რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ქალი, სპორტული სამოსი და ჯანმრთელობა
ქალი, სპორტული სამოსი და ჯანმრთელობა
ვარჯიშის დროს - სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში, ფიტნესი თუ სხვა, ისე უნდა გეცვათ, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ, კანი სუნთქავდეს, დაცული იყოს წყლის ბალანსი და ა.შ. ბევრი ნატურალური ქსოვილის სპორტულ ტანსაცმელს ამჯობინებს და უსაფუძვლოდ უფრთხის სინთეზურ ქსოვილებს. არადა, დღეს სპორტში უფრო ხარისხიანად ბამბანარევი ხელოვნური მასალები - ლაიკრა, პოლიესტერი, საპლესკო, ელასტინი მიიჩნევა. ეს ქსოვილები შესანიშნავად იწოვს ტენს (ოფლს) და არ ტოვებს უსიამოვნო სუნს.
რაც შეეხება თეთრეულს, ფუმფულა ქალებს უნდა ეცვათ სპორტული ბიუსტჰალტერი, პატარა მკერდის მქონეთ კი შეუძლიათ ელასტიკური შიგნითა ტოპის ჩაცმა. გეტრები
და სამაჯურები მხოლოდ ლამაზი აქსესუარები როდია. გეტრები ხელს უწყობს წვივის კუნთების სწრაფ გახურებას, სამაჯურები კი დაჭიმვისგან იცავს მაჯებს.

ძალიან საჭირო ნივთია პულსის სიხშირის მზომი ხელსაწყოც. ის გიჩვენებთ, ვარჯიშობთ სათანადო დატვირთვითა და ინტენსივობით თუ დროს უქმად კარგავთ. კრიტიკული დღეებისთვის არსებობს დამატებითი დამცავი ფენის მქონე სპეციალური ჰიგიენური
საფენები, მათი წყალობით მშვიდად ივარჯიშებთ. სირბილის მოყვარულებს დასჭირდებათ სქელძირიანი ფეხსაცმელი, ტერფის დამჭერი რელიეფური ფუძით. კიდევ ერთი: სირბილისთვის განკუთვილი სპორტული ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს მტკიცე, მაგრამ ჰაერგამტარი მასალისგან, რომ ფეხი არ გაოფლიანდეს. ჰაერზე ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით - სიცივეში, მართებული იქნება თერმოთეთრეულის ხმარება. ის არა მარტო შესანიშნავად ათბობს, ეფექტურადაც იწოვს ტენს, მოსახერხებელია და იცავს გაციებისგან.


თუ აკვააერობიკას მისდევთ


უპირველესად დაივიწყეთ ბიკინი და შეიძინეთ სპორტული საცურაო კოსტიუმი. ტანსრულმა ქალებმა უმჯობესია შერწყმული კოსტიუმი ჩაიცვან ელასტიკური კორსეტით. არ შეიძლება აუზში უქუდოდ ჩასვლა! არ არის აუცილებელი მოდური სილიკონის ქუდის შეძენა - გამოდგება რეზინის საცურაო ქუდიც. გამოყენებამდე დაამუშავეთ მისი კიდეები კონდიციონერით. რეკომენდებულია საცურაო სათვალის გამოყენებაც - ქლორიანი წყალი ზოგჯერ თვალებს აღიზიანებს, სათვალე კი იცავს მათ.


დაიცავით წყლის ბალანსი


აქტიურად ცხოვრობთ? იზრუნეთ, რომ მუდამ თან გქონდეთ ბუნებრივი, მინერალური წყლის ბოთლი. ვარჯიშის დროს წყლის ბალანსის დასაცავად მინერალური წყლის სმა აუცილებელია, რადგან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას წყლის დანაკარგი მნიშვნელოვანია.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მონრეალის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, სამსახურში უფრო
20-06-2018
ჩინეთის საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროვინცია ხუნანის მკვიდრმა ქალბატონმა ვან
13-06-2018
მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების ახალი მეთოდი დაადგინეს. სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება
01-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა.
ზამთარში ჩაფუთნული სიარულისას ბევრი ვიზუალური ნაკლი იმალება. ზაფხულის მოახლოებისთანავე კი გვახსენდება, რომ უნდა დავიკლოთ წონაში, მოვიშოროთ ცელულიტები, გავითეთროთ კბილები, მოვუაროთ სახის კანს, ნაკვთებს და სხვა მრავალი.
ჩვენში, რატომღაც, ერთგვარ ტაბუდადებულ თემად არის მიჩნეული "კლიმაქსი", ქალბატონებს რცხვენიათ მასზე საუბარი, მამაკაცთა ნაწილს კი
34 წლის მარინა ბურდული საკუთარ ისტორიას გვიამბობს, რომელიც გულგრილს ვერავის დაგტოვებთ:
მარტი ყველასთვის საყვარელია, რადგან გაზაფხულის პირველი თვეა, თანაც სწორედ ამ თვეში აღინიშნება დედისა და ქალთა დღეც.
ქალების ცხოვრება რამდენიმე ფაქტორისგან შედგება: სწავლა და სამსახური, ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენა, გართობა და ჰობი.
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის