როცა დიეტა შედეგს არ იძლევა - როგორ ტარდება ბარიატრიული ოპერაციები (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა დიეტა შედეგს არ იძლევა - როგორ ტარდება ბარიატრიული ოპერაციები (ნახეთ ვიდეო)

ექიმი გირჩევთ ბარიატრიული ოპერაციის ჩატარებას(ოპერაციები გახდომის მიზნით).

ბარიატრიული ოპერაციის ორი სახე არსებობს: რესტრიქციული და მალაბსორბციული. 1) რესტრიქციული - ამცირებს კუჭის ზომას და შესაბამისად სიმაძღრის შეგრძნება მალე დგება. ოპერაციის შემდეგ კუჭს შეუძლია ერთი ჭიქის ოდენობის საკვები დაიტიოს, მაშინ როცა, ჩვეულებრივი, არანაოპერაციები კუჭი 4-6 ჭიქას იტევს. და 2) მალაბსორბციული - ამცირებს საკვების შეწოვას წვრილ ნაწლავში.

ასევე, შემუშავებულია კომბინირებული ოპერაციები, რომლებიც მოიცავენ ორივე მეთოდს.

კუჭის შუნტირება ე.წ რუს(იგრეკისმაგვარი) წესით არის როგორც რესტრიქციული, ისე მალაბსორბციული პროცედურის კომბინაცია - მცირდება კუჭის ზომა და აგრეთვე, კალორიების აბსორბციას წვრილ ნაწლავში.

ბარიატრიული ოპერაცია მოითხოვს ზოგად ანესთეზიას.

ოპერაციისთვის ქირურგი ორიდან ერთ-ერთ მიდგომას გამოიყენებს.

ღია მეთოდი მოითხოვს 20-25 სმ-მდე სიგრძის განაკვეთის გატარებას მუცელზე.

ლაპაროსკოპიული მეთოდი საჭიროებს მხოლოდ რამდენიმე ნახვრეტოვან განაკვეთს, რომელთა საშუალებითაც მუცლის ღრუში ათავსებენ ლაპაროსკოპს და სხვა საჭირო ქირურგიულ ინსტრუმენტებს.

ლაპაროსკოპი გამანათებელი მოწყობილობით აღჭურვილი თხელი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მუცლის ღრუს დანახვა ეკრანზე.

ოპერაციის ჩატარებისას ე .წ. რუს მეთოდით, ქირურგი გამოიყენებს ქირურგიულ სტეპლერს. ამ გზით გაჰყოფს კუჭს ორ ნაწილად.

ზედა, უფრო მცირე ზომის ნაწილი, ახალი კუჭის მოვალობას შეასრულებს.

კუჭის ქვედა ნაწილი კი გააგრძელებს მომნელებელი წვენების გამოყოფას, მაგრამ აღარ მიიღებს საჭმელს.

შემდეგ ეტაპზე ქირურგი გადაჭრის წვრილ ნაწლავს კუჭიდან საკმაოდ მოშორებით. ერთ თავისუფალ ბოლოს ზემოთ აიტანს და დაუკავშირებს ახალ კუჭს. შემდეგ მეორე თავისუფალ ბოლოს დაუკავშირებს წვრილი ნაწლავის შორს მდებარე ნაწილს, ისე რომ საბოლოოდ ვიღებთ Y-ის ფორმის კონსტრუქციას.

შედეგად, საკვები გვერდს აუვლის კუჭის ქვედა ნაწილს და წვრილი ნაწლავის ზედა სეგმენტს, რითიც მცირდება შეწოვილი კალორიების რაოდენობა.

კუჭის ბანდაჟირება რესტრიქციული ოპერაციების ჯგუფში შედის. წონის დაკლება ამ დროს ორი გზით ხდება: კუჭის შეკუმშვით და ვიწრო გასავლის დატოვებით რომელიც კუჭის ზედა მცირე სეგმენტს აკავშირებს ქვედა დიდ სეგმენტთან. ამ გასავლის გავლით საკვები ძალიან ნელა გადაადგილდება, შესაბამისად, სიმაძღრის გრძნობა ჩვეულებრივზე ადრე დგება და უფრო დიდხანს გრძელდება.

გასტროპლასტიკა კუჭის ვერტიკალური ბანდაჟირებით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კუჭის დასტეპლერება, ტარდება ფანჯრის შექმნით კუჭის ზედა სეგმენტში. სტეპლერები თავსდება ამ ოვალური ფანჯრის გარშემო და სიგრძივად საყლაპავის კუთხემდე. შემდეგ ქირურგი ფანჯრის გავლით კუჭის გარეთა კიდეს შემოავლებს არაელასტიურ ბანდაჟს, რომელიც ხელს შეუშლის კუჭის ამ უბნის გაფართოებას. საჭმელი გადაადგილდება კუჭის სტეპლერებით მოსაზღვრული ნაწილის გავლით ამ ვიწრო გასავალში და შემდეგ მომნელებელი სისტემის დანარჩენ ნაწილში.

კუჭის რეგულირებადი ბანდაჟირებისას ქირურგი კუჭის ზედა სეგმენტის გარშემო ათავსებს გასაბერ ბანდაჟს. როდესაც ბანდაჟი იბერება, უჭერს კუჭს და ტოვებს ვიწრო გასასვლელს კუჭის ზედა და ქვედა სეგმენტს შორის. ეს შესაძლოა გაკეთდეს უმცირესი განაკვეთებით ლაპაროსკოპის გამოყენებით. ბანდაჟი შესაძლოა დარეგულირდეს ნებისმიერ დროს.

ბილიოპანკრეატული შუნტირება მალაბსორბციული პროცედურაა. პირველი საფეხურია კუჭის ქვედა სეგმენტის მოკვეთა და ზედა მცირე სეგმენტის დატოვება. შემდეგ წვრილი ნაწლავი მიეკერება კუჭის დარჩენილ ნაწილს.

ეს ქმნის პირდაპირ გზას კუჭიდან წვრილი ნაწლავის ბოლო სეგმენტამდე. საკვები გვერდს უვლის თორმეტგოჯა ნაწლავს და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილს (მლივ ნაწლავს), შედეგად საკვები ნივთიერებების აბსორბცია მცირე რაოდენობით ხდება.

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ქირურგი ჭრილობას ხურავს ნაკერების ან სტეპლერის გამოყენებით.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაყავთ პალატაში სამეთვალყურეოდ. ინიშნება ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტები და კვება, რომლის დაცვა აუცილებელია.

ასევე წაიკითხეთ: ბარიატრიული ოპერაციები