რა რისკებთანაა დაკავშირებული ბავშვის ჩასახვა, როდესაც მშობელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა რისკებთანაა დაკავშირებული ბავშვის ჩასახვა, როდესაც მშობელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა

უმეტესად ნაყოფის თავის ტვინი ზიანდება, რაც იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე, თუ ჩასახვა მოხდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევს, ნაყოფის ნორმალური განვითარება ერთგვარი რისკის ქვეშ დგება. განვითარების პათოლოგიის ალბათობა ყოველთვის არის.

პარტნიორებმა ჩასახვის პერიოდში ალკოჰოლს თავი უნდა აარიდონ. ალკოჰოლი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე და ამ დროს ჩასახვა მიზანშეწონილი არ არის. ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში უმჯობესია, მამაკაცმა ალკოჰოლის მოხმარებისგან რამდენიმე კვირით შეიკავოს თავი. თუ ჩასახვა მოხდება ალკოჰოლური ზემოქმედების დროს, ამან შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. ამის გაკონტროლება უნდა მოხდეს ორსულობის მიმდინარეობაში ექიმის მეთვალყურეობით. ორსულობის მე-11 კვირიდან შეიძლება ჩატარდეს ნაყოფის გენეტიკური სკრინინგი. თუმცა, ცალსახად იმის თქმა, რომ ახალშობილი აუცილებლად რაიმე სახის პათოლოგიით დაიბადება, რა თქმა უნდა არ შეიძლება.