ექსპერტების აზრით, ომეგა-3 ყველა ქალის რაციონში უნდა შედიოდეს
ტვინისა და ნერვულ უჯრედებზე. ამასთან დაკავშირებით ექიმები გვირჩევნ რაციონში ჩავრთოთ ქაშაყი და ორაგული, რაც განსაკუთრებით მომავალმა და ახალგაზრდა დედებმა უნდა გაითვალისწინონ.
კონეკტიკუტის უნივერსიტეტის თანამშრომლების მოსაზრებით, ცხიმოვანი მჟავები იცავენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან და ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას უწყობენ ხელს.
როგორც აღმოჩნდა, თევზში არსებული ნივთიერებები მნიშვნელოვანია ბავშვის კოგნიტიური განვითარებისთვის. დედებს კი, რომლებიც საკმარისად მოიხმარენ ცხიმოვან მჟავებს, ნაკლებად აღენიშნებათ მშობიარობის შემდეგ ადაპტაციის პრობლემები. ექიმების მონაცემებით, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში თევზის მიღება კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ არის რეკომენდებული.
ლალი ჩხიკვაძე