რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
რომელი ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი საქართველოში და რა ღირს ეს ოპერაციები
რომელი ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი საქართველოში და რა ღირს ეს ოპერაციები
ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა.

ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად ALLNEWS-ი საქართველოს ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს გია თომაძეს ესაუბრა.

გია თომაძე: ამჟამად, მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში, 6 ორგანოს გადანერგვა შესაძლებელი. ეს ორგანოებია: ღვიძლი თირკმელი, პანკრეასი, გული, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. ამათგან საქართველოში მხოლოდ თირკმისა და ღვიძლის გადანერგვა ხდება.

საქართველოში დღეს 257 ორგანოგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ორს გული აქვს გადანერგილი, (ერთს საფრანგეთში, მეორეს რუსეთში) ორმოცდაათს ღვიძლი, დანარჩენს კი თირკმელი.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 120 ათასამდე ახალი ორგანოს გადანერგვა ხდება. აქედან ყველაზე ხშირი

თირკმლის ტრანსპლანტაციაა, შემდეგ მოდის ღვიძლი, პანკრეასი და გული.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა და დღემდე სულ 12 გადანერგვაა შესრულებული.

-როგორ ხდება დონორის შერჩევა და რა პროცედურები ახლავს თან?
-ორგანოებით
ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აკრძალული საქმიანობაა და კანონით ისჯება. შესაბამისად, ორგანოს ყიდვა შეუძლებელია. დონორის არჩევა რთული თემაა. ჩვენს ქვეყანაში დონორობა წმინდა ალტრუისტული საქმინობაა, იგივე ქველმოქმედებაა. დონორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას ამაში თანხას არ უხდიან. თუ ადამიანს ესაჭიროება თირკმლის ან ღვიძლის გადანერგვა და მას ჰყავს ახლობელი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი დონორი, ეს შესაძლებელია და კანონით აკრძალული არ არის. ამ შემთხვევაში დონორთან ფორმდება ხელშეკულება.

-რაც შეეხება გვამურ დონაციას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საქართველოში ტრანსპლანტაცია გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან განხორციელდეს?

-საერთოდ, დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანი. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს გვამური დონაცია დონორად შეიძლება გამოყენებული იყოს გარდაცვლილის ორგანო. გვამური გადანერგვის ტრანსპლანტაციის ასამოქმედებლად საჭიროა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრების თანხმობა ორგანოს აღებაზე. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. არა იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის რომ თავისი გარდაცვლილი ახლობლის ორგანოს გამოყენებაზე დათანხმდეს. საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური და მენტალური მიმღებლობა არ არის.

-რა ღირს ტრანსპლანტაციის პროცედურა?
-საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია 50-დან 66 ათასამდე, ხოლო თირკმლის დაახლოებით, ათი ათასი დოლარი ღირს.

წაიკითხეთ სტატია სრულად
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
05-04-2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე ადამიანები სხვადასხვა დროს ბერდებიან, ზოგი ადრე იწყებს
01-03-2018
ამერიკელმა მკვლევარებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან ლაბორატორიაში გაზარდეს მინი-ფილტვები და ვირთაგვებს გადაუნერგეს. ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯეისონ სპენსი (ჟასონ შპენცე) აღნიშნავს, რომ ამგვარად შექმნილი ფილტვები ბევრი მახასიათებლით პრაქტიკულად ადამიანის ფილტვების ანალოგიურია.
14-08-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მკვლევარებმა წარმოადგინეს უნიკალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ დაზიანებულ ქსოვილს რამოდენიმე
რუსმა მკვლევარებმა კრასნოიარსკიდან წარმოადგინეს ბაქტერიული ცელულოზისგან შექმნილი უცნაური აპკები (ერთგვარი გარსები), რომლებიც
როგორ ამოვიცნოთ აპენდიციტი? (ნახეთ ვიდეო)
აღმოჩნდა, რომ შაქარს შეუძლია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მქონე ადამიანთა დახმარება, მაგალითად, მოხუცებულებისა და შაქრიანი
საჩხერეში, პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა.
ფრანგმა ექიმებმა უწონადობის პირობებში ცხოველებს უკვე არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს. მიკროქირურგიის დარგში ეს მსოფლიო დონის მიღწევებია, რადგან თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ვირთაგვების ნერვებსა და სისხლძარღვებზე მიკროქირურგიული ჩარევების განხორციელება მარტივი საქმე არ გახლავთ (ქირურგებმა ნაკერი დაადეს 0,5 მმ დიამეტრის სისხლძარღვს).
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის