თუ ადამიანმა გიკბინათ
განიხილეს ცალკეული შემთხვევები და დაამუშავეს სტატისტიკური მონაცემები.
როგორც გაირკვა, აშშ-ში კბენის შემთხვევები ყველაზე მეტად გაზაფხულსა და ზაფხულში ფიქსირდება. დაკბენილთა საშუალო ასაკი 29 წელია, მსხვერპლთა 93 % კი მამაკაცია. მამაკაცებს უმეტესად ხელებზე, მხრებსა და კისერზე კბენენ, ქალებს კი - ფეხებზე, ხელებზე, მკერდსა და გენიტალიებზე. ადამიანები ერთმანეთს, როგორც წესი, ბრძოლის, სპორტული შეჯიბრებებისა და სექსის დროს კბენენ.
ექიმები გვირჩევენ ჭრილობა კბენისთანავე ჩამოვიბანოთ, ანტიბიოტიკები მივიღოთ და ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტაროთ.
თინათინ გოცაძე