რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
სასარგებლო რჩევები ქალებისთვის
სასარგებლო რჩევები ქალებისთვის
* ნუ ივარჯიშებთ დილას, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.


ყველა ჰორმონი, რომელიც ორგანიზმის ცხოველმყოფელობას არეგულირებს, სისხლში მხოლოდ დილის 11 საათისთვის გადაისროლება, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა ამ დრომდე ორგანიზმს აზიანებს. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ 11 საათის შემდეგ დაიშვება.
* თუ წონას გამუდმებით აკონტროლებთ, არასოდეს შეჭამოთ პაშტეტი და დალიოთ კაკაო.
* ნუ გარეცხავთ საღამოს ჭურჭელს – დატოვეთ ის დილისთვის. საერთოდ, საღამოს და ღამით მოერიდეთ ფიზიკურ სამუშაოს. ამ დროისთვის მცირდება კუნთების ძალა. ყველაზე დაბალი შრომის ნაყოფიერება აღინიშნება ღამის 2-დან 4 საათამდე.
* ბოსტნეულში მაქსიმალური რაოდენობით სასარგებლო
ნივთიერებები რომ შენარჩუნდეს, ის მარილწყალში მოხარშეთ. ბოსტნეული მდუღარეში უნდა ჩაყაროთ და ნელ ცეცხლზე ხარშოთ.
* სრულფასოვანი ძილი სიმსუქნისგანაც გვიცავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვისაც 5 და ნაკლები საათი სძინავს, უფრო მეტს იწონის, ვიდრე ის, ვინც 7 საათს იძინებს.


როგორ შევარჩიოთ ბალიში

ღამის სრულფასოვანი ძილისა და დასვენების
მნიშვნელობის შესახებ ყველასათვის ცნობილია. აღარავინ ეჭვობს, რომ ხარისხიანი ორთოპედიული მატრასი ახირება კი არა, საციცოცხლო აუცილებლობაა. ამასთან, ცოტამ თუ იცის ისეთი აქსესუარის მნიშვნელობის შესახებ, როგორიც ბალიშია.

ბალიშები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, სიმაღლით, სიმაგრით და შიგთავსით. ამ ფაქტორების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ: სქესი, ასაკი, მხრის სიგანე, ძილის დროს საყვარელი პოზა, მატრასის სიმაგრე.

ბალიშის ფორმა: ბალიშს შეიძლება ჰქონდეს კლასიკური, კვადრატის ან ანატომიური, რგოლისებური ფორმა. თუ გვერდზე გძინავთ, თქვენ უნდა დაიძინოთ სხვადასხვა სიმაღლის რგოლიან ბალიშზე. თუ ზურგზე გძინავთ – კლასიკური ფორმის ბალიში გამოგადგებათ.

კვადრატული ბალიშები წარსულს ჩაბარდა. ბალიშმა უნდა დაიჭიროს თავი და ხერხემლის კისრის ნაწილი.

ბალიშის სიმაღლე. გვერდზე წოლისას ბალიშის სიმაღლე მხრის სიგანეს უნდა შეესაბამებოდეს. ზურგზე ან მუცელზე წოლისას უფრო დაბალი ბალიში გამოგვადგება. ამასთან, მამაკაცის ბალიში ქალისაზე უფრო მაღალი უნდა იყოს.

  • ზურგზე ძილისას გამოგვადგება 8-10 სმ სიმაღლის ბალიში.
  • მათთვის, ვინც ზურგზეც წევს და გვერდზეც, რეკომენდებულია 10-13 სმ სიმაღლის ბალიში.
  • მათთვის, ვინც უპირატესობას გვერდზე ძილს ანიჭებს, 10-14 სმ სიმაღლის ბალიშია მისაღები.
  • მუცელზე წოლისას ყველაზე დაბალი, 6-8 სმ სიმაღლის მოდელები შეარჩიეთ.

რბილი მატრასისას ბალიში უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე მაგარ ზედაპირზე წოლისას.

ბალიშის სიმაგრე – ასევე ძილის პოზით განისაზღვრება. გვერდზე წოლისას საჭიროა მაგარი ბალიში, რომელიც კარგად დაიჭერს თავსა და კისერს. ზურგზე წოლის მოყვარულებს კი შეუძლიათ შეარჩიონ საშუალო სიმაგრის ბალიში, ხოლო მუცელზე ვისაც უყვარს ძილი, ბალიში რბილი უნდა შეარჩიოს.

ბალიშის შიგთავსი – უმნიშვნელოვანესი პარამეტრია. ყველაზე ხარისხიან მასალად ითვლება ლატექსი, ანატომიური ქაფი... სწორედ ეს ფაქტურა უზრუნველყოფს თავის კარგად დაჭერას და აქვს შესანიშნავი საექსპლუატაციო მახასიათებლები.

