გაზაფხული და ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხული და ქალი

2. გამოიყენეთ პასტელური ფერის კოსმეტიკა

მსუბუქი ტონები, მშვიდი ჩრდილები, ტუშის წვეთი წამწამებზე, სადა ტუჩსაცხი, უმჯობესია, ბზინვარე დამატენიანებელი ეფექტით. ხალისი და გამჭვირვალობა - აი, გაზაფხულის “გამოწვევა”. აქტუალური კოსმეტიკის კოლექციებს გვთავაზობენ ცნობილი ბრენდები. ასე რომ, ნუ იტყვით უარს საყვარელ კოსმეტიკაზე. მიუძღვენით საჩუქარი საკუთარ თავს ქალთა დღეს - ალბათ იპოვით იმას, რაც გჭირდებათ!

3. გაახარეთ საკუთარი თავი და ახლობლები სასიამოვნო საჩუქრებით

საჩუქრის მიძღვნა მიღებაზე არანაკლებ სასიამოვნოა. კალენდარული დღესასწაულების დროა. არ არის აუცილებელი რაიმე ძვირფასის შეძენა; მოიფიქრეთ “თემატური” ვარიანტი: კოსმეტიკა, სუნამო, სამკაული... იგივე შეგიძლიათ საკუთარ თავსაც მიუძღვნათ - გამოგადგებათ.

4. იზრუნეთ სხეულზე

არ არის საჭირო რეკორდების დამყარება ფიტნესკლუბში თუ სარბენ ბილიკზე; ვარჯიში შინაც შეიძლება. ცელულიტს კი შეგიძლიათ სალონში ებრძოლოთ. ჩაიტარეთ წყალმცენარეებით გაწმენდის კურსი. არ დაივიწყოთ პედიკიურიც - მალე დადგება ღია ფეხსაცმლის დრო!

5. უარი თქვით გაჯერებულ “ზამთრის” სუნამოებზე და მოსინჯეთ ყვავილოვანი არომატები

ნუ გაეხვევით  თბილი ნოტების ღრუბელში - ახლა სიმსუბუქის დროა! შეარჩიეთ ყვავილების ჰაეროვანი არომატი. პარფიუმერები ქმნიან ორქიდეის, აბზინდის, ნარგიზის, ზაფრანის საოცარ კომპოზიციებს.

6. იგრძენით ჰაერში ჩაღვრილი არომატი

ღამეები ჯერ კიდევ სუსხიანია, სამაგიეროდ, დღისით უკვე მზე ათბობს გარემოს, ბეღურები ჭიკჭიკებენ და ვგრძნობთ, რომ სამყაროში რაღაც იცვლება. დროა, თბილი ფეხსაცმელები შევინახოთ და ლაქის ბოტილიონები ჩავიცვათ, მოასფალტებულ გზაზე ქუსლების კაკუნით გავიაროთ და თვალი შევავლოთ ვიტრინებში საკუთარ ანარეკლს. საოცარი განცდაა...

7. შემატეთ გარდერობს ფერები

წამყვანი დიზაინერები ჭკუას კარგავენ “მცენარეულ” თემებზე. გაზაფხულის ფერებია ყველგან: ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ჩანთებზე, მოსართავებზე... ასეთ ტანსაცმელში ნებისმიერი აღნაგობის მქონე ქალები იდუმალ და მიუწვდომელ არსებებად იქცევიან.