სისხლდენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა

ნივთიერებათა ცვლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. სწორედ ამიტომ არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელიც სისხლის რაოდენობრივ ცვლილებას, მის ფუნქციათა მოშლას და ჰომეოსტაზის რღვევას იწვევს. სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.

სისხლდენის მიზეზებია

ლ ტრავმით, არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;

  • პათოლოგიური პროცესებით (ჩირქოვანი ანთება, ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
  • ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის ცვლილება;
  • ტოქსინების ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად სისხლძარღვის კედლის განვლადობის გაზრდა;
  • დაავადებები, რომლებიც სისხლის ქიმიური შედგენილობის ცვლას იწვევს, მათ შორის - ჰემოფილია, სიყვითლე, ქუნთრუშა, სეფსისი და სხვა.

სისხლდენის ტიპები

პირველადია სისხლდენა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებისთანავე იწყება. ადრეული მეორეულია სისხლდენა ინფექციური პროცესის გარეშე, რომელიც იწყება დამაზიანებელი ფაქტორის ან ტრავმის მოქმედების პირველსავე საათებში, როდესაც არტერიული წნევის მომატების ან სისხლძარღვის სპაზმის მოხსნის გამო სისხლის ნაკადი წყვეტს კოაგულაციის შედეგად შედედებულ თრომბს. გვიანი მეო-რეულია სისხლდენა, რომელიც იწყება ჭრილობის დაინფიცირების შემდეგ ნებისმიერ დროს და გამოწვე-ულია ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გამო სისხლძარღვის კედლის დაზიანებით ან დაზიანების ადგილას წარმოქმნილი თრომბის დაშლით.

გარეგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი სხეულის გარეთ იღვრება და თვალითაც ადვილი შესამჩნევია.

შინაგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი იღვრება სხეულის ამა თუ იმ ღრუში ან ღრუ ორგანოში (პლევ-რაში, მუცლის ღრუში, გულმკერდის ღრუში, კუჭში, საშვილოსნოში და სხვა), მაგრამ არა გარეთ. ქსოვი-ლოვანია სისხლდენა, როდესაც სისხლი რომელიმე ორგანოს ქსოვილში (კანქვეშა უჯრედისში, ტვინოვან ქსოვილში) იღვრება, დიფუზურად იჟღინთება და წარმოქმნის სისხლგროვას - ჰემატომას. ფარულია სისხლდენა, რომელსაც გამოხატული გარეგნული ნიშნები არ გააჩნია. მას მხოლოდ კვლევის სპეციალური მეთოდებით ადგენენ.

არტერიული სისხლდენისას მოპულსირე, მფეთქავ ნაკადად დიდი წნევით გადმოიტყორცნება ალისფერი სისხლი, რომლის გამოტყორცნა შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიტმს. ეს საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე სისხლნაკლებობას და სწრაფ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რადგან ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მოშლის შედეგად შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს.

ვენური სისხლდენისას სისხლი მუქი ალუბლისფერია და მდორედ, უწყვეტად და თანაბარზომიერად მოედინება. მოპულსირე ნაკადი არ ახასიათებს. წვრილი და საშუალო კალიბრის ვენათა დაზიანების თანმხლები სისხლდენა მოკლე ხანში იშვიათად იწვევს მწვავე ანემიას. რაც შეეხება მსხვილი კალიბრის ვენებიდან სისხლდენას, მას შესაძლოა ახასიათებდეს სუნთქვის რიტმში მცირედ გამოხატული მოპულ-სირე ნაკადი. იგი განსაკუთრებით საშიშია თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვებში მოსალოდნელი აიროვანი ემბოლიის განვითარების გამო.

