ხელის ჩირქოვანი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელის ჩირქოვანი დაავადებები

ჩირქგროვა, მეტადრე - ზედაპირული, ხშირად თავისით იხსნება და ჩირქი გარეთ გამოდის. უმჯობესია, ავადმყოფმა სამკურნალოდ ქირურგს მიმართოს, რადგან ჩირქგროვის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული გზით არის შესაძლებელი, რაც მის გაკვეთასა და ჩირქის გამოშვებას გულისხმობს.

ფლეგმონა

ფლეგმონა კანქვეშა ქსოვილის გავრცობილი ჩირქოვანი ანთებაა. მისთვის დამახასიათებელია შესივება, სიწითლე, მტკივნეულობა. ადგილობრივთან ერთად გამოხატულია ზოგადი ნიშნებიც - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, უმადობა, შემცივნება და სხვა. მკურნალობა უმეტესად ოპერაციულია. ასეთი ავადმყოფი ქირურგიულ სტაციონარში უნდა მკურნალობდეს. ჩირქგროვის ზემოხსენებული სახეები ცალკე იმიტომ გამოვყავით, რომ მათი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულ სტაციონარში ან ქირურგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან ხელს, განსაკუთრებით - მტევანს, მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. გარდა ამისა, მისი ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე (მრავალი სახსარი, ფასციები და სხვა), აბსცესისა თუ ფლეგმონის მკურნალობა რთულია და ხშირად ქირურგიულ ჩარევასაც მოითხოვს. ამიტომ ჯობს, დრო არ დაკარგოთ და ხელის ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩირქოვანი პრობლემის გამო მიმართოთ ექიმს, რომელიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ. ახლა კი იმ დაავადებებს გაგაცნობთ, რომლებიც ქირურგიულ პრაქტიკაში უფრო ხშირია.

პანარიციუმი

თითების ამ ჩირქოვან დაავადებას საქართველოში საწერელს ან დუდკოს უწოდებენ. თითის ქსოვილებში ჩირქმბადი მიკრობები უმთავრესად კანიდან ხვდება, სისხლის გზით ინფექციის შეჭრა იშვიათია. თითების ვრცელი დაზიანება, მაგალითად, ჭრილობა, დამწვრობა და სხვა, თითქმის არასოდეს იწვევს პანარიციუმს. სამაგიეროდ, მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკროტრავმაც (ჩხვლეტა, ნაკაწრი და სხვა). საყურადღებოა, რომ პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინოზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. მიუხედავად იმისა, რომ პანარიციუმი საკმაოდ ხშირია, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების გამო მის გართულებათა (ძვლის, სახსრის, მყესის, მტევნის ჩირქოვანი ანთებები) რიცხვი ბოლო ხანს მკვეთრად შემცირდა. პანარიციუმით დაავადებულ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა. განასხვავებენ თითების ზერელე (კანის, კანქვეშა, ფრჩხილქვეშა, ფრჩხილბუდის) და ღრმა პანარიციუმს. საზოგადოდ, მტევანი და, კერძოდ, თითები ადამიანის სხეულის ყველაზე განვითარებული ნაწილია და რთულ ფუნქციებსაც ასრულებს. საკმარისია ითქვას, რომ თითს კვებავს რამდენიმე არტერია. აქ ნერვული დაბოლოებაც საკმაოდ ბევრია. თითები ორი-სამი სახსრისა და ფალანგის, მყესებისა და მყესბუდისგან შედგება. ამასთანავე, თითებისა და, საზოგადოდ, მტევნის ტემპერატურა სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით დაბალია, რის გამოც სისხლძარღვები ხშირად სპაზმურ მდგომარეობაშია. თითები ყველაზე მეტად განიცდიან გარეგან ზემოქმედებას: მექანიკურს, ქიმიურსა და თერმულს. ყოველივე ეს ძალზე ხელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური პროცესის წარმოშობისა და გავრცელებისთვის. პანარიციუმის მთავარი ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შესივება და ფუნქციის მოშლა. თითების მომხრელ ზედაპირზე შეწითლება უმნიშვნელოა. სიწითლე მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ზერელეა პროცესი და პირიქით - ღრმა პანარიციუმის დროს, სისხლძარღვებზე ზეწოლის გამო, კანი ზოგჯერ ფერმკრთალი ან იისფერია.


ტკივილი მუდმივია, ხშირად - მოპულსირე, მფეთქავი, და პაციენტს არ აძინებს. ფრჩხილის პანარიციუმი ორგვარია: ფრჩხილქვეშა და ფრჩხილბუდისა (პანორიქია). პირველის მიზეზია ინფექციის შეტანა ჩხვლეტით, ზოგჯერ - ფრჩხილქვეშა ჰემატომის (სისხლჩაქცევის) დაჩირქება. ფრჩხილის ქვეშ ჩირქის დაგროვება მის აცლას და მოვარდნას იწვევს. დეფექტის არეში განვითარებული ქსოვილი ეპითელიზაციას განიცდის, ძველის ადგილას კი ამოდის ახალი, მაგრამ ხშირად დეფორმირებული ფრჩხილი. ფრჩხილბუდის პანარიციუმის დროს პროცესი იწყება ფრჩხილის ბუდის ირგვლივ და ხანგრძლივი მიმდინარეობით გამოირჩევა. ამის მიზეზია ინფექციის შეჭრა, ხშირად - მანიკიურის, პედიკიურის გაკეთებისას. ფრჩხილბუდის არეში, ხშირად - ეპიდერმისის (კანის) ქვეშ, მცირეოდენი ჩირქი გროვდება. მისი გამორწყვის შემდეგ ჭრილობა სწრაფად ხორცდება, მაგრამ ჩირქი განმეორებით მრავალჯერ წარმოიქმნება, რის გამოც ფრჩხილის ბუდე შემსხვილებულია. პარონიქიას ხშირად ფრჩხილის მოვარდნა მოჰყვება, იშვიათად კი ის პანარიციუმის ძვლის ფორმაში გადაიზრდება.

მკურნალობა

ზერელე პანარიციუმი იოლი სამკურნალოა, თუ დროულად, დაავადების დაწყებისთანავე მიმართავთ ქირურგს. დაგვიანების შემთხვევაში ზერელე პანარიციუმი შესაძლოა ღრმაში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობა უფრო რთულია და უმეტესად სტაციონარულ პირობებში ტარდება. ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია პანარიციუმის მიზეზის - ხიწვის, ეკლის მოცილება. მიზეზის აღმოჩენისა და მოცილებისთვის საჭიროა ფრჩხილის კიდის მოკვეთა. ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირებისთვის ფრჩხილს სკალპელის წვერით ან ბორმანქანით ხვრეტენ. ზოგჯერ საჭირო ხდება მთელი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც. პარონიქიის მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია. იყენებენ საპნიანი წყლის აბაზანებს, ზოგჯერ - ცხელი სპირტით, აგრეთვე - მარილის ჰიპერტონული ხსნარის კომპრესებს (2 ს/კ მარილი 200 გ ანადუღარ წყალზე). თუ კონსერვატიული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, საქმეში ქირურგი ერთვება. ცალკე უნდა შევეხოთ ქიმიური ფანქრით გამოწვეულ პანარიციუმს. ქიმიური ფანქრის გრაფიტი ანილინის საღებავების მოქმედებით ქსოვილის გავრცობილ ნეკროზს (კვდომას) იწვევს. ამ დროს მკურნალობის მიზანია ანილინის საღებავებით შეღებილი ქსოვილების ამოკვეთა. პანარიციუმის თავისებური სახეობაა გავრცელებული მწველავებში. მათი გარქოვანებული კანის ნაპრალებში შეჭრილი ბეწვები იწვევს ქრონიკულ რეაქციულ ანთებას, რომლის მკურნალობა ქირურგის პრეროგატივაა. პანდაქტილიტი თითის ყველა ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. თითის ყველა ქსოვილზე ჩირქოვანი პროცესის გავრცელების შემთხვევაში ვითარდება მრავლობითი ჩირქოვანი ხვრელი. თითი ძლიერ შესივებული, ციანოზური (გალურჯებული) და დეფორმირებულია. ასეთ დროს მკურნალობა თითქმის ყოველთვის უშედეგოა: ანთებითი პროცესის დაცხრობის შემდეგ თითი ფუნქციას კარგავს, ამიტომ რეკომენდებულია მისი მოკვეთა. საზოგადოდ კი, როდის უნდა გაკეთდეს პანარიციუმის დროს ოპერაცია, დღემდე საკამათოა. მრავალი ქირურგის აზრით, ოპერაციის გაკეთება საჭიროა პირველი უძილო ღამის შემდეგ. ჩირქის არარსებობის მიუხედავად, გაკვეთა და ანთებითი გამონადენის შემცირება ხელს უწყობს პროცესის უკუგანვითარებას.

პროფილაქტიკა

პანარიციუმის პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია. მთავარია ჰიგიენა, ხშირი დაბანა. თითების დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელთათმანებით მუშაობა. სიფრთხილით უნდა გაკეთდეს მანიკიური და პედიკიური. სიფრთხილეა საჭირო ფრჩხილის ძირში წამონაზარდის მოშორების დროსაც. ყოველგვარი ჩხვლეტის შემდეგ დეტალურად უნდა გაისინჯოს მიკროტრავმის ადგილი, უცხო სხეული დაუყონებლივ უნდა მოსცილდეს. ამისთვის აუცილებელია დაზიანებული ადგილის დამუშავება სპირტით ან არყით. შედეგიანია ჩხვლეტის ადგილიდან სისხლის გამოშვებაც. დაზიანებული ადგილი იოდით უნდა დამუშავდეს. ფრჩხილები სწორად უნდა მოიკვეთოს ან მიეცეს ოდნავ მომრგვალებული ფორმა, რითაც თავიდან ავიცილებთ კიდეებში მათი ჩაზრდის საშიშროებას. სხვათა შორის, როდესაც პანარიციუმი ზედიზედ რამდენჯერმე ვითარდება, აუცილებელია ანალიზის აღება შაქარზე. ფრჩხილის ჩაზრდა მარტო მოჭერილმა კი არა, ზედმეტად თავისუფალმა ფეხსაცმელმაც შეიძლება გამოიწვიოს. პანარიციუმის პროფილაქტიკისთვის კარგია ცხელი წყლის აბაზანა, თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ დღეში რამდენჯერმე, უმჯობესია საპნიანი წყლით. შეიძლება აბსოლუტური (96%) ან შემთბარი სპირტის აბაზანის გაკეთებაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიდურის იმობილიზაციას. ავადმყოფს უნდა მიეცეს სულფამიდური პრეპარატები ბორჯომის წყლით (თუმცა ორსულობის პერიოდში, ჯობს, ქიმიურ პრეპარატებს ერიდოთ), ბევრი სითხე, ვიტამინები. კარგი შედეგი აქვს ანტიბიოტიკებით ადგილობრივ და ზოგად მკურნალობას, აგრეთვე - რენტგენოთერაპიასაც. ფრჩხილის მოცილების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი დაავადება, თუმცა მისი მკურნალობაც სპეციალისტმა უნდა ითავოს.