საქართველოში ხელოვნური აბორტები 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში ხელოვნური აბორტები 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა

შს სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იყვნენ მიწვეული.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის გაზრდილ შემთხვევებზე, რაც ეკლესიას აწუხებს. „ვფიქრობ სპეციალისტების მოსმენა საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ რა წვლილი შეიტანოს ეკლესიამ ამ პრობლემის მოგვარებაში“, - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, მიაჩიათ, რომ აბორტი არის ძალიან მძიმე დანაშაული უსუსური ადამიანის მიმართ და თუკი ვსაუბრობთ აგრესიაზე, უნდა ვისაუბროთ ამ ტიპის აგრესიაზეც, რომელიც აბორტს ეხება. „ჩვენთან სტატისტიკა არის ძალიან არასახარბიელო. წელიწადში 40 000 ოფიციალური აბორტი კეთდება, არაოფიციალურად შესაძლებელია უფრო მეტი. ეს ციფრი უნდა გავამრავლოთ 3-ზე. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადრება მივაქციოთ ამ საგანგაშო ვითარებას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის განცხადებით, ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში გარკვეული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც ხელოვნური აბორტის რაოდენობა თანდათან მცირდება.

„12 კვირის ჩათვლით საქართველოში ვადამდე ხელოვნური აბორტი დაშვებულია ყოველგვარი ჩვენების გარეშე (ქალის სურვილზეა დამოკიდებული). მხოლოდ ხელოვნური აბორტები 2017 წლის წინასწარი მონაცემებით 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა, ასევე შემცირებულია ხელოვნურ აბორტებში მინი აბორტების რიცხვი, რომელიც 13-14 000-დან დღეს 8 000-მდეა შემცირებული. ვფიქრობთ, ყოველივე ეს დადებითი ტენდენციაა და კიდევ უფრო შემცირდება დამატებით სხვა ღონისძიებების გატარებით, მაგალითად სელექციურ აბორტებთან დაკავშირებით მოსახლოების ცნობიერების ამაღლების შემთხვევაში“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ.