რატომ უნდა სვან ქალებმა ღვინო მენოპაუზის პერიოდში
აუცილებლად უნდა სვან მშრალი ღვინო, უმჯობესია წითელი. ქალებმა ღვინო უნდა მიირთვან რეგულარულად, თუმცა, ზომიერად - ერთი ჭიქა დღეში.
კლიმაქსის დაწყებასთან ერთად ქალის ორგანიზმში იცვლება ჰორმონული ბალანსი, მნიშვნელოვნად იზრდება ოსტეოპოროზის რისკი. მშრალი ღვინო კი სწორედ ამ პრობლემის ერთ-ერთი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. სწორედ მშრალი წითელი ღვინო უშლის ხელს ძვლოვანი ქსოვილიდან კალციუმის გამორეცხვას და ამცირებს მოტეხილობათა განვითარების რისკს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე ბალანსირებული დიეტა, კალციუმით მდიდარი პროდუქტებით საკვები რაციონის გამდიდრება.
თინათინ გოცაძე