უნიკალური წებოს საშუალებით ჭრილობაზე ნაკერების დადება საჭირო აღარ იქნება
წამის განმავლობაში ახორცებს. საუბარია ახალ ქირურგიულ წებოზე, რომელიც ნაკერების სრულად ჩანაცვლების საშუალებად აღიარეს. ეს პროდუქტი სიდნეის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
წებო გამოირჩევა მაღალი ელასტიურობით, რაც ცოცხალი ქსოვილის ნებისმიერი ცვლილების პირობებში, ჭრილობის დახურვის გარანტიაა. ნივთიერება მუშაობს შინაგან დაზიანებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თხევად გარემოშიც ეფექტურია. ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, წებო ჭრილობას 60 წამის განმავლობაში ხურავს. მის შემადგენლობაში შედის ხსნადი ენზიმები, რომელთა შეცვლა შესაძლებელია, რაც ეფექტის ხანგრძლივობის მოდიფიცირების საშუალებას იძლევა. წებო შეიძლება გაჩერდეს რამოდენიმე საათიდან, თვემდე.
აღნიშნული საშუალება თხევად მდგომარეობაში შედის ნებისმიერ ჭრილობაში და სწრაფად ავსებს ღრუს, ამაგრებს არტერიას, გადაჭრილ ფილტვს. ეფექტურობა მღრღნელებსა და გოჭებზე გამოსცადეს.
ლალი ჩხიკვაძე