რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა თვითმფრინავით ან სხვა ტრანსპორტით მგზავრობისას - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა თვითმფრინავით ან სხვა ტრანსპორტით მგზავრობისას
რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა თვითმფრინავით ან სხვა ტრანსპორტით მგზავრობისას
ზოგადად ორსულისთვის თვითმფრინავით მგზავრობა აკრძალული არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ორსულობის მიმდინარეობა და ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ გირჩევთ, ახვიდეთ აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში, ჩაიტაროთ ყველა გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ კონსულტაციის ექიმთან ერთად, შეიძლება თუ არა თქვენთვის ფრენა.

მგზავრობისთვის ოპტიმალური ვადაა ორსულობის მეორე ტრიმესტრი. პირველ და ბოლო თვეებში უმჯობესია უარი თქვათ ხანგრძლივ, დამღლელ მგზავრობაზე. მგზავრობის წინ აუცილებლად კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

• თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, ორსულობის 20 კვირამდე მგზავრობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით.
• 26-28 კვირის შემდეგ მგზავრობა
თვითმფრინავით სასურველი არ არის, ხოლო 36 კვირის შემდეგ კი სხვა ტიპის ტრანსპორტითაც კი.

აფრენისა და დაფრენისას ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო ორსულებისთვის ფრენა არცთუ სასურველია - გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძლიერი დატვირთვა ადგება. თუ მაინც თვითმფრინავს ამჯობინებთ, ეცადეთ, ფრენა არ გრძელდებოდეს 3-4 საათზე მეტხანს. 28-30 კვირის შემდეგ
კი, სასურველია, საერთოდ ერიდოთ ხანგრძლივ ფრენას.

სხვათა შორის, ავიაკომპანიები ჩასხდომისას ორსულებს სთხოვენ საბუთს ორსულობის ვადის შესახებ. 36 კვირიდან ფრენა ყველა ავიაკომპანიის წესებით აკრძალულია.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერები, მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე, საინტერესო და
05-06-2018
ორსულობა მძლავრ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს ქალზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა
30-05-2018
გუდაურში დაშავებულმა შვედმა ტურისტმა კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯია" დატოვა.
20-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
განვითარებადი ნაყოფისათვის საშიში გენეტიკური მუტაციების გამოსავლენად სადღეისოდ გამოიყენება
მეტეხში 31-წლის ნონა ტატანაშვილის ცხედარი დაკრძალეს. ის მშობიარობის დროს დაიღუპა. მშობლები
რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები სან-ფრანცისკოდან საინტერესო
ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება.
ჰავაის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც ქალი ძალიან ადრე ხდება დედა, მისი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და საუთჰემპტონის უნივერისიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა