ექიმის მოსვლამდე - პირველი დახმარება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმის მოსვლამდე - პირველი დახმარება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს

ამიტომ, თუ ვინმე მუცლის ტკივილს უჩივის, ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ, სასწრაფო დახმარების გამოძახებაა. ნუ დაიწყებთ მკურნალობას ოყნებით თუ კუჭის ამორეცხვით - ეს სარისკოა! უბრალოდ გამოიძახეთ სასწრაფო, რომელიც ავადმყოფს შემდგომი დაკვირვებისთვის კლინიკაში გადაიყვანს.

სისხლდენა

პირიდან სისხლის დენა შესაძლოა ფილტვებიდან, ზედა სასუნთქი გზებიდან, საყლაპავიდან ან კუჭიდან სისხლდენით იყოს გამოწვეული. ქაფიანი ალისფერი სისხლი ფილტვისმიერ სისხლდენაზე მიუთითებს, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა ფილტვების ტუბერკულოზის შედეგი იყოს. სისხლიანი ღებინება ხშირად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას უკავშირდება - ის მაშინ ვითარდება, თუ წყლულოვანმა პროცესმა სისხლძარღვის მთლიანობა დაარღვია. ზოგჯერ კუჭისმიერი სისხლდენა მწვავე გასტრიტის ან კუჭის სიმსივნური დაავადების გართულებაც არის. კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენის ჭეშმარიტ ნიშნად მიიჩნევა ღებინება ყავის ნალექისმაგვარი მასით. არც ახალი ან შედედებული სისხლით ღებინებაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში განსაზღვრული ხნის შემდეგ პაციენტი გამოყოფს კუპრისმაგვარ, მეტად მძაფრსუნიან განავალს. ამ დროს დამხმარეს ერთადერთი რამ შეუძლია - სასწრაფოდ გადაიყვანოს პაციენტი საავადმყოფოში. შინაგანი სისხლდენა შინაგანი ორგანოების დაზიანების დროს ვითარდება. ამ დროს სისხლი გარეთ არ გამოდის, მუცლის ღრუში იღვრება. შინაგანი სისხლდენა ვლინდება სიფითრით, ხშირი და სუსტი პულსით, წყურვილის გაძლიერებით, ძილიანობით, მხედველობის დაბინდვით, გულის წასვლით. გულმკერდის მიდამოში სისხლდენისას ამ სიმპტომებს ქოშინიც ემატება. თავის ქალას ღრუში სისხლის ჩაქცევის დროს წამყვანია თავის ტვინზე ზეწოლის ნიშნები - თავის ტკივილი, ცნობიერების მოშლა, სუნთქვის დარღვევა, დამბლა და სხვა. თუ ეს ნიშნები შევამჩნიეთ, პაციენტი აუცილებლად საავადმყოფოში უნდა გადაიგზავნოს.

მოტეხილობა

მოტეხილობის დროს პირველი დახმარების გაწევისას ნუ ეცდებით ძვლის მოტეხილი ფრაგმენტების შეთანადებას, დახურული მოტეხილობის დროს ფორმაშეცვლილი (გამრუდებული) კიდურის ან ღია მოტეხილობის დროს ჭრილობაში ამოჩრილი ძვლის ჩასწორებას. დაშავებული რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში, მანამდე კი უზრუნველყოთ მოტეხილი კიდურის საიმედო იმობილიზაცია, ხოლო ღია მოტეხილობის დროს ჭრილობას სტერილური საფენი გადააფაროთ. ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები მის შესაჩერებლად, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეძლოთ ლახტის დადებაც.


