მეცნიერებმა ნაყოფის გენეტიკური ანომალიების დიაგნოსტიკის ახალი არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა ნაყოფის გენეტიკური ანომალიების დიაგნოსტიკის ახალი არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს
მეცნიერებმა ნაყოფის გენეტიკური ანომალიების დიაგნოსტიკის ახალი არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს
განვითარებადი ნაყოფისათვის საშიში გენეტიკური მუტაციების გამოსავლენად სადღეისოდ გამოიყენება ამნიოცენტეზი და ქორიონალური ბუსუსების გამოკვლევა. ორივე პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია და ზოგ შემთხვევაში “მუცლის მოწყვეტის” პროვოცირებასაც ახდენს.

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, რომელიც ფეტალური (ჩანასახოვანი) უჯრედების შესწავლა-ანალიზს ეფუძნება. ამ მიზნით საკმარისია მხოლოდ ორსულის სისხლის აღება. როგორც ირკვევა, აღნიშნული უჯრედები, რომლებიც პლაცენტიდან იღებს სათავეს, დედის სისხლში უკვე ორსულობის მე-5-მე-6 კვირიდან ჩნდება. ისინი ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი - მხოლოდ 1 ფეტალური უჯრედი დედისეულ მილიონ უჯრედზე.

საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით შეძლეს
ამ ჩანასახოვანი უჯრედების აღმოჩენა და გამორჩევა დედისეული უჯრედებიდან. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ახალი მეთოდით შესაძლებელი იქნება გენეტიკური ანომალიების გამოვლენა ორსულობის ადრეულ სტადიებზე სისხლის მარტივი ნიმუშიდან, თანაც არა ერთი კონკრეტული პათოლოგიის, არამედ ანომალიათა ფართო სპექტრის. ამგვარად, ახალ არაინვაზიურ პრენატალურ სადიაგნოზო ტესტზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
სან-ფრანცისკოს რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები
29-08-2018
2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული
31-07-2018
ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება.
29-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეტეხში 31-წლის ნონა ტატანაშვილის ცხედარი დაკრძალეს. ის მშობიარობის დროს დაიღუპა. მშობლები
რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები სან-ფრანცისკოდან საინტერესო
ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება.
ჰავაის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც ქალი ძალიან ადრე ხდება დედა, მისი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და საუთჰემპტონის უნივერისიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი
ჩინეთის საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროვინცია ხუნანის მკვიდრმა ქალბატონმა ვან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით