მუცლად ყოფნის პერიოდში რკინის დეფიციტი აუტიზმის რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლად ყოფნის პერიოდში რკინის დეფიციტი აუტიზმის რისკს ზრდის

. მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი საკვებ ნივთიერებებს მხოლოდ და მხოლოდ დედის ორგანიზმიდან იღებს, ამიტომ ორსულის სწორი კვება მეტად მნიშვნელოვანია. მკვლევართა აზრით, მომავალი დედის რაციონში რკინის დეფიციტი ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს.

პირველი ჯგუფი შედგებოდა დედებისა და აუტიზმის მქონე ბავშვთა 520 წყვილისგან, ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფი - დედებისა და ჯანმრთელი ბავშვების 346 წყვილისგან. მეცნიერები იკვლევდნენ, იღებდნენ თუ არა ქალები ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან რკინის შემცველ დანამატებს. გათვალისწინებული იყო აუტიზმის განვითარების რისკებიც - სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტონია. კვლევის შედეგი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: რკინის შემცველი საკვები დანამატების მიღება ამცირებდა ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკს. 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომლებიც ორსულობისას არ იღებდნენ რკინის შემცველ დანამატებს, აუტიზმის მქონე ბავშვის გაჩენის რისკი 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ რკინა აუცილებელია თავის ტვინის განვითარებისთვის. იგი ხელს უწყობს ნეიროგადამცემების გამომუშავებას, ნეირონების მიელინური გარსის წარმოქმნას და იმუნური სისტემის ფუნქციობას. სასარგებლოა ფოლიუმის მჟავას მიღებაც, რომელსაც გინეკოლოგები უკლებლივ ყველა ორსულს უნიშნავენ.

იხილეთ აგრეთვე სტატია აუტიზმი

ბავშვთა აუტიზმი

აუტიზმი და ინტელექტი