რა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას ზოგიერთი მოდური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
მაგალითად, ვიწრო ჯინსები ზღუდავს მენჯბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოძრაობას და ცვლის თავად სხეულის მოძრაობის მექანიკას.
კვლევის თანახმად, ქალების 73% აწუხებს ზურგის ტკივილი. ტანსაცმელი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, ქალების 28% არ იცის, რომ ტანსაცმელი დაკავშირებულია ზურგის, კისრის ტკივილთან და ცუდ ტანდეგობასთან. დაახლოებით 33%-მა ამ დამოკიდებულების შესახებ არაფერი იცის.
ასევე დადგინდა, რომ ქალების დაახლოებით 20% ატარებს ფეხსაცმელს ფეხის უკანა დამჭერის (საქუსარის) გარეშე. ეს ზრდის ფეხებსა და ხერხემალზე დატვირთვას. მანდილოსნების 10% მძიმე სამკაულებს (მაგალითად, დიდი ზომის ყელსაბამი) ირჩევს. ის კი აწვება კისერს და ცვლის ტანდეგობას. ასე ხდება მაშინაც, როდესაც ქალი დიდ, ძმიმე კაპიუშონიან პალტოს იცვამს.
ლალი ჩხიკვაძე