ორსულობა და თავის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და თავის ტკივილი

1. თუ თავის ტკივილი დაორსულებამდეც აწუხებდა, დიდი შანსია, გაუძლიერდეს, განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში.

2. ორსულობის დროს ხდება ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა. თავის ტკივილიც მნიშვნელოვანწილად ამით არის განპირობებული.

3. ორსულის ორგანიზმში მნიშვნელოვნად იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა, რაც არტერიული წნევის მერყეობას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, თავის ტკივილს უწევს პროვოცირებას.

4. თავის ტკივილი ყველაზე ხშირია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მე-16 კვირის შემდეგ ის მცირდება ან გაივლის. ეს ორგანიზმის ახალ პირობებთან შეგუებით აიხსნება.

- რას გვეტყვით შაკიკის შესახებ? მოგეხსენებათ, ქალებთან ეს პათოლოგია ხშირად გვხვდება. როგორი სიხშირით ვლინდება იგი ორსულობისას და უარყოფით გავლენას ხომ არ ახდენს ქალისა და ნაყოფის მდგომარეობაზე?

- შაკიკს არაორსული ქალების მესამედი უჩივის. მათ 10%-ს ორსულობის პერიოდში თავის ტკივილი აღარ აწუხებს, რადგან ის მენსტრუალურ ციკლთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ შაკიკი ორსულობის პერიოდშიც გაგრძელდა, საშიში არაფერია - ტკივილი უარყოფითად არ იმოქმედებს არც ქალზე, არც ნაყოფზე.

- რას გვეტყვით თავის ტკივილზე, რომელიც დიაბეტიან ქალებს აწუხებთ?

- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებთან თავის ტკივილი ზრდის ნაყოფის ანომალიათა განვითარების რისკს.

- საჭიროა თუ არა მკურნალობა და რომელი ჯგუფის პრეპარატებით?

- ექიმებს მიგვაჩნია, რომ შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებულ კლასიკურ პრეპარატებს - ასპირინს, იბუპროფენს, პარაცეტამოლს - უმჯობესია ვერიდოთ, განსაკუთრებით - ორსულობის პირველ კვირებში, თუმცა გამონაკლისის სახით 1-2 აბის მიღება არ არის საზიანო. უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ძლიერი პრეპარატების მიმართ - თუ არ არსებობს აბსოლუტური ჩვენება, არ გამოვიყენოთ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ინიშნება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას და მინიმალური ეფექტური დოზით. მესამე ტრიმესტრში მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

- მაშ, როგორ მოვიქცეთ?

- ზოგიერთს უხდება ჩაბნელებულ, განიავებულ ოთახში მშვიდად წოლა და ხანმოკლე ძილი. ურიგო არ იქნება თავის მსუბუქი მასაჟი ხელის თითების წრიული მოძრაობით. კიდევ ერთი არამედიკამენტური საშუალებაა თბილი წყლით თავის დაბანა. არ არის გამორიცხული, პაციენტს მოუხდეს ცივი წყლის კომპრესი ან ყინულის მიდება საფეთქელზე, შუბლზე ან კეფაზე. შეიძლება დაჭყლეტილი კომბოსტოს ფურცლების კომპრესის დადებაც ტკივილის გაქრობამდე, ასევე - თავის შეხვევა შარფით.


- არსებობს თავის ტკივილი, რომელიც ორსულებთან შესაძლოა სისხლის არტერიული წნევის ცვალებადობით იყოს გამოწვეული....

- ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის დროს არტერიული წნევა არცთუ შესამჩნევად იცვლება. მოსალოდნელია მისი დაქვეითება, უმთავრესად - პირველ და მეორე ტრიმესტრში, რაც პათოლოგიად არ მიიჩნევა. მეორე მხრივ, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც, როდესაც არტერიული წნევის მკვეთრ მომატებას თან სდევს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის დაზიანება და ეს უშუალოდ ორსულობით არის გამოწვეული. მათ შორის განსაკუთრებით საშიშია პრეეკლამფსია, რომელიც ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მძიმე გართულებას წარმოადგენს. პრეეკლამფსიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ტრიადა:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • პროტეინურია (შარდში ცილის გაჩენა);
  • შეშუპება.

გარდა თავის ტკივილისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად სდევს თან:

  • მხედველობის გაუარესება;
  • ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში;
  • ცნობიერების შეცვლა;
  • ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია;
  • ტაქიკარდია;
  • ტაქიპნოე (სუნთქვის გახშირება);
  • ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, რაც აძნელებს ცხვირით სუნთქვას და ხშირად შეცდომით ინტერპრეტირდება როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომი;
  • კანის ქავილი;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ნაყოფის განვითარების შეფერხება.

- თავის ტკივილით შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის დაქვეითებაც. როგორ უნდა მოიქცეს ორსული, რომელსაც დაბალი არტერიული წნევა აქვს?

- ამ დროს ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა. ძალიან კარგია დილის ვარჯიში. სასარგებლოა წყლის პროცედურები: შხაპი, გრილი წყლის გადავლება, ფეხის კონტრასტული აბაზანები, ასევე - მატონიზებელი მასაჟი. ორსულს დღე-ღამეში 10-12 საათი მაინც უნდა ეძინოს. კარგია დღის 1-2-საათიანი ძილიც. მდგომარეობას ამძიმებს დიდხანს დგომა, ცხელი აბაზანა, ჩახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსული სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს: იღებდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ მრავალფეროვან საკვებს, ერიდებოდეს მსუყე კერძებს - ეს ვნებს არა მარტო წნევას, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც. არასასურველია გვიანი ვახშამი. კარგი იქნება, თუ ორსული საკვებს მიიღებს დღეში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით. საუზმესა და სადილზე დაბალწნევიანი ორსულისთვის კარგია მაგარი ჩაი (განსაკუთრებით - მწვანე). მაგარი ჩაის მიღებას არ გირჩევთ ღამით, რომ ძილი არ დაგიფრთხეთ. მატონიზებელი მოქმედება აქვს პანტოკრინს, არალიის ნაყენს. ეფექტურია ასევე ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ჩინური ლიმონურა, ჟენშენი. აპილაკი სასარგებლოა ლოგინობის პერიოდში. ის, გარდა იმისა, რომ არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ლაქტაციასაც. არტერიული ჰიპოტენზია, დეკომპენსირებულიც კი, როდესაც მისი ციფრები არ უახლოვდება ნორმის ქვედა ზღვარს, არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის საფუძველს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ის სათანადო დარიგებას მისცემს ორსულს და ყველა პრობლემა მოგვარდება.