ხერხემლის დაზიანება

ხერხემლის მოტეხილობის ნიშნებია:

  • ტრავმის მიდამოში ძლიერი ტკივილი, რომელმაც შესაძლოა გონების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. გამონაკლისებად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც ადამიანს მძიმე ქრონიკული დაავადება (ოსტეოპოროზი, ონკოლოგიური დაავადება) აქვს. ასეთ დროს ტკივილის სინდრომი ნაკლებად არის გამოხატული;
  • ტრავმის დონეზე კიდურების დადამბლავება ან დასუსტება - ასეთი რამ ხდება ნერვული კონების ტრავმირების ან შეშუპების შემთხვევაში მათი კომპრესიის დროს;
  • კისრის ან გულმკერდის მალების დაზიანებას შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და შეჩერებაც კი მოჰყვეს;
  • წელის მიდამოში ხერხემლის დაზიანებისას მოსალოდნელია შარდვის პროცესის დარღვევა. ტკივილი ამ დროს, ჩვეულებრივ, მუცლის მიდამოსაც გადაეცემა.

პირველი დახმარება

არსებობს პირველი, ექიმამდელი დახმარების ორი ძირითადი წესი, რომლებიც დახმარების გამწევმა ხერხემლის ტრავმის თაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე უნდა შეასრულოს:

1. შეძლებისდაგვარად მოხსნას ტკივილი. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ხელთ გაქვთ, მაქსიმალური დოზით. გამოგადგებათ ისეთი საშუალებაც, როგორიც კლასიკური ანალგინია;

2. სხეულის ტრავმირებული მიდამოს დაფიქსირება.

ჩვეულებრივ პირობებში ხერხემლის განსაზღვრული ნაწილის საიმედოდ დასაფიქსირებლად, რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს იპოვით, ამიტომ სასურველია მოახდინოთ მთელი ხერხემლის სვეტის იმობილიზაცია, რაც არცთუ ისე ძნელია, თუ გამოიყენებთ პაციენტის სიმაღლის შესაბამის მყარ საგანს. სპეციალური მყარი საკაცე ამ დროს შეიძლება წარმატებით შეიცვალოს ორი ფირფიცრით, რომლებზეც დააბამთ დაშავებულს. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება რბილი საკაცის გამოყენებაც, მაგრამ ამ დროს დაშავებული მუცელზე უნდა იწვეს. ეს სულაც არ გახლავთ ტრანსპორტირების საუკეთესო გზა, რადგან ამ დროს შეუძლებელია სუნთქვის პროცესისთვის თვალის მიდევნება და დაშავებულის გამომეტყველების დანახვა, რაც აუცილებელია ხერხემლის კისრის მიდამოს ტრავმების დროს. აუცილებელია ასევე ხერხემლის კისრის ნაწილის დაფიქსირება, განურჩევლად იმისა, დაზიანებულია თუ არა იგი. ამით თავიდან აიცილებთ თავის და მის გამო მთელი ხერხემლის სვეტის ზედმეტ მოძრაობას. ამის გაკეთება შეიძლება კისრის სიგრძის სპეციალური საყელოს მეშვეობით, რომელსაც მუყაოსგან გამოჭრით და რბილი ქსოვილით ან ბამბით ამოფენთ, მერე კი ბინტით დაამაგრებთ კისრის ირგვლივ. შეიძლება სხვა ხელმისაწვდომი მასალის გამოყენებაც, მთავარია, დაშავებულს თავი საიმედოდ ჰქონდეს დაფიქსირებული. ტრავმირებული პაციენტის გადაყვანა საკაცეზე ან ფარზე დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს დამხმარეთა სინქრონული მოძრაობით ხერხემლის ყველა ნაწილის წინასწარი დაკავების შემდეგ.

არ შეიძლება:

  • ზურგის ტრავმის მქონე ადამიანის დაჯდომა;
  • წამოყენება;
  • კისრის ან სხვა მალების ჩასწორება;
  • ხელების ან ფეხების მოქაჩვა;
  • წამლის მიცემა, თუ დაშავებულს დარღვეული აქვს ყლაპვის ფუნქცია ან გონება აქვს დაკარგული;
  • მჯდომარე პოზიციაში მისი ტრანსპორტირება.