ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ზოგადი ქირურგია
მედიცინისა და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება ჩვენს დროში შესამჩნევად შეიცვალა. წინათ, იმ ავადსახსენებელ საბჭოთა ეპოქაში, როცა სამედიცინო მომსახურება ასე თუ ისე უფასოდ ითვლებოდა, სასწრაფო დახმარების ექიმები ვალდებულნი იყვნენ, მუცლის ტკივილით შეწუხებული პაციენტი აუცილებლად საავადმყოფოში გადაეყვანათ, ახლა კი საკმარისია, ავადმყოფმა ან მისი ოჯახის წევრმა ერთ ფარატინა ფურცელს, რომელიც სასწრაფოს ექიმებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, მოაწეროს ხელი და ყველაფერი რიგზეა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ექიმი დღესაც ვალდებულია, აუხსნას ავადმყოფს მოსალოდნელი შედეგები და უფრო მეტიც - საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რითია გამოწვეული მუცლის ტკივილისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ამას მკითხველი ჩვენი სტატიის მეშვეობით შეიტყობს.
ვესაუბრებით თსსუ-ის ურგენტული ქირურგიის კათედრის პროფესორს, მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგეს, მედიცინის დოქტორ ალექსანდრე გორდელაძეს.- ბატონო ალექსანდრე, რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა?- სისხლდენის უშუალო მიზეზი სისხლძარღვის დაზიანებაა. სისხლძარღვი შესაძლოა დააზიანოს მექანიკურმა ფაქტორმა, პათოლოგიურმა პროცესმა (ავთვისებიანმა სიმსივნემ, ჩირქოვანმა ანთებამ, წყლულმა). გარდა ამისა, სისხლდენის მიზეზად შესაძლოა იქცეს სისხლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა და სისხლის ქიმიური თვისებების შეცვლა, კერძოდ, შედედების უნარის დაქვეითება. შესაძლოა, სისხლის წითელი ბურთულები დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლიდანაც გამოვიდეს, მაგალითად, ანთებითი და შეშუპებითი მოვლენების დროს.
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა