ჭრილობებისთვის მალე ახალი ანტიბაქტერიული საფენები შეიქმნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭრილობებისთვის მალე ახალი ანტიბაქტერიული საფენები შეიქმნება

შევსებულია ანტიბიოტიკებითა და ვერცხლის ნანონაწილაკებით. როგორც ექსპერიმენტებით დასტურდება, ეს აპკები თრგუნავს პათოგენური მიკოორგანიზმების (ნაწლავის ჩხირის, სტაფილოკოკის, კლებსიელას, ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირის) განვითარებას. სპეციალისტები ამ აპკების საფუძველზე ჭრილობათა ანტიბაქტერიული საფენების შექმნას გეგმავენ.

შემქმნელთა განმარტებით, გამოყენებული ცელულოზა ბაქტერიათა ცხოველქმედების პროდუქტია. ის მცენარეულ ვერსიას წააგავს, თუმცა, მაღალი ბიოშეთავსებადობით გამოირჩევა, ცოცხალ უჯრედებთან კონტაქტისას არ იწვევს ალერგიულ რეაქციებსა და ტოქსიკურ ეფექტებს. ბაქტერიული ცელულოზა შენებით ადამიანის ქსოვილებს წააგავს.

ცელულოზას მწარმოებელი "ფაბრიკის" სახით მეცნიერებმა გამოიყენეს ძმარმჟავა ბაქტერიების შტამი - Komagataeibacter xylinus B-12068. მიღებული ცელულოზისგან შექმნილ აპკებს ტვირთავდნენ ანტიბიოტიკებით - ცეფტრიაქსონითა და ამიკაცინით ან ვერცხლის ნანონაწილაკებით. ამისათვის აპკებს თავდაპირველად ალბობდნენ მედიკამენტების ხსნარში, შემდეგ კი აშრობდნენ. რაც შეეხება ვერცხლის ნანონაწილაკებით დატვირთვას, აპკებს ჯერ აცხელებდნენ ვერცხლის ნიტრატის ხსნარში, შემდეგ ყინავდნენ, აშრობდნენ და ვაკუუმში პრესავდნენ.

პათოგენური მიკროორგანიზმების დათრგუნვის თვალსაზრისით აპკების ორივე სახეობა ეფექტური აღმოჩნდა. ანტიბიოტიკების შემცველი აპკები ოდნავ უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე ვერცხლის ნანონაწილაკებით დატვირთული, თუმცა, ეს უკანასკნელი ბევრად ნაკლებტოქსიკური იყო კანის უჯრედებთან შეხებისას.

თინათინ გოცაძე