აქვს თუ არა დაბადების თარიღს გავლენა სხვადასხვა ავადმყოფობაზე - რა დაასკვნეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქვს თუ არა დაბადების თარიღს გავლენა სხვადასხვა ავადმყოფობაზე - რა დაასკვნეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა

ამონაწერი “ვარსკვლავური” ალგორითმიდან

  • გაზაფხულზე დაბადებულები გაცილებით ჯანმრთელნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ქვეყნიერებას შემოდგომაზე მოევლინა;
  • ყველაზე შესაშური ჯანმრთელობით მაისში დაბადებული ბავშვები გამოირჩევიან;
  • ავადმყოფობის ყველაზე მაღალი რისკი ოქტომბერში დაბადებულებს აქვთ;
  • იმუნური სისტემის დაავადებები ყველაზე მეტად ნოემბერში დაბადებულებს ემუქრებათ;
  • ბრონქული ასთმა ყველაზე ხშირად ივლისსა და ოქტომბერში დაბადებულების პრობლემაა;
  • მარტში დაბადებულთათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია დამახასიათებელი.

მოსალოდნელ დაავადებათა ნუსხა თვეების მიხედვით:

  • იანვარი - ჰიპერტონია, კარდიომიოპათია;
  • თებერვალი - ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები;
  • მარტი - გულის უკმარისობა, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, არითმია;
  • აპრილი - სტენოკარდია;
  • მაისი - ყველაზე იღბლიანი თვეა, ამ თვეში დაბადებულებს შეუძლიათ, მთელი სიცოცხლე შესაშური ჯანმრთელობით დატკბნენ;
  • ივნისი - წინარეინფარქტული სინდრომი, ძლიერი სტენოკარდია;
  • ივლისი - ასთმა;
  • აგვისტო - ისეთივე ბედნიერი თვეა, როგორიც მაისი;
  • სექტემბერი - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
  • ოქტომბერი - ალერგია, სასუნთქი გზების ინფექციები;
  • ნოემბერი - არითმია, ფილტვის პათოლოგიები;
  • დეკემბერი - თრომბების წარმოქმნისა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება.

მეცნიერთა დასკვნა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ თვეში დაიბადა, აუცილებლად რომელიმე კონკრეტული ავადმყოფობა დაემართება - ეს მონაცემები მხოლოდ დაავადების აღმოცენების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს. ბევრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა - გაფრთხილებული ხომ შეიარაღებულიცაა, ფხიზლობს, ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობას, იტარებს მოსალოდნელი პრობლემის თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და არ დაუშვებს იმ კრიტიკული მომენტის დადგომას, როცა შორს წასული კლინიკური ფორმის გამო სამედიცინო დახმარება დაგვიანებული ან უშედეგო აღმოჩნდება. ამ ტიპის კვლევები ამჟამად შვედეთში, დანიასა და ავსტრიაშიც მიმდინარეობს. სპეციალისტებს იმ ფაქტორების დადგენა სურთ, რომლებიც ადამიანის დაბადების თარიღსა და ავადმყოფობის განვითარებას შორის არსებულ კანონზომიერ კავშირს განსაზღვრავს.