კაპილარული სისხლდენისას ცალკეული სისხლმდენი სისხლძარღვები არ ჩანს, ჭრილობიდან სისხლი ისე ჟონავს, როგორც სველი ღრუბლიდან წყალი. კაპილარული სისხლდენა თავისთავადაც ადვილად წყდება და მას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს სისხლის შედედების უნარი დაქვეითე-ბული აქვს (ჰემოფილია, ღვიძლის დაავადებები, სეფსისი). პარენქიმული სისხლდენა თან სდევს ფილ-ტვების, ელენთის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებას. საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივია, ამიტომ განსაკუთრებით საშიშიც არის.

ამ ორგანოთა სისხლძარღვები იმდენად ღრმად არიან შეზრდილნი პარენქიმაში, რომ მათი გაცალკევება შეუძლებელია, ამიტომ პარენქიმული სისხლდენისას სისხლმდენია ჭრილობის მქონე შინაგანი ორგანო-ების მთელი ზედაპირი, მისი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ქირურგიული მეთოდებით არის შესაძლებელი. შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენი-სთვის დამახასიათებელი ნიშნები. განასხვავებენ სისხლის დანაკარგის (მწვავე ანემიის) 4 ხარისხს:

I ხარისხი - პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაჯისცემა გახშირებულია, მაჯა - საკმარისი ავსებისა, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში, სისხლში ჰემოგლობინის დონე აღემატება 8 გ/%-ს, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი არ აღემატება 5 %-ს;

II ხარისხი - პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მაჯისცემა - ხშირი, არტერიული წნევა დაქვეითებულია 80 მმ.ვწყ.სვ-მდე, სისხლში ჰემოგლობინის დონე 8 გ/%-მდეა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 15 %-ს;

III ხარისხი - პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაჯისცემა - ძაფისებრი, არტერიული წნევა დაქვეითებულია 60 მმ.ვწყ.სვ-მდე, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5 გ/%-მდეა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 30 %-ს;

IV ხარისხი - პაციენტი აგონიის მოსაზღვრე მდგომარეობაშია. მაჯისცემა არ ესინჯება, არტერიული წნევა არ ეზომება, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5 გ/%-ზე ნაკლებია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი 30%-ს აღემატება.

სისხლდენას, როდესაც სისხლნაკლებობა 35-40%-ია, პროფუზიული ანუ ზღვარგადასული ეწოდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტი უსწრაფესმა ზომებმაც კი ვერ გადაარჩინოს.


ფარული სისხლდენა

ჰემატურია ფარული სისხლდენის ერთგვარი ნაირსახეობაა - შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი დაავა-დებისას შარდში სისხლის ელემენტები (ერითროციტები) ჩნდება. განასხვავებენ მიკრო და მაკროჰემატუ-რიას. მიკროჰემატურიის დროს შარდში ერითროციტები მიკროსკოპული, უმნიშვნელო რაოდენობით არის და მათი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპული კვლევის შედეგად შეიძლება, მაკროჰემატურიისას კი მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - შარდი წითელს ან ჟანგის-ფერს იღებს.

სისხლდენის შეჩერება - ჰემოსტაზი

ჰემოსტაზი ორგანიზმის მიერ სისხლის მოცულობის თვითაღდგენაა, რაც სისხლმბადი ორგანოების მეშვეობით ხორციელდება. სისხლდენის შემდეგ ორგანიზმში სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში სისხლმომარაგების სათანადო დონეზე განსახორციელებლად ირთვება ადაპტაციის რთული მექანიზმი, რომელიც გულისხმობს:

1. სისხლძარღვების სპაზმს და კოაგულაციური პროცესების გააქტიურებას (თრომბის წარმოქმნას) სისხლის შემდგომი დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად;

2. სუნთქვისა და გულისცემათაA გახშირებას ორგანოებში ჟანგბადოვანი შიმშილის აღსაკვეთად;

3. დეპო ორგანოებიდან სისხლის რეზერვის გადმოსროლას მოცირკულირე სისხლის მოცულობის გასაზრდელად. 

