზიანების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ასეთი სახის ჭრილობის გარეგნული სახე ხშირად არ იძლევა საჭირო მონაცემებს დიაგნოზის დასადგენად. როცა თვით ექიმებს უჭირთ დიაგნოზის დადგენა, არაპროფესიონალმა არ უნდა ითავოს ასეთი სახის ჭრილობამიყენებული ადამიანის სახლის პირობებში მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაჭრილის მდგომა-რეობა მოულოდნელად მკვეთრად გართულდეს და სიკვდილითაც დამთავრდეს. სწორედ ამიტომ ასეთი ავადმყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნონ საავადმყოფოში.

  • გაპობილი ჭრილობა

გაპობილ ჭრილობას იწვევს გამპობი იარაღი, ნაჯახი, ხმალი და სხვა. ასეთი სახის ჭრილობები მეტად პირღიაა და ზოგჯერ ძვლამდეც აღწევს. ჭრილობის კიდეების არეში ქსოვილები დაჟეჟილი და დაჩეჩქვილია, რის გამოც მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია.

  • ცეცხლნასროლი ჭრილობა

ცეცხლნასროლ ჭრილობებს სახელიდან გამომდინარე ცეცხლსასროლი იარაღი იწვევს. ასეთ ჭრილობებს ტყვიით მიყენებული ჭრილობების გარდა მიეკუთვნება ყუმბარისა და ნაღმის ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტყვიით მიყენებული ე. წ. შემხები ჭრილობები.

ზოგჯერ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია, რომ შემხებმა ტყვიამ კანი ან კანქვეშა ქსოვილი დააზიანა და მეტი არაფერი. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა: ტყვიას აქვს გარკვეული ენერგია (დარტყმითი ტალღა), რომლის გავლენითაც შეიძლება ღრუსშიგა ორგანოს დაზიანება (გაგლეჯა, გახეთქვა) მოხდეს. სწორედ ამიტომ ასეთი კატეგორიის პაციენტებიც დაუყოვნებლივ გადაყვანილი უნდა იქნან საავადმყოფოში.

  • გაგლეჯილი ჭრილობა

გაგლეჯილი ჭრილობა ქსოვილების ზედმეტი გაჭიმვის შედეგია. მას იწვევს აფეთქება, ავტოავარია და სხვა. ზოგჯერ მოგლეჯილია თითები ან კიდური, ამავე დროს ხშირად აღინიშნება ქსოვილების დაჩეჩქვაც. ზოგჯერ ჭრილობას თან ახლავს კანის დიდ მანძილზე აცლაც.

  • პირველი დახმარება

ჩამოთვლილი ჭრილობების არსებობის დროს პირველი დახმარებაა სისხლდენის დროებითი შეჩერება (დამწოლი ნახვევით, ლახტის დადებით, რომელიც სხვა პროფესიის ადამიანებმაც უნდა იცოდნენ), ჭრილობაზე ნახვევის დადება და დაზიანებულის გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც ჭრილობის პირველად კვალიფიციურ დამუშავებას განახორციელებენ.

  • ნაკბენი ჭრილობა

ცალკე უნდა განვიხილოთ ნაკბენი ჭრილობები და ასე ვთქვათ, მოწამლული ჭრილობები (ამ უკანასკნელს იწვევს ჭრილობაში მოხვედრილი გველის, მორიელის, ფუტკრის, კრაზანას შხამი და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები).

ნაკბენი ჭრილობა გამოწვეულია ცხოველისა (ძაღლის, მგლის, ცხენის და სხვა) და ადამიანის კბილებით. მძიმე დაზიანებას იწვევს ცხოველის ეშვები. ნაკბენი ჭრილობა ყოველთვის ინფიცირებულია ნერწყვით. სწრაფად ვითარდება ანთებითი რეაქცია. ჭრილობის შეხორცება ყოველთვის ჭიანურდება. ცოფიანი ძაღლის ნაკბენი იწვევს მძიმე დაავადებას - ცოფს, ვირთაგვას ნაკბენი - ზოგჯერ სოდოკუს დაავადებას და სხვა.

რაც შეეხება ჭრილობის მკურნალობის სხვადასხვა ხალხურ თუ არახალხურ მეთოდებს, უნდა მოგახსენოთ, რომ რაც უფრო მეტია წამალი რომელიმე დაავადების სამკურნალოდ, მით უფრო ცუდია მკურნალობის შედეგი. მალამოების და მედიკამენტების დიდი რიცხვი თავისთავად მიუთითებს მათ ნაკლზე. ადრე ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ რეგენერაციის კანონებზე და ამიტომ "სასწაულმოქმედ მალამოებზე" ამყარებდნენ იმედს. დღეს მათ თვისებებზე ლაპარაკი უხერხულია. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ამბრუაზ პარე ჭრილობისათვის ამზადებდა მალამოს 70 ინგრედიენტისგან, მათ შორის იყო მთის შროშანას ზეთში ცოცხლად მოხარშული ლეკვი, წვიმის ჭიების ნახარში, სპირტი და სკიპიდარი. პროფესიონალი ექიმების მიერ იხმარებოდა კარბოლის ხსნარი (რამდენიმე წელს გაუძლო მკურნალობის ამ სახემ), ტყვიის საფენები, ბოსტნეულის წვენები და სხვა. ზოგმა ექიმმა უარი თქვა ნახვევის გამოყენებაზე და ჭრილობის უნახვევო მკურნალობას მიჰყო ხელი.

დღეს პირველ პლანზე ჭრილობის ქირურგიული (ოპერაციული) მკურნალობა დგას, მედიკამენტური მკურნალობა დამხმარე მეთოდად გადაიქცა. მომავალში კი ჭრილობის მკურნალობა უფრო სრულყოფილი გახდება - ოპერაციული მკურნალობის სისტემა ხელმეორედ გადაინაცვლებს უკანა პლანზე და ადგილს დაუთმობს მედიკამენტური მკურნალობის სისტემას. მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარების მონაცემები აშკარად მიუთითებს, რომ ჭრილობის მკურნალობის მომავალი სწორედ ამ გზით წარიმართება.