ტროფიკული წყლულის მკურნალობა - კომპრესია ხელს უწყობს ტროფიკული წყლულების შეხორცებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტროფიკული წყლულის მკურნალობა - კომპრესია ხელს უწყობს ტროფიკული წყლულების შეხორცებას

არსებობს მკურნალობის ორი გზა - ქირურგიული და კონსერვატიული. აქვე გეტყვით, რომ მათი დაპირისპირება არ ღირს - ორივეს თავ-თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. ქირურგები უმეტესად ვენების ოპერაციას ამჯობინებენ. სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებისა და ქსოვილების კვების აღდგენის შემდეგ, წესით, წყლული უნდა შეხორცდეს. მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა: ქირურგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩირქოვანი კერის არსებობისას ვენებზე ოპერაციის გაკეთება საშიშია.

იწყება პაციენტის კონსერვატიული მკურნალობა და იგი მოჯადოებულ წრეში ხვდება: წყლული არ ხორცდება, რადგან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, ხოლო ოპერაციას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ჩირქოვანი გართულებისა. რა თქმა უნდა, ბევრ პაციენტს მედიკამენტური მკურნალობისა და სამკურნალო შეხვევების შედეგად წყლულები უხორცდება, მაგრამ გაივლის დრო და იარა ისევ დააღებს პირს.

გასაგებია, რომ ასე გაგრძელდება, სანამ არ მოისპობა ფეხში ვენური შეგუბების მიზეზი. ბევრ პაციენტს ქირურგები კონსერვატიული მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდს - კომპრესიულ თერაპიას სთავაზობენ, თუმცა პაციენტები მასზე რატომღაც ხშირად ამბობენ უარს, არადა ელასტიკური ბანდით ქვედა კიდურების შეხვევის ეფექტი მეტად თვალსაჩინოა - ვენების დიამეტრი მცირდება, სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება ქრება.

გარდა იმისა, რომ კომპრესია ხელს უწყობს ტროფიკული წყლულების შეხორცებას, იგი პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაც არის. ერთი სიტყვით, ტროფიკული წყლულის მკურნალობა ადვილი არ არის. საჭიროა მისი მიზეზის ლიკვიდაცია, ძირითადი დაავადების მკურნალობა, ვიტამინების გამოყენება, აბაზანები, ფიზიოთერაპიული საშუალებები, ბაროკამერა. ვენების ტონუსის ასაწევად გამოიყენება პრეპარატები: ესკუზანი, ტროქსევაზინი, ვენორუტონი, ახალი თაობის პრეპარატებიდან - დეტრალექსი, კურიოზინი, ენდოთელონი და სხვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ არც ერთი წამალი არ იძლევა სასურველ შედეგს.

258823792-185615853771498-1865184629640859884-n-1637310056.png

საჭიროა ხანგრძლივი წოლა, კიდურის შემაღლებულ მდგომარეობაში მოსვენება, თაბაშირის არტაშნის ან ყრუ ნახვევის დადება. არის შემთხვევები, როცა წყლულის მომზადების შემდეგ შედეგი მოაქვს კანის გადანერგვას ან შეცვლილი ქსოვილების ამოკვეთას და დეფექტის დახურვას. ნაწიბურის დაწყლულებისას კი აუცილებელია მისი მთლიანად მოცილება, რადგან ასეთი ქრონიკული წყლული ადვილად გადაგვარდება კიბოდ.

რაც შეეხება პროფილაქტიკას, გეტყვით, რომ ვენების დაავადების დროს საჭიროა დავიცვათ დიეტა: მკვეთრად შევზღუდოთ მარილი და სანელებლები; უარი ვთქვათ მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე, არ ავწიოთ მძიმე საგნები, დიდხანს არ ვიყოთ უმოძრაოდ. საერთო ტონუსის ასამაღლებლად სასარგებლოა ცივი წყლის გადავლება. ცხელი აბაზანები მავნებელია. მავნებელია ზედმეტად შემოტმასნილი ტანსაცმელიც, ისევე როგორც საჭიროების გარეშე ბანდაჟისა და მუცლის მაკორექტირებელი სარტყლების ტარება. ყურადღება მიაქციეთ წონასაც.

ზედმეტი მასა მრავალი დაავადების რისკფაქტორია. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი ასეთია: თავი არიდეთ თვითმკურნალობას, რადგან ტროფიკული წყლული შეიძლება ისეთი მიზეზების გამო წარმოიშვას, რომელთა გამოვლენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. მართებული დიაგნოზისა და ხანგრძლივი (დაჟინებული) მკურნალობის შედეგად პრაქტიკულად ყველა პაციენტი შეიძლება განიკურნოს ტროფიკული წყლულისგან. მთავარი მკურნალობის დროულად დაწყებაა.