ბანანი "ბედნიერების ჰორმონის" გამომუშავებას ასტიმულირებს და ქოლესტერინის დონეს აქვეითებს
1. 100 გრამი ბანანი შეიცავს 376 მგ კალიუმს, რომელსაც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოჰყავს;
2. ეს ხილი ასტიმულირებს სეროტონინის - "ბედნიერების ჰორმონის" გამომუშავებას. ბანანის მიღების შემდეგ ხასიათი უმჯობესდება, რაც რამდენადმე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს;
3. 100 გრამი ბანანი შეიცავს 2,3 გრ უჯრედისს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს და აძლიერებს გულს;
4. დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, რელაქსაციისთვის მიირთვით ბანანის კოქტილი: აიღეთ 1 ბანანი, დაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ იოგურტი, თაფლი და ფორთოხლის წვენი;
5. ბანანი უძლიერესი აფროდიზიაკია, მასში არა მარტო კალიუმია, ასევე А ვიტამინი და ბუნებრივი შაქარი.
ლალი ჩხიკვაძე