სარძევე ჯირკვლების პრობლემები ლოგინობის პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარძევე ჯირკვლების პრობლემები ლოგინობის პერიოდში

ძუძუსთავების დახეთქვა

ძუძუთი კვების პირველი პერიოდის ერთ-ერთი პრობლემაა დვრილების მომატებული მგრძნობელობა. გარდა ამისა, თუ ბავშვი არასწორად ეჭიდება ძუძუს, წოვამ შესაძლოა ძუძუსთავების ტკივილი და დახე-თქვა გამოიწვიოს. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მელოგინე დედა ახალშობილს ძუძუს ვერ აწოვებს. გარდა ამისა, დიდია ალბათობა, ღრმა ნახეთქებიდან ინფექცია შეიჭრას და სარძევე ჯირკვლის ანთება განვითარდეს.ძუძუსთავების დახეთქვის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა ახალშობილის კვების არასწორი ტექნიკა, რძის ხელით გამოწველის უცოდინარობა და კერტების არასწორი მოვლა. ამ დროს დვრილები შუპდება და წითლდება, ნახეთქები იფარება სისხლიანი ან ჩირქოვანი ქერქით. შეხება და გამო-წველა ძლიერ ტკივილს იწვევს. ნახეთქები ადვილად ინფიცირდება ჩირქოვანი მიკრობებით, უმეტესად -ნაწლავის ჩხირით და სტაფილოკოკით, რომლებიც იქ დედის კანიდან, ხელებიდან, ტანსაცმლიდან, ბავშ-ვის პირიდან ხვდება.

მელოგინეთა მასტიტი

ლოგინობის ხანის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა სარძევე ჯირკვლის ანთება -მასტიტი. მას უმთავრესად ოქროსფერი სტაფილოკოკი, ეშერიხია, სტრეპტოკოკი იწვევს. მის განვითარებას ხელს უწყობს კერტების დახეთქვა -ნახეთქებიდან ინფექცია რძის სადინარების, ლიმფური გზებისა და სისხლის მეშვეობით სარ-ძევე ჯირკვალში იჭრება. პირველმშობიარეებს მასტიტი ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ. უმეტესად ცალი ჯირკვლის ანთება ვითარდება, ორივესი შედარებით იშვიათია. მასტიტი, ჩვეულებრივ, ლოგი-ნობის ხანის პირველი სამი კვირის განმავლობაში ვითარდება. ახასიათებს შემცივნება და სხეულის ტემპერატურის უეცარი მომატება 38-39 გრადუსამდე. ქალი უჩივის სარძევე ჯირკვლის ძლიერ ტკივილს, სისუსტეს, თავის ტკივილს. სარძევე ჯირკვალი დიდდება, მის სიღრმეში შეიგრძნობა მტკივნეული, მკვრივი წარმონაქმნი. იღლიის ლიმფური კვანძები გადიდებულია. სადინარები იხშობა, რძე გუბდება. ზოგჯერ ანთებითი პროცესი პროგრესირებს და სარძევე ჯირკვალი ჩირქდება. მდგომარეობა მძიმდება. ტკივილი ძლიერდება, ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს, მკვეთრად იცვლება სისხლის სურა-თი.  მასტიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სარძევე სადინარებისა და ჯირკვლების სწორი ჰიგიენა და ნახეთქების გაჩენის თავიდან აცილება. ნახეთქები არ გაჩნდება, თუ ძუძუსთავების მოვლას ორსულობიდანვე დაიწყებთ, მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილს ძუძუს სწორად მოვაწოვებთ. კარგია სარძევე ჯირკვლების ყოველდღიური დაბანა გრილი წყლით და მკერდის დაზელა უხეში პირსახოცით.

ნებისმიერი ფორმის მასტიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი, კალორიული და ვიტამინებით მდიდარი საკვები. რძის შეგუბებისას აუცილებელია სარ¬ძევე ჯირკვლის დაცლა სპეციალური ტუმბოთი.

საწყის სტადიაში მიმართავენ კონსერვატიულ მკურნალობას ანტიბიოტიკებით, ჩირქოვანი მასტიტის დროს კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა. სეროზული და ინფილტრაციული მასტიტის დროს, ანტი-ბიოტიკების გამოყენების ფონზე, ძუძუთი კვებას არ წყვეტენ.

როგორ მოვუაროთ სარძევე ჯირკვლებს

მეტისმეტად ხშირად ნუ დაიბანთ მკერდს, განსაკუთრებით -საპნით, რადგან ამ დროს მკერდს სცილდება ბუნებრივი საცხი, რომელიც ძუძუსთავებს იცავს. არ იხმაროთ კრემები და აეროზოლები, ბორის მჟავას ხსნარები -მათ შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ. კვების შემდეგ დვრილზე დატოვეთ რამდენიმე წვეთი რძე და აცადეთ, თავისით გაშრეს.ძუძუსთავები მუდმივად მშრალი უნდა გქონდეთ.