„გლანდების“ ოპერაციის შემდეგ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი სამჯერ იზრდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
„გლანდების“ ოპერაციის შემდეგ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი სამჯერ იზრდება
„გლანდების“ ოპერაციის შემდეგ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი სამჯერ იზრდება
დღესდღეობით ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციებია. ადენოიდები და ტონზილები ლიმფური ორგანოებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევას აღწერს გამოცემა Jamanetwork. მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური სამუშაო და შეისწავლეს მსგავსი ოპერაციული ჩარევის გრძელვადიანი რისკები.

კვლევაში მონაწილეობდა დანიაში 1979-1999 წლებში დაბადებული თითქმის 1, 2 მილიონი ბავშვი. მათ შორის 17 460 ბავშვს 9 წლამდე ჩაუტარდა ადენოიდექტომია, 11 830 - ტონზილექტომია, 31 377 - ადენოტონზილექტომია, ხშირი ავადობის გამო. მათ ჯანმრთელობას ექიმები 20-30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

გამოირკვა, რომ ბავშვობაში ტონზილექტომიისა და
ადენოიდექტომიის შემდგომ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი 3-ჯერ მეტია, მათთან შედარებით, ვისაც მსგავსი ოპერაციები არ გადაუტანიათ.

ექსპერტებს მიაჩინათ, რომ უნდა შეფასდეს მოკლე და გრძელვადიანი რისკები. ზოგჯერ ოპერაცია გამართლებულია, ხოლო რიგ შემთხვევაში შეიძლება კონსერვატული მკურნალობით შემოვიფარგლოთ. ადენოიდებისა და ნუშურების ამოკვეთის თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება,
რადგანაც ეს ორგანოები დამცავი ფარია, რომლებიც ხელს უშლის ინფექციის ორგანიზმში შეჭრას.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად 40%–იანი დამწვრობა მიიღო, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
მკვლევარებმა წარმოადგინეს უნიკალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ დაზიანებულ ქსოვილს რამოდენიმე
რუსმა მკვლევარებმა კრასნოიარსკიდან წარმოადგინეს ბაქტერიული ცელულოზისგან შექმნილი უცნაური აპკები (ერთგვარი გარსები), რომლებიც
როგორ ამოვიცნოთ აპენდიციტი? (ნახეთ ვიდეო)
აღმოჩნდა, რომ შაქარს შეუძლია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მქონე ადამიანთა დახმარება, მაგალითად, მოხუცებულებისა და შაქრიანი
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება