ორსულთა კვების რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულთა კვების რეჟიმი

უმი კარტოფილისა და კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს ფეკალიების დარბილებას. საფაღარათო მოქმედება აქვს რძემჟავა პროდუქტებს - მაწონს, კეფირს, ასევე - ბურახს, მჟავე ბორშჩს, შჩის. სასარგებლოა მცენარეული ზეთი - დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეგიძლიათ, დილაობით დალიოთ ერთი ჭიქა ცივი შაქრიანი წყალი, მიირთვათ 1 ცალი ბანანი ან ვაშლი. ბურღულეულიდან უპირატესობა მიანიჭეთ წიწიბურას, შვრიას, ხორბალს. ხორცი მიირთვით დღეში ერთხელ. თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს ალერგიის პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მათი მიღება კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. მენიუდან ამოიღეთ შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური, მანანის ფაფა, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შებოლილი პროდუქტები, კონსერვები. გთავაზობთ რამდენიმე კომბინაციას სალათისთვის:

  • მოხარშული ჭარხალი, მწვანე ბარდა, ნიგოზი, მწვანილი;
  • უმი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მოხარშული ლობიო, ვაშლი, მწვანილი;
  • უმი სტაფილო, წითელი მოცვი, ლეღვი, ჭერმის ჩირი, მწვანილი;
  • უმი ჭარხალი, სტაფილო, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანილი;
  • რძეში დამბალი შვრიის ბურბუშელა, ვაშლი, გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ზეთი;
  • შავი ქლიავი, ნესვი, წითელი მოცვის ჩირი და თაფლი;
  • ლეღვი, ვაშლი, ჭერმის ჩირი, ნიგოზი და ალოეს წვენი.

ეს სალათები უმჯობესია მიირთვათ ღამით, ძილის წინ, 2-3 სადილის კოვზი. შეკრულობისას არანაკლებ ეფექტურია შავი ქლიავისა და ლეღვის ნაყენი. იგი ასე მზადდება: 10 ცალი შავი ქლიავი და ლეღვი გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ თავზე და დილამდე დატოვეთ. ნაყენი მიიღეთ უზმოზე. 5-5 ცალი შავი ქლიავი და ლეღვი საუზმეზე მიირთვით. დანარჩენი - საღამოს.