როგორ მოვემზადოთ კლიმაქსურ პერიოდთან შესახვედრად? - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
როგორ მოვემზადოთ კლიმაქსურ პერიოდთან შესახვედრად?
როგორ მოვემზადოთ კლიმაქსურ პერიოდთან შესახვედრად?
ჩვენში, რატომღაც, ერთგვარ ტაბუდადებულ თემად არის მიჩნეული "კლიმაქსი", ქალბატონებს რცხვენიათ მასზე საუბარი, მამაკაცთა ნაწილს კი აგრესია ან ცინიკური დამოკიდებულება უჩნდებათ, როცა ამ თემაზე ვინმე საუბრობს. ეს მოსაზრება სუბიექტურად არ გამოგვითქვამს, "მკურნალის" ფეისბუქ-გვერდზე კლიმაქსის შესახებ გამოქვეყნებულ შეკითხვებს მოჰყვება ხოლმე კომენტარები, რის მიხედვითაც ვიგებთ საზოგადოებრივ აზრს.

ბევრს კი მიაჩნია, რომ კლიმაქსი ბუნებრივი მდგომარეობაა და არავითარი საუბარი ამაზე და მით უმეტეს მკურნალობა არ სჭირდება ამ პერიოდში ქალს.

ჩვენს მკითხველს ხაზგასმით გვინდა ვუთხრათ, რომ "კლიმაქსი" არის ქალის გარკვეული ასაკობრივი პერიოდის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ იგი
ხშირად ისეთი ძლიერი გამოვლინებებით ხასიათდება, რომ დახმარების გარეშე ქალის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ გვექნება სწორი ინფორმაცია ამ მდგომარეობაზე და სწორად და დროულად ჩავერევით, რათა ჩვენმა ორგანიზმმა განაგრძოს ჯანსაღად ფუნქციონირება.

სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. ამ
დროს ქალებს აწუხებთ:
• ალები,
• ოფლიანობა,
• ძილის დარღვევები,
• დეპრესიული მდგომარეობა,
• ადვილად აგზნება,
• თავბრუხვევა,
• გულისცემის აჩქარება,
• მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა უბანში,
• შფოთვა.
ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით, კერძოდ კი ესტროგენების მკვეთრი დეფიციტით არის გამოწვეული და შესაძლოა, ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინოს თავი.

გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონთა ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს ეკუთვნის:
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,
• ოსტეოპოროზი,
• შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა).
ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალში იჩენს თავს.

დადგენილია, რომ აღმოსავლელ ქალებს კლიმაქსურ პერიოდში ალები იშვიათად აწუხებთ. იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. ამ საიდუმლოს გასაღები მათი რაციონია, რომელიც ღარიბია ცხიმით და მდიდარი - მცენარეული ესტროგენების შემცველი სოიის პროდუქტებით.

ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, სისხლში ესტროგენების დონის მკვეთრი დაცემისას, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ვითარდება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზს ძვლების ნელი ტემპით განლევა ახასიათებს. მისი პირველი გამოვლინება გახლავთ ხერხემლის მალების მიკრომოტეხილობით გამოწვეული ტკივილები. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა - ბარძაყის თავის მოტეხილობა.

ოსტეოპოროზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა, რისთვისაც ზრუნვა მენოპაუზამდე უნდა დავიწყოთ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალებში პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია.

ესტროგენები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს (კარგი ქოლესტერინი); იცავს სისხლძარღვებს აგრესიული თავისუფალი რადიკალებისგან; აფართოებს მათ სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის შემცირება-შეწყვეტას იწვევს, რასაც ქალის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება.

შარდის შეუკავებლობა შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიასა და სისხლძარღვოვან ცვლილებებთან ერთად ესტროგენების დეფიციტითაც არის გამოწვეული.

გარდა ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, ესტროგენების დეფიციტი იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, რომლის შედეგადაც ნაოჭდება კანი, მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი. ვითარდება ქრონიკული კონიუნქტივიტი.

ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის, ე.წ. სახსრების საცხის, წარმოქმნას. შესაბამისად, კლიმაქსურ პერიოდში მათი ნაკლებობა სახსრების ტკივილს განაპირობებს.
ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ალცჰაიმერის დაავადება (მოხუცებულობის გონებასუსტობა) პირდაპირ უკავშირდება ჰორმონების დონეს. ესტროგენები აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მომოქცევას და გვისახავს იმედს, რომ ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია ხანდაზმულებს მომავალში მაინც ააცილებს თავიდან ამ უკურნებელ სენს.

მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
• ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
• ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
• საკმარისი ფიზიკური აქტივობით.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ანუ ქიმიური პრეპარატების დანიშვნა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია აუცილებელი და ექიმის მითითებით ხდება. მძიმე დეფიციტის განვითარებამდე კი ორგანიზმს ბუნებრივი ესტროგენების მიღებით და ფიზიკური აქტივობით უნდა დავეხმაროთ.

ჯანსაღი და ბალანსირებული კვება გულისხმობს კალციუმით და ბუნებრივი ესტროგენებით მდიდარი საკვების მიღებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში არ "დამაგრდება", ასევე სასურველია ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვა, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული სურსათის მიღება.

იმისათვის, რომ მენოპაუზამდელ და მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ბუნებრივი ესტროგენი და შეივსოს მისი დეფიციტი, აგრეთვე მიიღოს კალციუმის საჭირო რაოდენობა და სხვა ვიტამინები, რომლებიც კლიმაქსის პერიოდს ორგანიზმს უმტკივნეულოდ და ყოველგვარი გართულების გარეშე გადაატანინებს, ბრიტანულმა კომპანიამ, ვიტაბიოტიკსმა შექმნა კომბინირებული ბუნებრივი პრეპარატი მენოპეისი კალციუმი, რომლის ძირითადი კომპონენტებია სოიო და კალციუმი, აგრეთვე ყველა ის ვიტამინი, რომლებიც 40 წლიდან აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის.

პრეპარატი განკუთვნილია 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის, მენოპაუზის და მის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით ადრეული მენოპაუზის დროს, ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, აგრეთვე ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

საკმარისია ორი აბი დღეში ძირითადი კვების დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ. მიიღეთ წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.


mkurnali.ge

ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 02-05-2018
თეა
გამარჯობათ.ხომ ვერ მეტყვით ამ წამლის ღირებულებას ?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
04-03-2018
გარდატეხის ასაკის მოზარდები ძალიან ფაქიზ და სათუთ დამოკიდებულებას საჭიროებენ.
04-03-2018
გთავაზობთ კუნელის ნაყენის მომზადების რეცეპტს მამაკაცური კლიმაქსის
28-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სიახლე როდია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკა, ანუ მათი არიდება, გაცილებით შედეგიანია, ვიდრე არსებული დაავადების მკურნალობა.
საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობითაა ისეთი საოფლე ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლია კანის
შოტლანდიელი მეცნიერები აბერდინის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ ქალებმა მენოპაუზის პერიოდში
ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა.
ზამთარში ჩაფუთნული სიარულისას ბევრი ვიზუალური ნაკლი იმალება. ზაფხულის მოახლოებისთანავე კი გვახსენდება, რომ უნდა დავიკლოთ წონაში, მოვიშოროთ ცელულიტები, გავითეთროთ კბილები, მოვუაროთ სახის კანს, ნაკვთებს და სხვა მრავალი.
ვარჯიშის დროს - სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში, ფიტნესი თუ სხვა, ისე უნდა გეცვათ,
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868