სარკევ, სარკევ, მითხარი... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარკევ, სარკევ, მითხარი...

მეცნიერება და ინტენსიურად განვითარებადი სილამაზის ინდუსტრია დაბერებასთან ბრძოლის ახალ მეთოდებს გვთავაზობენ. არჩევანი დიდია: ანტიასაკობრივი კრემები, მეზოთერაპია, ბოტოქსი, ლაზერით წმენდა, თერმული ზემოქმედება. მაგრამ რამდენად გადაწონის ამ მეთოდების უპირატესობა მათთან დაკავშირებულ რისკს? ამერიკელი მეცნიერები ასე მსჯელობენ: “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი პრობლემას და რამდენად სურს მისი გადაჭრა”. დაბერების პროცესების შესწავლისას ახალი მეცნიერული ექსპერიმეტების გასაღებად იქცა კანის ბოჭკოვანი კარკასის - დერმული კოლაგენის ფიზიოლოგიის პრინციპების ფართო გაგება. გამოკვლევების შედეგად გამოიკვეთა ლიდერთა სამეული, რომელთაც შესწევთ უნარი, ახალგაზრდობა გაუხანგრძლივონ და დაუბრუნონ კანს. ესენია რეტინოლის (A ვიტამინი) ადგილობრივი გამოყენება, ლაზერული წმენდა ნახშირბადის დიოქსიდით და ნაოჭების ქვეშ, დერმის ფენაში, სპეციფიკური მჟავას შეყვანა. მკურნალობის ყოველი ტიპი დამოკიდებულია კანის უჯრედების ურთიერთქმედებაზე მის მიერვე გამომუშავებულ ფიბრობლასტების კოლაგენთან.

თავი დაანებეთ მოწევას

თავისუფალი რადიკალები, რომლებიც წარმოიქმნება მზის სხივების, თამბაქოს კვამლისა და სხვა ფაქტორების გავლენით, აბერებს კანს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ამით თრგუნავს ფიბრობლასტების უნარს, გამოიმუშაონ კოლაგენი, ამიტომ სხეულის ღია ადგილები (ხელები, სახე, კისერი და დეკოლტეს მიდამო) დაბერებას გაცილებით ადრე იწყებს. ამერიკელ მკვლევართა თქმით, საშუალებები, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობენ და რომლებიც დანაოჭებული კანის გასწორებას გვპირდება, სიყალბეა. ამ სფეროში ბევრი რეკლამაა და ნაკლები არსი. თუმცა რეტინოლის, A ვიტამინის განსაკუთრებული ფორმის, ადგილობრივი გამოყენება ერთ-ერთი ის მეთოდია, რომლის ეფექტურობა მეცნირულად არის დასაბუთებული. დამტკიცებულია, რომ რეტინოლი ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებულ კანშიც კი ასტიმულირებს ახალი კოლაგენის წარმოქმნას.

ოქროს ფასი

რეტინოლის უპრეცედენტო შესაძლებლობების მიღწევას მომხმარებელს ჰპირდება პრემიალური სააფთიაქო კოსმეტიკის ფრანგული მარკა ღOჩ-ი. მის ლაბორატორიებში შეიმუშავეს A ვიტამინის სტაბილიზაციისა და შენარჩუნების უნიკალური ტექნოლოგია. დადგენილია, რომ ის კანზე ყველაზე ეფექტურად და უსაფრთხოდ ზემოქმედებს. ამჟამად რეტინოლის გამოყენება კოსმეტიკის ოქროს სტანდარტად არის აღიარებული. ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტებს და ასაკობრივ კატეგორიას.