სისხლის შედედება

სისხლის შედედება ანუ კოაგულაცია ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც თხევადი სისხლი სქელ, ელასტიკურ მასად იქცევა. ეს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს სისხლდენისა და სისხლის დაკარგვით გამოწვეული საფრთხისგან იცავს. სისხლის შედედებაში მთავარ როლს სისხლის ფორმიანი ელემენტები, 2-4 მკმ დიამეტრის უბირთვო, უფერული, მრგვალი, ოვალური ან ჩხირისმაგვარი ფორმის თრომბოციტები ასრულებენ. ჯანმრთელი ადამიანის 1 მმ3 სისხლში 200-400 ათასი თრომბოციტია. საკმარისია რომელიმე სისხლძარღვის მთლიანობა დაირღვეს, რომ სისხლისმიერ ფაქტორთა გავლენით თრომბოციტები სისხლში მოცირკულირე ნივთიერებას ფიბრინოგენს უმალვე გადააქცევენ ცილა ფიბრინად, რომელიც სისხლძარღვში დაზიანების ადგილას იკავებს პოზიციას და იქ ერთგვარ ბადეს შლის, რომელშიც ადვილად ებმებიან სისხლის უჯრედები, უმთავრესად კი თავად თრო-მბოციტები. სწორედ ფიბრინოგენის ბადე მასში გახვეულ-გახლართული უჯრედებიანად წარმოადგენს თრომბს, რომელიც საცობივით ეცობა სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილს და მოცირკულირე სისხლს კალაპოტიდან გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევს.

სისხლდენის შედეგები

სისხლდენის ნეგატიური შედეგებია:

  • მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება;
  • გულის მუშაობის შეფერხება და ქსოვილების, განსაკუთრებით - თავის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ჟანგბადით მომარაგების გაუარესება;
  • ანემია;
  • დსშ (დისემინირებული სისხლძარღვთა შედედების) სინდრომი.

დისემინირებული სისხლძარღვთა შედედების სინდრომი სისხლდენის ყველაზე საშიში გართულებაა. იგი ვითარდება ძლიერი სისხლდენის შემდეგ, შოკის, შინაგან ორგანოთა ქირურგიული ოპერაციის დროს. მი-სი შესაძლო მიზეზია ორგანიზმზე ტოქსინების, მაგალითად, ზოგიერთი გველის შხამის ზემოქმედებაც.

დსშ სინდრომს თავდაპირველად სისხლის შედედების გააქტიურება ახასიათებს, რაც სისხლში ფიბრინო-გენის კონცენტრაციის გაზრდით ხორციელდება, თუმცა მოგვიანებით პერიფერიულ სისხლძარღვებში მასობრივად წარმოიქმნება თრომბები, რომლებიც მათ სანათურს ახშობენ. თრომბირება ხდება მთელ ორგანიზმში, რის გამოც ეწოდება სინდრომს დისემინირებული ანუ გაფანტული.

დისემინირებული შედედების შედეგად სისხლში ფიბრინოგენისა და პროთრომბინის დეფიციტი ვითარ-დება და სისხლი საერთოდ კარგავს შედედების უნარს. სისხლდენები ძირითადი კერის გარდა უკვე სხვა სისხლძარღვებშიც იწყება, რის შედეგადაც სისხლდენა კიდევ უფრო ძლიერდება და პროფუზურ ხასიათს იღებს - ყველა ქსოვილი ღრუბლისებრი და სისხლმდინარი ხდება. დსშ სინდრომის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სახის სისხლდენისას, პაციენტის მდგომარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული სისხლის დანაკარგის სიჩქარესა და მოცულობაზე, პაციენტის ასაკსა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე.

სისხლის დანაკარგის აღდგენა უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა სისტემას აწვება ტვირთად, რის გამოც ამ სისტემაში განვითარებული ათეროსკლეროზის, ორგანული პათოლოგიის ან ფუნქციური მოშლილობის მქონე ადამიანს სისხლდენა საკმაოდ ძნელად გადააქვს. ძნელია მისი შედეგების აღმოფხვრა ბავშვებშიც, რადგან მათ ორგანიზმში ჰემოსტაზის ადაპტაციური მექანიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.