ბუმბულისა და სინთეპონის ბალიშები ნაკლებად იჭერს ხერხემლის კისრის ნაწილს, რადგანაც რბილია და იტკეპნება. ამასთან, ეს ბალიშები 6 თვეში ერთხელ უნდა ვცვალოთ, რადგანაც მათში შეიძლება ალერგენები და პათოლოგიური მიკროორგანიზმები დაგროვდეს.

შესაძლებელია შერჩეულ ბალიშს პირველ ხანებში ვერ შეეგუოთ, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა. თუმცა სწორად შერჩეული ბალიშით დროთა განმავლობაში გაიღვიძებთ მსუბუქად და კარგი განწყობით.


თაფლის შენახვის ძირითადი წესები

თაფლი შესაბამის ჭურჭელსა და სწორ ადგილას წლების განმავლობაში ისე შეიძლება შევინახოთ, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.


ტემპერატურა

ოპტიმალურად ითვლება -6, +20°С ტემპერატურა. ოთახის ტემპერატურაზე ჯობს თაფლი არ შევინახოთ. 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვისას ვიტამინების ნაწილი იშლება. თუ თაფლს +40°С მეტად გავაცხელებთ, ვიტამინებისა და სასარგებლო თვისებების ნაწილი მაშინვე იკარგება. დაბალი, 0 გრადუსზე ქვევით ტემპერატურა თაფლის ხარსხზე გავლენას არ ახდენს. ის უბრალოდ მაგრდება.

სჯობს შენახვის ტემპერატურა არ ვცვალოთ, რადგანაც შეიძლება თაფლი არაერთგვაროვნად დაკრისტალდეს.


ჭურჭელი

საუკეთესო ვარიანტია მუქი მინის ქილა მჭიდრო სარქველით. გამოსადეგია ასევე მომინანქრებული ან კერამიკული ჭურჭელი.

თაფლის შენახვა არ შეიძლება რკინის, მოთუთიებულ ან დაზიანებულ მომინანქრებული ჭურჭელში.

თაფლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი უნდა იყოს იდეალურად სუფთა და მშრალი.


ტენიანობა

რაც უფრო დაბალია ტენიანობა, მით უკეთესია. თაფლი კარგად ისრუტავს ტენს გარემოდან, ამიტომ ჭურჭელს მჭიდროდ უნდა დაახუროთ სარქველი.


სინათლე

არ შეიძლება თაფლის შენახვა მზის სინათლეზე. მზის სხივები აცხელებს ქილას და თაფლი სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს კარგავს. კერძოდ კი, სინათლის მოქმედებით შეიძლება დაიშალოს ფერმენტი ინჰიბინი, რომელიც თაფლის ანტიმიკრობულ თვისებებზეა პასუხისმგებელი. საუკეთესოა ქილის ბნელ ადგილას მოთავსება.


სუნი

არ შეიძლება თაფლის შენახვა ძლიერი არომატის მქონე ნივთიერებებთან ახლოს (თევზი, საღებავები, ბენზინი და ა.შ.). მჭიდრო სარქველის მიუხედავად, თაფლი შეიძლება გაიჟღინთოს ახლოს არსებული ყველა არომატით.


თაფლი კულინარიაში

  • თაფლი შაქარზე ტკბილია, ამიტომ შაქრის თაფლით ჩანაცვლებისას თაფლის რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ უნდა შევამციროთ.
  • თაფლი ათხელებს ცომს. ამიტომ თაფლის დამატებისას უნდა შევამციროთ სითხის რაოდენობა.
  • თაფლის დამატებისას ფუნთუშები და კექსი დიდხანს აღარ ხმება.
  • თაფლი წყალზე გაცილებით მძიმეა. 1 ჩაის ჭიქაში დაახლოებით 350 გ თაფლი თავსდება.
  • თაფლი ნამცხვარს ყავისფერ შეფერილობას აძლევს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ცნობილია, რომ ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
05-04-2018
ვარჯიშის დროს - სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში, ფიტნესი თუ სხვა, ისე უნდა გეცვათ,
05-04-2018
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
04-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა.
ზამთარში ჩაფუთნული სიარულისას ბევრი ვიზუალური ნაკლი იმალება. ზაფხულის მოახლოებისთანავე კი გვახსენდება, რომ უნდა დავიკლოთ წონაში, მოვიშოროთ ცელულიტები, გავითეთროთ კბილები, მოვუაროთ სახის კანს, ნაკვთებს და სხვა მრავალი.
ვარჯიშის დროს - სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში, ფიტნესი თუ სხვა, ისე უნდა გეცვათ,
ჩვენში, რატომღაც, ერთგვარ ტაბუდადებულ თემად არის მიჩნეული "კლიმაქსი", ქალბატონებს რცხვენიათ მასზე საუბარი, მამაკაცთა ნაწილს კი
34 წლის მარინა ბურდული საკუთარ ისტორიას გვიამბობს, რომელიც გულგრილს ვერავის დაგტოვებთ:
მარტი ყველასთვის საყვარელია, რადგან გაზაფხულის პირველი თვეა, თანაც სწორედ ამ თვეში აღინიშნება დედისა და ქალთა დღეც.
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის