როგორ დავიბრუნოთ ფორმა ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიბრუნოთ ფორმა ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ

- რას ურჩევთ ორსულს, როგორ აკონტროლოს წონა და მოერიოს გაძლიერებულ მადას?

- ორსულობის მეორე თვიდან ქალი უკვე ხვდება, რა გავლენას ახდენს გარეგნობაზე ჰორმონები. იწყება ენდოკრინული ბალანსის ცვლილება და შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი ხდება სხეულის ფორმების მომრგვალება. ჭამის მოთხოვნილებაც იმატებს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოთ მადის კონტროლის სწავლა - თუ ორი ადამიანის სამყოფს შეჭამთ, კუჭი გაიზრდება და წონასაც ნორმასთან შედარებით ორჯერ მოიმატებთ. ნორმა კი ასეთია: 1-დან 3 კგ-მდე პირველი 3 თვის განმავლობაში და კვირაში 300-500 გრამი დანარჩენ 6 თვეს. წონის კონტროლისთვის ყურადღება მიაქციეთ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას - დღეში 2500 კკალ სავსებით საკმარისია. არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტიურობა. მომავალი დედისთვის მეტად სასარგებლოა ფეხით სიარული. კვებამდე 1 საათით ადრე დალიეთ 100 მლ თბილი უგაზო მინერალური წყალი. ის აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხოლო ტუტე რეაქცია მარილმჟავას ანეიტრალებს, ყოველივე ეს კი მადას აქვეითებს.

- როგორ გამოვთვალოთ, რამდენი კილოგრამია ზედმეტი?

- თუ ორსულობამდე ნორმალური ან ნორმაზე მეტი წონა გქონდათ, 9 თვის განმავლობაში 7-დან 10 კგ-მდე უნდა მოგემატებინათ. ვისაც ნორმაზე ნაკლები წონა აქვს, უფრო მეტს - 11-დან 16 კგ-მდე იმატებს. ამაში შედის ნაყოფის (2,5-3,5 კგ), პლაცენტის (0,5-1 კგ), სანაყოფე წყლების (1 კგ), საშვილოსნოს (1 კგ), სისხლის გაზრდილი მოცულობის (1,5 ლ-მდე), სარძევე ჯირკვლებში დამატებით დაგროვებული (0,5 კგ) და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის (2,5 კგ-მდე) მასა. ეს მასა იცავს ნაყოფს დარტყმისგან, შერყევისა და გადაცივებისგან და ენერგიის წყაროდაც ითვლება. მშობიარობის დროს იკარგება დაახლოებით 6 კგ, მომდევნო 6-8 კვირაში - კიდევ 2-3 კგ. ეს ხდება სითხის კარგვის ხარჯზე, რომელიც ორსულობისას დაგროვდა ქსოვილებში ჰორმონ პროგესტერონის გავლენით და საშვილოსნოს შეკუმშვის ხარჯზე. საშვილოსნოს შეკუმშვა მეძუძურ ქალებთან უფრო სწრაფად ხდება, თუმცა მეძუძურები უფრო ნელა იკლებენ წონას. ამის გამო ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ იქნება გამართლებული. ამრიგად, ორსულობამდელი ფორმის დასაბრუნებლად დაგჭირდებათ არანაკლებ 6 თვე. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ წონის დაკლებაზე, არამედ მუცლის წინა კედლის, პრესის მდგომარეობის აღდგენაზეც. 9 თვის განმავლობაში ზედმეტი 1 გრამიც რომ არ მოგემატებინათ, ძველი ტანისამოსი მაინც ვიწრო გექნებოდათ. მოხდენილად რომ გამოიყურებოდეთ, დაივიწყეთ ორსულისთვის დამახასიათებელი ტანდეგობა. ის ყალიბდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებით. მუცელი სხეულს წინ გადაძალავს, ამის გამო ქალი წელში იხრება, ზურგი მომრგვალებულია, მხრები - დაშვებული. ისე დადექით კედელთან, რომ შეეხოთ კეფით, ბეჭებით, დუნდულებით, ქუსლებით, ხოლო მუცელი მაქსიმალურად შესწიეთ. ასე გაჩერდით რაც შეიძლება მეტხანს. შემდეგ ჩაჯექით-ადექით, ხელები გაშალეთ მხრების სიგანეზე და ცოტა ხანს გააჩერეთ.

- რა საფრთხეს შეიცავს ორგანიზმისთვის არაკონტროლირებადი წონა?

- როცა წონის მატება არაკონტროლირებადი ხდება, შესაძლოა, საქმე საკვერცხეების პოლიკისტოზითა და უნაყოფობით დასრულდეს. ყოველ დილით აიწონეთ, რათა წონის მატების ტენდენცია არ გამოგეპაროთ. მასთან შეგუება კი დაუშვებელია. მშობიარობის შემდგომ პირველი წლის განმავლობაში წონის არაკონტროლირებად მატებას ექიმები აფასებენ როგორც ენდოკრინული დისბალანსის შედეგს. მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდრომი შედეგია იმისა, რომ ქალის ორგანიზმს ორსულობამდე არსებული ჰორმონული ფონის აღდგენა არ შეუძლია. პრობლემა წარმოიშობა შეწყვეტილი ორსულობის (აბორტის) ან კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) მიღების გამო. წონასთან ერთად იმატებს წნევაც, რომელიც პერიოდულად უნდა გაიზომოთ. მომატებული კანქვეშა ქსოვილი იწყებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, რის გამოც კანი უხეშდება, თავს იჩენს ჭარბი ოფლიანობა, თმიანობა, ჩნდება გამონაყარი, ხოლო საკვერცხეებში კისტები წარმოიქმნება. პოლიკისტოზი პროგრესირებს, რასაც უნაყოფობა და სხვა დარღვევები მოჰყვება. წონის პრობლემა ახალგაზრდა დედისთვის გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საკმაო საფუძველია.

- როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქალი?

- უპირველეს ყოვლისა, არ იშიმშილოს და მეტად ამუშაოს კუნთები. ახალგაზრდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ ზედმეტი 2-3 კილოგრამის დაწვა ძნელი არ არის, მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ. თუ 60 კგ-ს იწონით, ცურვის დროს 1 საათში 350 კკალ იხარჯება, ველოტრენაჟორზე - 375 კკალ, სახტუნაოთი ხტუნვისას - 500 კკალ. თუ სხეულის მასა უფრო მეტია, კალორიების ხარჯვა ნაკლებია, ამიტომ დატვირთვის ხანგრძლივობა უნდა გაზარდოთ. მიიღეთ მინერალების კომპლექსი, რომელიც ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ. პროცესის გააქტიურებას ხელს უწყობს იოდი, რკინა, ც ვიტამინი, ლ-კარნიტინი, კოენზიმ-ქ10 და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ ფეხით. 20 წუთში 100 კკალ-ს დახარჯავთ. ეს ნამდვილი კარდიოტრენირებაა ორგანიზმისთვის. შეადგინეთ 40-წუთიანი მარშრუტი, რომელსაც ბავშვის ეტლით ყოველდღე გაივლით. ამ მარშრუტის ორჯერ გავლისას 400 კკალ-ს დახარჯავთ.

შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ:

  • 10 წუთი - ჩქარი ნაბიჯით სწორ გზაზე;
  • 7 წუთი - გორაკზე ან მცირე შემაღლებაზე ტემპის შეუნელებლად:
  • 7 წუთი - გორაკიდან დაშვება ნელი ტემპით;
  • 5 წუთი - ჩქარი ნაბიჯით არასწორ გზაზე, მაგალითად, გრუნტზე;
  • 10 წუთი - ჩქარი ნაბიჯით ტროტუარზე.

ყოველდღიური 40-წუთიანი სეირნობის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ დამოუკიდებლად ვარჯიშს - შეასრულოთ ბუქნები, ღრმა ჩაჯდომები ცალი ფეხით წინ, მუხლის მუცელთან მიტანა და ა.შ. თუ მადის დათრგუნვასა და წონის კონტროლს ვერ ახერხებთ, გაგიჩნდათ სტრიები, დაგერღვათ მენსტრუალური ციკლი, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს.