მუცლად მყოფ ბავშვს დიდი სიყვარული სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლად მყოფ ბავშვს დიდი სიყვარული სჭირდება

ბავშვი არ დაბადებულა, ჯერ კიდევ დედის მუცელშია, მაგრამ უკვე სჭირდება მშობლის სიყვარული, ალერსიანი და კეთილი მოპყრობა. ყოველმა მედიკოსმა, რომელიც ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას შეისწავლის, იცის, რომ არსებობს ერთგვარი ურთიერთკავშირი დედასა და მუცლად მყოფ შვილს შორის. მომავალი შვილისადმი დედის დამოკიდებულებას ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. აშშ-ში გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის წარმოშობა და გამწვავება მეტ-ნაკლებად განპირობებულია მუცლად მყოფი ბავშვისადმი დედის უარყოფითი ან ცივი დამოკიდებულებით. ეს ეხება უფრო მსუბუქ გადახრებსაც. კერძოდ, ნევროზული დედები აჩენენ ასეთივე შვილებს. ასეთ მშობლებთან მცხოვრები ბავშვები შემდეგ კიდევ უფრო ნევროზულები ხდებიან და ეს მანკიერი წრე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ცნობილმა ესპანელმა პედიატრმა იერონიმო დე მორაგასიმ გულდასმით შეისწავლა დედების სამი ჯგუფი. მას აინტერესებდა, რა გავლენას ახდენს დედის დამოკიდებულება ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ბავშვზე, მის განვითარებაზე. პირველ ჯგუფში შედიოდნენ დედები, რომელთა წინა მშობიარობა ცუდად წარიმართა და ამიტომ შიშობდნენ, რომ ამჯერადაც ცუდად დამთავრდებოდა; მეორე ჯგუფში - დედები,  რომლებიც თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი შვილების მიმართ, უმთავრესად იმიტომ, რომ სურვილის წინააღმდეგ დაორსულდნენ. თუ პირველი ჯგუფის დედებს მეტისმეტად უყვარდათ მომავალი შვილები, მეორე ჯგუფისას, პირიქით, სძულდათ. მესამე ჯგუფს შეადგენდნენ ქალები, რომლებიც სიყვარულით ეკიდებოდნენ მომავალ შვილებს, თუმცა ზომიერად, ყოველგვარი უკიდურესობის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ამ დედების ბავშვები შემდგომ ჯანმრთელები გაიზარდნენ. პირველი ორი ჯგუფის დედებისა კი ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგავდნენ: მტირალები იყვნენ და ცუდად ეძინათ, ცუდად ჭამდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ მშობლებს, ჭირვეულობდნენ და შინ ძლიერ ნევროზულ და დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდნენ. გამოკვლევის ავტორს დედის დამოკიდებულება მომავალი შვილისადმი ამგვარი ქცევის ერთადერთ მიზეზად არ მიუჩნევია - რასაკვირველია, აქ მიზეზთა კომპლექსი მოქმედებს, მაგრამ მშობლის სიყვარულის ფაქტორის უგულებელყოფა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ამერიკელი მკვლევრის თომას ვერნის მონოგრაფია “ბავშვის ფარული ცხოვრება დაბადებამდე”. მეცნიერმა მიზნად დაისახა, გაეანალიზებინა და განეზოგადებინა მრავალრიცხოვანი მონაცემები იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს მომავალი ბავშვის ემოციურ და შემოქმედებით ნიჭზე დედის სულიერი მდგომარეობა ორსულობის დროს. ამის შემდეგ კი გამოითქვა მოსაზრება, რომ სულ მალე გაჩნდება ახალი მეცნიერული დისციპლინა “ემბრიონული პედაგოგიკა” - პედაგოგიკა ბავშვისა, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. მაინც რა დასკვნები გამოიტანა ვერნმა? აი, რამდენიმე საგულისხმო ციტატა მისი წიგნიდან: “შვილის მოყვარული და, ამასთან, კარგი ემოციური კონტაქტის მქონე დედები აჩენენ უფრო თავდაჯერებულ და თავდაცვისუნარინ ბავშვებს. უხალისო ან შვილისადმი თავის სიყვარულში დაურწმუნებელი დედები აჩენენ ბავშვებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ნევროზისადმი, რადგან მათი პიროვნება შიშისა და მღელვარების ვითარებაში ყალიბდებოდა და არ არის გასაკვირი, რომ თუ არ დავეხმარეთ, ეს ბავშვები ემოციურად არასტაბილური ხდებიან. დედასა და შვილს შორის კავშირის დამყარების ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ორსულობის ბოლო თვეები, განსაკუთრებით - მშობიარობისწინა ორი თვე. ამ პერიოდში ბავშვი აღწევს გარკვეულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დონეს. მაგრამ დედასთან მისი შეთვისება ავტომატურად არ ხდება - საჭიროა დრო, სიყვარული და გაგება, რათა ეს კავშირი ჩამოყალიბდეს და დამაკმაყოფილებლად ფუნქციობდეს. ბავშვს ყველაზე დიდ საფრთხეს უქადის არა ცალკეულ შემთხვევებზე დედის ხანმოკლე რეაქცია, არამედ მისი ხანგრძლივი ემოციური მდგომარეობა. თუ დედა მთლიანად თავისი მწუხარებითა და შფოთვითაა მოცული, შვილი ძლიერ დაზარალდება, მაგრამ თუ დედა არ გაწყვეტს კავშირს შვილთან, მისი სიყვარულისა და მზრუნველობის წყალობით ბავშვი ნორმალურად განვითარდება”. “შეთვისება ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ბავშვთან, - ამბობს თომას ვერნი, - მისი ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. მისი გავლენა არ შემოიფარგლება მუცლად ყოფნისას განვითარების პერიოდით. ეს შეთვისება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს დედა-შვილის მომავალ ურთიერთობას. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდება, დაემატება ამ პერიოდში განცდილს”. მართალია, ექსპერიმეტული გამოკვლევები ჯერ კიდევ არ იძლევა ასეთი კატეგორიული დასკვნების გამოტანის საშუალებას, მაგრამ ისინი მაინც აიძულებენ არა მარტო მედიკოსებსა და პედაგოგებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც, ჩაუფიქრდნენ ადამიანის ჰარმონიული ან ანომალიური განვითარების სათავეებს. თავისი არსებობითა და მუდმივი კონტაქტით დედა უყალიბებს ძუძუთა ბავშვს გარე სამყაროს სახეს და აკმაყოფილებს მის ყოველგვარ საჭიროებას. დედა-შვილი თითქოს ქმნის ერთ განუყოფელ მთლიანობას. როცა ეს ჰარმონია მკვეთრად და უდროოდ ირღვევა (მაგალითად, ბავშვის ძუძუდან ადრე მოწყვეტის დროს), ბავშვი ძლიერ სტრესს განიცდის. დედისა და ძუძუთა ბავშვის დისჰარმონიული ურთიერთობის გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე შეისწავლა პედიატრმა ალენ რენე შპიცმა, რომელმაც განაზოგადა მსოფლიოს მეცნიერთა მიერ დაგროვებული გამოცდილება. იგი ძუძუთა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელიწად-ნახევარს პირობითად სამ პერიოდად ყოფს: პირველი უობიექტო პერიოდია (ორ-სამ თვემდე), მეორე - წინასწარი (სამიდან შვიდ თვემდე), მესამე - ობიექტის სახეებიანი პერიოდი (რვიდან თვრამეტ თვემდე). მესამე თვიდან მოყოლებული, ბავშვში ყალიბდება დედის სახე და მომდევნო თვეებში დედა-შვილის ურთიერთობა მისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. ეს ურთიერთობა არატოლფასოვანია: დედა ბავშვისაგან იღებს თვისებრივად შედარებით ნაკლებ სიახლეს თავისი ფსიქიკისთვის, ბავშვი კი დედისგან - ყველაფერს.