როგორი ტანსაცმელი უნდა ატაროს ქალმა ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი ტანსაცმელი უნდა ატაროს ქალმა ორსულობისას

პირველ ტრიმესტრში ორსული ატარებს ჩვეულებრივ ტანსაცმელს და ცვლის მხოლოდ ზედა თეთრეულს (ბიუსჰალტერი), რადგანაც ამ პერიოდში იზრდება მკერდი.

მეორე ტრიმესტრში მნიშვნელოვნად იზრდება მუცელი, ორსული იმატებს წონაში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ თავისუფალ სარაფანებსა და კაბებზე, ტუნიკებსა და ტრიკოტაჟის ზედა ჩასაცმელზე.

მესამე ტრიმესტრში კი ტანსაცმელი სპეციალიზებულ მაღაზიებში უნდა შეიძინოთ.

გულდასმით შეარჩიეთ ქვედა თეთრეული. ის უნდა იყოს კომფორტული და აუცილებლად ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი. ბიუსჰალტერის ჯამი უნდა იყოს რბილი. ტრუსები შეიძინეთ მხოლოდ სპეციალური რეზინის ჩასადგმელით, რომელიც მუცელს დაიჭერს მშობიარობამდე და მის შემდეგ. ორსულობის დროს არ უნდა ატაროთ მოჭერილი ტანსაცმელი და არაფერმა შეზღუდოს მოძრაობა. დღეს პოპულარულია ჯინსები ორსულებისთვის, მაგრამ ყველა წესისამებრ არ არის შეკერილი და ხშირად მუცლის მიდამოში დისკომფორტის მომტანია. შარვალი შეიძლება შეიცვალოს კომბინიზონით, რაც კარგი ალტერნატივაა, რადგანაც ღილები გვერდებზეა განთავსებული, რომელიც შეიძლება ვარეგულიროთ მუცლის გარშემოწერილობის გაზრდასთან ერთად.

გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის დროს არ შეიძლება ჩვეულებრივი კოლგოტის ტარება, უნდა შეიძინოთ მიკრომასაჟის ეფექტის მქონე კოლგოტი, მით უმეტეს თუ ფეხები გიშუპდებათ.

ნუ ჩაიცვამთ ბანდაჟს, რადგანაც ორსულობის ბოლო თვეებში ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვილს.

იზრუნეთ მოხერხებულ ფეხსაცმელზე, რაც დაგიცავთ ზურგის, წელის არეში ტკივილისგან, ფეხების კინთების გაკავებისა და უბრალოდ დაღლილობისგან.

ლალი ჩხიკვაძე