რატომ იწევს სხეულის ტემპერატურა ტრავმებისა და ქირურგიული დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იწევს სხეულის ტემპერატურა ტრავმებისა და ქირურგიული დაავადებების დროს

(რეგენერაცია - დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების აღდგენა ორგანიზმის მიერ). ოპერაციიდან რამდენიმე დღის, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა სხეულის ტემპერატურამ 37-37,5 გრადუსამდე მოიმატოს. ეს სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს და, ჩვეულებრივ, არც საერთო მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, მაგრამ თუ სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალ რიცხვებს მიუახლოვდა, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.

დროული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, როცა ავადმყოფთა უმრავლესობა ქირურგიულ განყოფილებაში დაავადების ადრეულ სტადიაზე ხვდება, სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება არ აღინიშნება. მწვავე აპენდიციტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტისა და სხვა მწვავე ქირურგიული დაავადებების მქონე მრავალ პაციენტს ტემპერატურა სუბფებრილური (მცირედ მომატებული) აქვს ან 38-38,5 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. მაღალი - 39-40 გრადუსი ტემპერატურა იშვიათია. გვხვდება პნევმოკოკებით (ბაქტერიების სახეობა) გამოწვეული პერიტონიტის დროს, ზოგჯერ კი ბავშვებში მწვავე აპენდიციტის დროს. მწვავე ქირურგიული დაავადებების დროს ტემპერატურა შესაძლოა ნორმის ფარგლებში დარჩეს ან სულაც დაეცეს. ასეთი რამ ხდება ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის (გახვრეტის), მუცლის ტიფის, მუცელში სისხლდენის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურის სწორ ნაწლავში გასინჯვას. მაგალითად, პერიტონიტის - ამ მეტად საშიში გართულების - განვითარებისას იღლიის ქვეშ და სწორ ნაწლავში გასინჯულ მაჩვენებელთა შორის საკმაოდ დიდი სხვაობა - 2-4 გრადუსი ცელსიუსია.

ციებ-ცხელება შეინიშნება მწვავე ქირურგიული დაავადებების (აპენდიციტი, პერიტონიტი, ოსტეომიელიტი და სხვა) დროს. დაკავშირებულია ორგანიზმში მოხვედრილ მიკრობებსა და ამ უკანასკნელთა მიერ გამოყოფილ ტოქსინებთან (შხამებთან). ტემპერატურის მომატება ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლოა განპირობებული იყოს ოპერაციულ ტრავმაზე ორგანიზმის რეაქციით. კუნთებისა და ქსოვილების ტრავმების დროს (დაჟეჟილობა, გაგლეჯა და სხვა) ტემპერატურამ შესაძლოა აიწიოს კუნთების ცილების დაშლისა და აუტოანტისხეულების წარმოქმნის გამო. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, შემდეგი სურათი წარმოგვიდგება: კუნთის დაზიანებისას მასში არსებული ცილები იშლება, გარდა ამისა, დაზიანების ადგილას ხდება სისხლის ჩაღვრაც. ცილის დაშლის პროდუქტები და სისხლი იმ ადგილისთვის უცხო სხეულებია (სისხლძარღვის გარეთ არსებული სისხლი ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად აღიქმება, ასევე ხდება ცილის შემთხვევაშიც) და ორგანიზმი მათთან ბრძოლას იწყებს. სხეულის ტემპერატურის მომატებისას მეტი ოდენობით სინთეზირდება ანტისხეულები - ნივთიერებები, რომლებმაც ზემოაღნიშნული "უცხო სხეულების" განეიტრალება-გაწოვა უნდა უზრუნველყონ. ამ დროს ტემპერატურის დამწევი საშუალებების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. იხილეთ სტატია "სხეულის ტემპერატურა ტრავმებისა და ქირურგიული დაავადებების დროს"