საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს 23 %-ით ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს 23 %-ით ზრდის

რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 %-ი მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე. ქალბატონების დიდი ნაწილი ექიმებს ოპერაციულ ჩარევას სთხოვს მაშინაც კი, როცა ამის არანაირი ჩვენება არ არსებობს - ანუ დედაც და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელია - წერს "RuNews24".

აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში. მოგეხსენებათ საქართველოც არ არის გამონაკლისი. სპეციალისტთა განმარტებით, თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას უკუჩვენება არ გააჩნია, საკეისრო კვეთის ჩატარება არ შეიძლება, რადგან ის საფრთხეს შეიცავს როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვის. მან შესაძლოა ჩვილის ინვალიდობა ან სიკვდილი გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს მკაცრი კონტროლის დაწესებას ამ ტიპის ოპერაციაზე. ექიმები რეკომენდაციას უწევენ საკეისრო კვეთის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებას.

ახალშობილზე საკეისრო კვეთის გავლენა არაერთი კვლევისა და შესწავლის საგანია. მაგალითად, კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ საკეისრო კვეთა 23 %-ით ზრდის აუტიზმის რისკს. ხოლო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აჩვენეს, რომ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ჩვილებს იმუნური სისტმა მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ.

თინათინ გოცაძე