სილამაზე მსხვერპლის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზე მსხვერპლის გარეშე

აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რომ მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალი მამაკაცის თვალსაც უფრო მეტად იტაცებს. თუმცა ქუსლი გავლენას ახდენს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ თვითშეგრძნებაზეც და აქ მხოლოდ კოჟრებს როდი ეხება საქმე. როცა ფეხშიშველა დავდივართ ან დაბალძირიანი ფეხსაცმელები - სანდლები, მოკასინები - გვაცვია, დატვირთვა ტერფსა და ხერხემალზე თანაბრად ნაწილდება. როცა მაღალ (5 სმ-ზე მეტი სიმაღლის) ქუსლებზე ვდგავართ, მეტად იტვირთება ფეხის თითები და, რაც მთავარია, ხერხემალი. იცით თუ არა, რომ 5 სმ-იდან ქუსლის თითოეული ჭარბი სანტიმეტრი ხერხემლის დატვირთვას 10 კგ-ით ზრდის? ასეთი დატვირთვის ატანა მხოლოდ ძლიერ ძვლებს შეუძლია. როგორ მოვიქცეთ? ნუ იტყვით სიამოვნებაზე უარს, მაგრამ დაიხსომეთ მარტივი წესები:

  • ფეხსაცმლის შეძენისას გაიხსენეთ ცნობილი გამონათქვამი: “კაბა ერთი ზომით ნაკლები უნდა იყოს, ფეხსაცმელი - ერთი ზომით მეტი!”
  • ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს 3-4 საათზე მეტი ხნით, მაგრამ თუ ძალიან გინდათ, აუცილებლად იქონიეთ თავის დასაზღვევად მოხერხებული დაბალქუსლიანი (ან უქუსლო) წყვილი, რომელიც მხსნელად მოგევლინებათ დაღლილობის დროს.
  • არ დაივიწყოთ, რომ ტანდეგობა და სიარულის მანერა დამოკიდებულია არა მხოლოდ ფეხსაცმელებზე, არამედ ძვლების სიჯანსაღეზეც, ამისათვის კი აუცილებელია მათი უზრუნველყოფა კალციუმით. კალციუმის სადღეღამისო ნორმის (1 გ) მისაღებად ყოველდღიურად მიირთვათ 1 კგ ხაჭო, 150 გ მაგარი ყველი ან 1 კგ ბროკოლი. რთულია? მაშინ დაიხმარეთ კალციუმის პრეპარატები D- ვიტამინთან ერთად. მათი წყალობით ჯანმრთელ, მტკიცე ძვლებსაც შეინარჩუნებთ და ზედმეტ დატვირთვასაც გაუძლებთ, მათ შორის - მაღალი ქუსლების გამოც.