რატომ არის წყვილი უშვილო და როგორ მკურნალობს ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის წყვილი უშვილო და როგორ მკურნალობს ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა

ევროპისა და აშშ-ის რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მანანა მგალობლიშვილი:

- რამდენად ხშირია უშვილობის პრობლემა? რამდენხნიანი გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს წყვილი უშვილოდ?

- უშვილობა არის მდგომარეობა, როდესაც, ერთი წელი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად, ორსულობა არ ხდება. სულ რაღაც 15 წლის წინ ყოველი მე-9 წყვილი უშვილო იყო, დღეს კი ყოველი მე-6 უშვილოა და ეს ციფრი მუდმივად იზრდება, თუმცა რეპროდუქციული ტექნოლოგიებიც განუწყვეტლივ ვითარდება და იხვეწება, ეს კი ორსულობის საშუალებას ისეთ შემთხვევებშიც კი იძლევა, რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი რომ იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა მამაკაცის უშვილობა და ქალისას გაუტოლდა.

- გვესაუბრეთ უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე.

- უშვილობა არ არის ავადმყოფობა და, სხვა მრავალი დაავადების მსგავსად, ერთიანი, სტანდარტული სქემით მკურნალობა შეუძლებელია. უშვილობის ეფექტიანად სამკურნალოდ, უპირველესად, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და/ან გამორიცხვა _ ანუ დიაგნოსტიკა.

ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ მას არაფერი აწუხებს, ყოველგვარი გამოკვლევა ჩაიტარა, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება. მის ისტორიას როცა გავეცნობი, აღმოჩნდება, რომ წყვილს მართლაც უამრავი გამოკვლევა აქვს ჩატარებული, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მთავარი და აუცილებელი არ გაუკეთებია.

- რომელი ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ყველა უშვილო წყვილმა?

უპირველესად, წარმოვიდგინოთ ორსულობის მარტივი მექანიზმი: ქალის საკვერცხეში, ყოველ მენსტრუალურ ციკლში, ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება, რომელიც ციკლის შუა პერიოდში გამოდის გარეთ იმისათვის, რომ შეხვდეს სპერმატოზოიდს, კვერცხუჯრედი ჯერ ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მილში, სპერმატოზოიდი კი სქესობრივი კონტაქტის შედეგად საშოსა და საშვილოსნოს გავლით გადაადგილდება მილში, სადაც კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ხვდება და ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩამოდის საშვილოსნოში, ემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს და იწყება ორსულობა.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ორსულობისათვის გამოკვლევები უნდა ვაწარმოოთ სწორედ ამ სამი ძირითადი მიმართულებით:

1. შევაფასოთ საკვერცხეების ფუნქცია, კვერცხუჯრედების ხარისხი, რაც უშუალოდ უკავშირდება ქალის ასაკს, ამისათვის საჭიროა გინეკოლოგიური ექოსკოპია და რამდენიმე ჰორმონის გამოკვლევა.

2. ვიკვლევთ მამაკაცის სპერმის ხარისხს. როგორც ცნობილია, მამაკაცს მხოლოდ ერთი გამოკვლევა ესაჭიროება და ესაა სპერმოგრამა.

3. ესაა ქალის რეპროდუქციული ორგანოების, ანუ იმ გარემოს გამოკვლევა, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს ორსულობისათვის აუცილებელი მოვლენები: კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის „შეხვედრა“, განაყოფიერება, ემბრიონის წარმოქმნა და მიმაგრება. რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე ინფორმაციული და ეფექტიანი ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპიაა.

ინფექცია

გავრცელებული აზრის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ინფექცია არ იწვევს უშვილობას. ინფექციის შედეგად ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში წარმოიქმნება შეხორცებები, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. შეხორცება არ არის პათოლოგია, ეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური, ერთგვარი დაცვითი რეაქციაა ინფექციის არსებობაზე _ ინფექციის საპასუხოდ ორგანიზმი წარმოქმნის ე. წ. შეხორცებით „ბარიერებს“. თუკი აღნიშნული შეხორცებები განვითარდა ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში, კერძოდ, მილში, საკვერცხეებთან, საშვილოსნოში, შესაძლოა ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გადაადგილებას, მათ `შეხვედრას“, განაყოფიერებას და/ან ემბრიონის მიმაგრებას, ამიტომ არ შედგება ორსულობა.

ხელოვნური აბორტი

ხელოვნური აბორტის შედეგად განვითარებული ცვლილებები შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი, კერძოდ, თუ აბორტის შემდეგ განვითარდა შეხორცებები ან დაზიანდა საშვილოსნოს ქსოვილი. გარდა ამისა, აბორტი ქალის ჰორმონული სისტემისთვის მნიშვნელოვანი სტრესია.

ჰორმონული დარღვევა

ჰორმონული დარღვევა იწვევს საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას, რაც გამოიხატება ანოვულაციით - ანუ არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და მისი „გამოთავისუფლება“. ამრიგად, ირღვევა ორსულობისთვის აუცილებელი ის მარტივი სქემა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ამიტომ არ ხდება ორსულობა. არსებობს მრავალი სახის ჰორმონული დარღვევა, თუმცა უშვილობის პრობლემის მქონე ქალებთან მათგან ყველაზე ხშირი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია. მას ახასიათებს სტრუქტურულად შეცვლილი საკვერცხეები, ანოვულაცია, მენსტრუაციის ხშირი გადაცდენა, ჭარბი წონა, ჭარბთმიანობა.

პოლიკისტოზური საკვერცხეების დროს ორსულობის მიღწევა გართულებულია იმის გამო, რომ კვერცხუჯრედები ვერ ახერხებენ საკვერცხიდან გამოსვლას - არ ხდება ოვულაცია. პოლიკისტოზური საკვერცხეების მართვისას ძირითადად ვიყენებთ მედიკამენტურ მკურნალობას, ზოგჯერ ლაპაროსკოპიულ ჩარევასაც, მიდგომა ინდივიდუალურია. პოლიკისტოზური საკვერცხეების სწორი მართვით ორსულობის მიღწევის შანსი საკმაოდ დიდია.

წაიკითხეთ სტატია სრულად ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მაისის ნომერში